ჰაკოცი
[ეკალი]
მღვდელი აარონის საგვარეულო ხაზიდან და იმ საგვარეულოს თავკაცი, რომელიც დავითის მეფობის დროს მღვდლების 24 დანაყოფიდან მე-7 დანაყოფს ქმნიდა (1მტ. 24:3—7, 10).
ძვ. წ. 537 წელს ბაბილონიდან დაბრუნების შემდეგ „ჰაკოცის ძეებს“ აღარ მიეცათ მღვდლებად მსახურების უფლება, ვინაიდან თავიანთი წარმომავლობის დამადასტურებელი ნუსხა ვერ მოიძიეს. ისინი მოხვდნენ მათ შორის, რომლებსაც აღარ „შეეძლოთ ეჭამათ იქიდან, რაც უწმინდესი იყო, სანამ ურიმითა და თუმიმიმით არ წამოდგებოდა მღვდელი“ (ეზრ. 2:61—63; ნემ. 7:63—65). ჰაკოცის ერთ-ერთი შთამომავალი იერუსალიმის კედლის აღდგენაში მონაწილეთა შორის მოიხსენიება (ნემ. 3:21).