საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • it „ხარანი“
  • ხარანი

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • ხარანი
  • წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • მსგავსი მასალა
  • ხარანი — ქალაქი, სადაც ერთ დროს სიცოცხლე ჩქეფდა
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2010
  • მკითხველთა შეკითხვები
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2001
  • ნახორი
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • თერახი
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
იხილეთ მეტი
წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
it „ხარანი“

ᲮᲐᲠᲐᲜᲘ

1. თერახის ვაჟი და აბრამისა (აბრაამის) და ნახორის ძმა. ხარანს შეეძინა ვაჟიშვილი ლოტი და ორი ქალიშვილი, ისქა და მილქა; ეს უკანასკნელი ცოლად გაჰყვა ბიძამისს, ნახორს. ხარანი მანამდე გარდაიცვალა, სანამ თერახი და აბრამი დატოვებდნენ ქალდეველთა ქალაქ ურს (დბ. 11:26—31).

2. გერშონის ვაჟის, შიმეის ვაჟი ლევის ტომიდან (1მტ. 23:6—9).

3. ქალების ვაჟი, რომელიც თავისი ხარჭისგან, ეფასგან შეეძინა. ხარანი იყო გაზეზის მამა და მიეკუთვნებოდა იუდას ტომს (1მტ. 2:3, 42, 46).

4. ქალაქი ჩრდილოეთ შუამდინარეთში, სადაც გარკვეული ხნის განმავლობაში ცხოვრობდა აბრამი (აბრაამი); აქ მოკვდა მამამისი თერახი (დბ. 11:31, 32; 12:4, 5; სქ. 7:2—4). როგორც ჩანს, სახელწოდება „ხარანი“ ვრცელდებოდა არა მხოლოდ ქალაქზე, არამედ მის მიმდებარე ტერიტორიებზეც, რადგან ხარანი მოიხსენიება იმ ხალხებს შორის, რომლებიც ასურეთის მეფეებმა დაიპყრეს (2მფ. 19:11, 12).

ხარანის დატოვებიდან გარკვეული ხნის შემდეგ აბრაამმა უფროსი მსახური გაგზავნა თავის ნათესავებთან (რომლებიც, როგორც ჩანს, ცხოვრობდნენ ხარანში ან მეზობელ ქალაქში, რომელიც მოიხსენიება როგორც „ნახორის ქალაქი“), რათა მსახურს მისი ვაჟისთვის, ისაკისთვის, შეერჩია საცოლე (დბ. 24). მოგვიანებით აბრაამის შვილიშვილი იაკობიც ჩავიდა ხარანში, რათა თავისი ძმის, ესავის რისხვისგან დაეღწია თავი და საკუთარი ბიძის, ლაბანის ასულებიდან რომელიმეზე დაქორწინებულიყო (დბ. 27:42—46; 28:1, 2, 10). ჭასთან, რომელიც, როგორც ჩანს, ხარანთან ახლოს იყო, იაკობი შეხვდა რახელს (დბ. 29:4—12).

ძვ. წ. მერვე საუკუნეში ასურეთის მეფე სინახერიბი ცდილობდა, დაეშინებინა იუდას მეფე ხიზკია და კვეხნით სწერდა, რომ მისმა წინაპრებმა დაიპყრეს ხარანი და სხვა ტერიტორიები (2მფ. 19:8—13; ეს. 37:8—13).

ასურულ წყაროებში ხარანი მოიხსენიება როგორც ხარანუ, რაც ნიშნავს გზას; როგორც ჩანს, იმის გამო, რომ ხარანი მდებარეობდა საქარავნო გზების გადაკვეთაზე, რითაც ის უკავშირდებოდა ეგვიპტეს და ისეთ ქალაქებს, როგორებიცაა ნინევე, აშური, ბაბილონი და ტვიროსი (შდრ. ეზკ. 27:23). უძველესი ქალაქის სახელწოდება შენარჩუნებულია თანამედროვე ქალაქ ხარანის სახელწოდებაში, რომელიც მდებარეობს დაახლოებით 110 კმ-ში იმ ადგილიდან ზევით, სადაც მდინარე ბალიხი უერთდება მდინარე ევფრატს. ზამთარში ამ ადგილას ორი ხეობა უერთდება ერთმანეთს და ქმნის ნაკადს, რომელიც ჩაედინება მდინარე ბალიხში. ზოგი თვლის, რომ ძველი ხარანი თანამედროვე ხარანის ჩრდილოეთით მდებარეობდა. ზოგის აზრით, ის ფაქტი, რომ ამ ადგილებში ძველი გეოგრაფიული სახელწოდებები შეესატყვისება ისეთ ბიბლიურ სახელებს, როგორებიცაა სერუგი, ნახორი და თერახი, იმაზე მეტყველებს, რომ აქ ერთ დროს ნამდვილად მკვიდრობდნენ ბიბლიაში მოხსენიებული პატრიარქები (დბ. 11:22—26).

თანამედროვე ხარანი ინარჩუნებს იმ უძველესი ქალაქის სახელწოდებას, რომელშიც ან რომლის მახლობლადაც აბრაამის მსახურმა ისაკისთვის საცოლე მოძებნა

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება