იაიროსი
სინაგოგის ერთ-ერთი წინამძღვარი (სავარაუდოდ კაპერნაუმში), რომლის ერთადერთი ქალიშვილიც იესომ მკვდრეთით აღადგინა (მთ. 9:18; მრ. 5:22; ლკ. 8:41, 42).
როცა ახ. წ. 31 წლის დამლევს ან 32 წლის დამდეგს იაიროსის 12 წლის ასული ისე მძიმედ გახდა ავად, რომ სიკვდილის პირას იყო, იაიროსმა მოძებნა იესო, ფეხებში ჩაუვარდა და შეევედრა მის სახლში მისულიყო, რათა თავისი ასული განეკურნა, სანამ ჯერ არ იყო გვიანი. იაიროსს უდავოდ გაამხნევებდა გზად იესოს მიერ 12 წლის მანძილზე სისხლდენით გატანჯული ქალის განკურნება. მაგრამ, როგორი გულსაკლავი იქნებოდა მაცნეებისგან იმის გაგება, რომ ბავშვი დაიღუპა! იესომ უთხრა იაიროსს, რომ არ შეშინებოდა და რწმენა ჰქონოდა. მან მოტირლებს ჩაუარა, მათ, ვისაც სასაცილოდ არ ეყოთ იესოს ნათქვამი, რომ ბავშვს ეძინა. შემდეგ იაიროსის, მისი ცოლისა და სამი მოციქულის თანდასწრებით იესომ ბავშვს სიცოცხლე დაუბრუნა. როგორც მოსალოდნელი იყო, იაიროსისა და მისი ცოლის „აღტაცებას საზღვარი არ ჰქონდა“ (მრ. 5:21—43; მთ. 9:18—26; ლკ. 8:41—56).