საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • it „ისრაელის მეზობელი ქვეყნები“
  • ისრაელის მეზობელი ქვეყნები

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • ისრაელის მეზობელი ქვეყნები
  • წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • მსგავსი მასალა
  • ერები, რომლებიც თავს ესხმოდნენ ისრაელს
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • მოაბი, მოაბელები
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • მეშა [განთავსდება მოგვიანებით]
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • ედომი
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
იხილეთ მეტი
წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
it „ისრაელის მეზობელი ქვეყნები“

ᲡᲮᲕᲐᲓᲐᲡᲮᲕᲐ

ისრაელის მეზობელი ქვეყნები

ღვთის მიერ მიცემულ მიწაზე ცხოვრებისას ისრაელი აღმოჩნდა ისეთი ერების გარემოცვაში, რომლებიც ცრუ ღმერთებს ეთაყვანებოდნენ. ისრაელები გამოსულები იყვნენ ეგვიპტიდან, სადაც ცხოველებს აღმერთებდნენ. ახლა მათ აღმოსავლეთით და სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარეობდა ამონი, მოაბი და ედომი, რომელთა მოსახლეობაც მათი შორეული ნათესავები, თუმცა კერპთაყვანისმცემლები იყვნენ. დასავლეთით მთელი სანაპირო ზოლი დაკავებული ჰქონდათ ფილისტიმელებს, რომლებიც მრავალ ღმერთს სცემდნენ თაყვანს. ისრაელის ჩრდილოეთით სანაპირო ზოლზე სახლობდნენ ფინიკიელები, რომელთა რელიგიურ რიტუალებს შორის იყო სოდომია, ზოოფილია და ბავშვების მსხვერპლშეწირვა. სირიელთა რელიგიისთვის დამახასიათებელი იყო მათი ქალღმერთების შიშველი გამოსახულებების წარმოდგენა, რომელთა პოზებიც ხაზს უსვამდა მათ სექსუალურობას. იეჰოვას კეთილგანწყობა რომ არ დაეკარგათ, ისრაელი ერი გამოყოფილი უნდა დარჩენილიყო მეზობელი ერებისგან.

ისრაელის დასაცავად იეჰოვამ მათ მოსეს კანონი მისცა, რომელიც მათსა და გარშემო მცხოვრებ ერებს შორის აღმართულ ერთგვარ კედელს წარმოადგენდა (ეფ. 2:14). მათ კავშირი არ უნდა დაემყარებინათ ამ ერებთან, არ უნდა დაქორწინებულიყვნენ მათზე და არც მათი რელიგიური წეს-ჩვეულებებისთვის მიებაძათ (2მტ. 16:7; 2მფ. 17:13—15). ისრაელი იმ შემთხვევაში დარჩებოდა წმინდა ერი, თუ დაემორჩილებოდა ღვთის ამ მითითებებს.

თუმცა, თუ ისრაელის გარშემო მცხოვრები ერებიდან ვინმე ჭეშმარიტი ღმერთის, იეჰოვას, თაყვანისმცემლობას მოისურვებდა, მისთვის ბარიერი არ არსებობდა. ასეთებს უნდა მიეტოვებინათ კერპთაყვანისმცემლობა და იეჰოვას თაყვანისმცემლები გამხდარიყვნენ. „ღმერთი მიუკერძოებელია“ (სქ. 10:34). იეჰოვა იმიტომ ზრუნავდა იმაზე, რომ ისრაელი მეზობლად მცხოვრები ერებისგან გამოყოფილი დარჩენილიყო, რომ შეესრულებინა თავისი განზრახვა, რომლის თანახმადაც ის საბოლოოდ „დედამიწის ყველა ერს“ აკურთხებდა (დბ. 22:18).

მეზობელი ერები და მათთან დაკავშირებული მუხლები

ამონი

მსჯ. 10:6—9; 1მფ. 11:5

ედომი

2მტ. 25:14, 15

მოაბი

რც. 22:4—7; 25:1—3; 2მფ. 3:26, 27

ფილისტიმი

მსჯ. 10:6; 16:⁠23; 2მფ. 1:2

ფინიკია

1მფ. 11:1, 2, 5; 16:30, 31

სირია

მსჯ. 10:6; 2მტ. 28:20—23

[რუკა]

ᲠᲣᲙᲐ: ისრაელის მეზობელი ქვეყნები

[სურათი]

მოაბელები მკვდარი ზღვის აღმოსავლეთით არსებულ მთიან ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ.

[სურათი]

მოაბურ ქვაზე (მარცხნივ) ამოკვეთილ სურათზე მეფე მეშა იკვეხნის თავისი ღმერთით, ქემოშით და უაღრესად უპატივცემულოდ მოიხსენიებს იეჰოვას.

[სურათი]

ეგვიპტელთა ღმერთი ანუბისი, რომელსაც ტურის თავი ჰქონდა, ამზადებს მუმიას. ეგვიპტელთა ღმერთების რიცხვში შედიოდნენ ადამიანები, ფრინველები და ცხოველები.

[სურათები]

ფინიკიელები, რომლებიც სახლობდნენ ამ მიწაზე, ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე, ეთაყვანებოდნენ ღმერთებს, რომელთაგან ერთ-ერთი აქ არის წარმოდგენილი როგორც ლომზე მდგომი.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება