გულოთ-მაიმი
[წყალსატევები (თასები) წყლისა]
ადგილი, რომელიც ქალებ იეფუნეს ძეს თავისმა ქალიშვილმა ოთნიელზე ქორწინების შემდეგ სთხოვა (იეს. 15:17—19; მსჯ. 1:13—15). ბიბლიის ბევრ თარგმანში გულლოთ მაჲიმ ნათარგმნია როგორც „წყლის წყაროები“, „წყალსატევები“, ხოლო „ზემო გულლოთ“ და „ქვემო გულლოთ“ როგორც „ზემო წყაროები“ და „ქვემო წყაროები“ ან „ზემო წყალსატევები“ და „ქვემო წყალსატევები“ (იხ. სსგ, ბსგ, JB, RS, Yg, KJ). თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ, როგორც ჩანს, ქალებ იეფუნეს ასულს მხოლოდ წყაროები არ სურდა მამისგან. იესო ნავეს ძის 15:18-ის თანახმად, მას „მინდორი“ უნდოდა. აქედან გამომდინარე, ზოგ თარგმანში გულლოთ მაჲიმ ნათარგმნია როგორც „კარგად მორწყული მიწა“ (Kx; იხ. აგრეთვე Dy). ზოგმა მეცნიერმა ამ შესიტყვების თარგმნას ტრანსლიტერაციის გზით მისი შენარჩუნება არჩია: „გოლადმაიმ“ (ძვო), „გოლადმაიმი“ (მხ), „გულოთ-მაიმი“ (აქ). გულოთ-მაიმის ზუსტი ადგილმდებარეობა უცნობია (იხ. დებირი №2).