საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • it „თავსაბურავი“
  • თავსაბურავი

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • თავსაბურავი
  • წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • მსგავსი მასალა
  • თავზე დაფარება
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • თავი
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • გვირგვინი
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • ქალი
    მსჯელობა წმინდა წერილების საფუძველზე
იხილეთ მეტი
წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
it „თავსაბურავი“

თავსაბურავი

ებრაელები თავსაბურავს ყოველდღე არ ატარებდნენ. საჭიროების შემთხვევაში უბრალო ხალხი თავს მოსასხამით იბურავდა. მორთულ თავსაბურავებს ხშირად მაღალი თანამდებობის მქონე მამაკაცები ატარებდნენ, თუმცა დღესასწაულებისა თუ სხვა განსაკუთრებული შემთხვევების დროს მას ყველა, კაციცა და ქალიც, იფარებდა. ისრაელი მღვდლებისთვის გათვალისწინებული იყო სპეციფიკური თავსაბურავი (გმ. 28:4, 39, 40; იხ. გვირგვინი; ტანსაცმელი).

ძველად ებრაელები თავსაბურავს გლოვის ნიშნადაც იფარებდნენ (2სმ. 15:30; იერ. 14:3). ქალისთვის მანდილი მოკრძალების ნიშანი იყო.

თავსაბურავები ებრაულ წერილებში. ბიბლიაში პირველად ნახსენები თავსაბურავი ეკუთვნოდა რებეკას, რომელმაც ის ისაკთან შეხვედრამდე ჩამოიფარა (დბ. 24:65). აქ გამოყენებული ებრაული სიტყვა ცაʽიფ სხვა მუხლებში თავშლად არის ნათარგმნი (დბ. 38:14, 19). რებეკამ, როგორც ჩანს, თავისი საქმროსადმი, ისაკისადმი მორჩილების ნიშნად დაიფარა თავზე.

მღვდელმთავრის ჩალმისმაგვარი თავსახვევი (ებრ. მიცნეფეთ) ძვირფასი სელისგან იყო დამზადებული და წინიდან ლურჯი თასმით ოქროს ფირფიტა ჰქონდა მიმაგრებული (გმ. 28:36—39; ლვ. 16:4). მღვდლის მოქარგული თავსაბურავიც ჩალმისმაგვარი შემოსახვევი იყო, ოღონდ მღვდლის თავსაბურავი მღვდელმთავრის თავსაბურავისგან ფორმით განსხვავდებოდა და უფრო სადა იყო. მის აღსანიშნავად ებრაული სიტყვა მიგბაʽაჰ გამოიყენება. მღვდლების თავსაბურავს ოქროს ფირფიტა არ ჰქონდა მიმაგრებული (ლვ. 8:13).

იობი ჩალმისმაგვარ თავსაბურავს გადატანითი მნიშვნელობით იყენებს და მას თავის სიმართლეს ადარებს (იობ. 29:14; შდრ. იგ. 1:9; 4:7—9). ჩალმისმაგვარ თავსაბურავებს ზოგჯერ ქალებიც ატარებდნენ (ეს. 3:23). ზემოხსენებულ მუხლებში, აგრეთვე, ესაიას 62:3-ში სამეფო თავსაბურავის და ზაქარიას 3:5-ში მღვდელმთავრის თავსაბურავის აღსანიშნავად გამოყენებულია ებრაული სიტყვა ცანიფ.

ებრაული ფეʼერიც ჩალმისმაგვარი თავსაბურავი იყო, რომელსაც ნეფე იფარავდა (ეს. 61:10). ის მხიარულების სიმბოლო იყო (ეს. 61:3; შდრ. ეზკ. 24:17, 23). ფეʼერ, აგრეთვე, გამოიყენება ქალისა (ეს. 3:20) და მღვდლის თავსაბურავის აღსანიშნავად (ეზკ. 44:18).

თავსაკრავები (ებრ. შევისიმ), როგორც ჩანს, ბადისებრი ქსოვილისგან მზადდებოდა (ეს. 3:18). „გრძელი თავსაბურავები“ (ებრ. ტევულიმ ), რომლებიც ქალდეველ მეომრებს ეხურათ, ჭრელი და მოქარგული იყო (ეზკ. 23:14, 15).

დანიელის სამი ებრაელი მეგობარი ნაბუქოდონოსორის ბრძანებით ღუმელში ჩაცმულ-დახურულები ჩაყარეს. ქუდები, რომლებიც მათ თავზე ეხურათ, შესაძლოა მათი ტიტულისა და მდგომარეობის მანიშნებელი იყო. ვარაუდობენ, რომ მას კონუსის ფორმა ჰქონდა (დნ. 3:21).

ძველი და თანამედროვე თავსაბურავები. ბევრ ეგვიპტურ, ბაბილონურ და ასურულ ძეგლებზე გამოსახულია ომისა და ნადირობის სცენები, აგრეთვე, სამეფო სასახლეები და ტაძრები. აღსანიშნავია, რომ ბევრ ეგვიპტურ ძეგლზე წარმოდგენილია სხვადასხვა ხელობით დაკავებული ეგვიპტელი მუშები. ნახატებზე მეფეებს, მთავრებსა და წარჩინებულებს სხვადასხვა სახის თავსაბურავი ახურავთ, უბრალო ხალხი კი ბევრგან თავსაბურავის გარეშე ან თავზე მჭიდროდ მოჭერილი ქუდებით არის გამოსახული.

ზემოხსენებული თავსაბურავების მსგავსი თავსაბურავი დღეს ახლო აღმოსავლეთის არაბ ბედუინებს შორის არის გავრცელებული და მას ქუფია ეწოდება. ეს არის ოთხკუთხა, დიაგონალზე გადაკეცილი ნაჭერი, რომელიც ზურგსა და მხრებს ფარავს და თავზე რგოლით მაგრდება. ის არ ფარავს სახეს, სამაგიეროდ, თავი და კისერი დაცულია მზისგან და ქარისგან. არ არის გამორიცხული, რომ სწორედ ასეთ თავსაბურავს ატარებდნენ ძველად ებრაელები.

თავზე დაფარება მორჩილების ნიშნად. ღვთის მსახურთათვის თავსაბურავი სამოსის გარდა მორჩილების სიმბოლოცაა. პავლე მოციქულმა ქრისტიანულ კრებაში მოქმედი მეთაურობის პრინციპის შესახებ თქვა: „ყოველი კაცის თავი ქრისტეა, ქალის თავი კაცია, ქრისტეს თავი კი ღმერთია“ (1კრ. 11:3). პავლეს თქმით, თავსაფარი „ძალაუფლების ნიშანია“, რომელსაც უნდა ატარებდეს ქალი კაცის მეთაურად აღიარებისა და თეოკრატიული წყობის მორჩილების ნიშნად კრებაში ლოცვისა და წინასწარმეტყველების დროს (1კრ. 11:4—6, 10).

ქალისგან განსხვავებით კაცმა კრებაში ლოცვისა და წინასწარმეტყველების დროს თავზე არ უნდა დაიფაროს. ღვთის მიერ დადგენილი პრინციპიდან გამომდინარე კრების გაძღოლა მისი ჩვეული ვალდებულებაა. კაცი თავსაბურავის დაფარებით თავს ირცხვენს. ეს, აგრეთვე, უპატივცემულობის მაჩვენებელია კაცის თავის, იესო ქრისტესა და უზენაესი თავის, იეჰოვა ღმერთის მიმართ, რადგან კაცი, „ღვთის ანარეკლი და დიდება“, შექმნის დღიდან ღვთის წარმომადგენელი იყო დედამიწაზე. აქედან გამომდინარე, თავსაბურავის დაფარება ამ ფაქტის იგნორირების ტოლფასია. კაცი ქალზე ადრე შეიქმნა; ქალი კაცისგან და კაცისთვის შეიქმნა. ქალის თვისებები კაცის დიდება და ღირსებაა, ისევე როგორც კაცის თვისებები არის ღვთის დიდებისა და პატივის ანარეკლი. ზემოთქმულიდან გამომდინარე, ქრისტიანმა ქალმა თავისი მოკრძალებითა და მორჩილებით უნდა აღიაროს კაცთან შედარებით თავისი დაბალი მდგომარეობა და თავსაფრის დაფარებით სხვებსაც დაანახვოს ეს. მან უნდა დაიცვას მეთაურობის პრინციპი და კაცის უფლებები არ უნდა მიითვისოს (1კრ. 11:4, 7—10).

პავლემ დაწერა, რომ ქალს გრძელი თმა „თავსაფრის ნაცვლად აქვს მიცემული“. ამას პავლე ევროპელებსა და სემიტებს შორის მცხოვრებ კორინთელ ქრისტიანებს სწერდა, რომელთათვისაც ქალის კაცისგან განმასხვავებელი ერთ-ერთი ნიშანი სწორედ გრძელი თმა იყო. მონა ქალებს, აგრეთვე, მეძაობაზე ან მრუშობაზე წასწრებულ ქალებს, თავს პარსავდნენ. პავლემ ახსნა, რომ გრძელი თმა ღვთისგან მუდმივი შეხსენება იყო ქალისთვის, რომ ის შექმნის დღიდან კაცის მორჩილი უნდა ყოფილიყო. აქედან გამომდინარე, როცა ქალი ქრისტიანულ კრებაში მამაკაცისთვის დაკისრებულ ვალდებულებებს ასრულებს, მაგალითად, ლოცულობს ან წინასწარმეტყველებს, მას თავსაბურავიც უნდა ჰქონდეს წაკრული. მაშასადამე, ქალმა უნდა ცნოს ღვთისგან დადგენილი მეთაურობის პრინციპი და უნდა განასხვაოს ყოველდღიური საქმეები კრების საქმიანობისგან, რომელშიც ის, შესაძლოა, მაშინ ჩაერთოს, როცა კრებაში არ არის გამოცდილი მამაკაცი ან, როცა ქმრის ან კრების რომელიმე ძმის თანდასწრებით ასწავლის ვინმეს ბიბლიას (1კრ. 11:11—15).

პავლეს ძლიერი არგუმენტი მოჰყავს ზემოხსენებული პრინციპის გასამყარებლად. ის მოიხსენიებს ღვთის ანგელოზებს, რომლებიც „იმათ მოსამსახურებლად [არიან] გაგზავნილნი, ვინც ხსნა უნდა დაიმკვიდროს“ (ებ. 1:13, 14). ეს ძლიერი სულიერი ქმნილებები დაინტერესებული არიან იმით, რომ ქრისტიანულ კრებაში ყველამ იცოდეს თავისი ადგილი, რათა დაცული იყოს თეოკრატიული წესრიგი და ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობა (1კრ. 11:10).

კორინთის კრებისთვის ამ რჩევის მიცემის მიზეზი ისიც იყო, რომ იმ დროს ქალები საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში თავდაუხურავად არ უნდა გამოსულიყვნენ. მხოლოდ მსუბუქი ყოფაქცევის ქალები გამოდიოდნენ თავშიშველები. წარმართულ ტაძრებში ქურუმი ქალები მანდილს თავიდან იძრობდნენ და გაწეწილი თმით წინასწარმეტყველებდნენ. ასეთი საქციელი სამარცხვინო იყო ქრისტიანული კრებისთვის და იეჰოვა ღმერთის მიერ დაწესებულ მეთაურობისა და მორჩილების პრინციპს უგულებელყოფდა. მსჯელობის დასასრულ პავლე ამბობს, რომ თუ ვინმე სხვა ჩვეულების მომხრე გახდებოდა, კრება მაინც პავლეს რჩევისამებრ უნდა მოქცეულიყო, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ეს მითითება ყველა დროის ქრისტიანულ კრებაზე ვრცელდება (1კრ. 11:16). ძველი დროის წინასწარმეტყველი ქალები, მაგალითად, დებორა (მსჯ. 4:4) და ანა (ლკ. 2:36—38), უეჭველად თავდაფარულნი წინასწარმეტყველებდნენ (იხ. თმა; მეთაურობა).

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება