საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • it „იაფეთი“
  • იაფეთი

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • იაფეთი
  • წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • მსგავსი მასალა
  • სემი
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • თირასი [განთავსდება მოგვიანებით]
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • ქამი
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • ნოეს ვაჟს, სემს ორ ქვეყნიერებაში მოუწია ცხოვრება. მან საკუთარი თვალით იხილა პირველი ქვეყნიერების აღსასრული. იცი, რატომ განადგურდა პირველი ქვეყნიერება და როგორ შეძლეს სემმა და მისმა ოჯახის წევრებმა მეორე ქვეყნიერებაში გადასვლა? ~
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2009
იხილეთ მეტი
წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
it „იაფეთი“

იაფეთი

[მისცეს მან ვრცელი ადგილი]

ნოეს ვაჟი; სემისა და ქამის ძმა. ჩვეულებრივ, ჩამონათვალში რიგით მესამეა, თუმცა, როგორც ჩანს, ძმებს შორის უფროსი იყო. ებრაულ ტექსტში დაბადების 10:21-ში პირდაპირ წერია, რომ „უფროსი ძმა იაფეთი იყო“. მაგრამ ზოგმა მთარგმნელმა ებრაული ტექსტი ისე გაიგო, თითქოს „იაფეთის უფროსი ძმა“ სემი იყო (სსგ, ბსგ, RS, AT, JB, NE). იმ შემთხვევაში, თუ იაფეთი ნოეს უფროსი ვაჟი იყო, მაშინ ის ძვ. წ. 2470 წელს დაიბადებოდა (დბ. 5:32).

იაფეთი და მისი ცოლი კიდობანში მყოფ იმ რვა ადამიანს შორის იყვნენ, რომლებიც წარღვნას გადაურჩნენ (დბ. 7:13; 1პტ. 3:20). მათ მხოლოდ წარღვნის შემდეგ შეეძინათ შვიდი ვაჟი: გომერი, მაგოგი, მადაი, იავანი, თუბალი, მეშექი და თირასი (დბ. 10:1, 2; 1მტ. 1:5). ამ ვაჟებისა და მათი შთამომავლებისგან „გამრავლდნენ კუნძულებზე მცხოვრებნი [„ზღვისპირა ხალხები“, სსგ] თავიანთ მიწაზე, ყველა თავისი ენის მიხედვით, თავისი საგვარეულოსა და თავისი ერის მიხედვით“ (დბ. 10:3—5; 1მტ. 1:6, 7). ისტორიულად დადასტურებულია, რომ იაფეთი იყო არიულ ანუ ინდოევროპულ ენებზე მოლაპარაკე ხალხთა წინაპარი. ძველ ისტორიულ ტექსტებში იაფეთის შვილთა და შვილიშვილთა სახელები მოხსენიებულია იმ ხალხებთან და ტომებთან, რომლებიც, ძირითადად, „ნაყოფიერი ნახევარმთვარის“ ჩრდილოეთით და დასავლეთით ცხოვრობდნენ. როგორც ჩანს, ისინი გაიფანტნენ კავკასიიდან აღმოსავლეთით ცენტრალურ აზიაში და დასავლეთით მცირე აზიაში, ევროპის კუნძულებზე და ზღვისპირეთში, შესაძლოა, ესპანეთამდე. არაბული გადმოცემის თანახმად, იაფეთის ერთ-ერთი ვაჟი ჩინელების წინაპარი იყო (იხ. ცხრილი და რუკა, ტ. 1, გვ. 329).

იაფეთმა და მისმა ძმამ სემმა პატივისცემა გამოავლინეს ნოეს მიმართ, როცა ის მთვრალი იყო, ამიტომ იაფეთმა მამისგან კურთხევა მიიღო (დბ. 9:20—27). კურთხევისას ნოემ ღმერთს სთხოვა, მიეცა მისთვის „ვრცელი ადგილი [ებრ. ჲაფთ]“. ეს ებრაული სიტყვა, როგორც ჩანს, მომდინარეობს იმავე ფუძიდან, რომლიდანაც სახელი იაფეთი (ებრ. ჲეფეთ ან ჲაფეთ) და მიუთითებს, რომ ამ სახელის მნიშვნელობა პირდაპირი გაგებით შესრულდებოდა იაფეთზე — მისი შთამომავლები ვრცელ ტერიტორიაზე გაიფანტებოდნენ. ზოგის აზრით, იაფეთის „სემის კარვებში“ დამკვიდრება მათ შთამომავლობას შორის მშვიდობიან ურთიერთობაზე მიუთითებს. მაგრამ, ვინაიდან ისტორიიდან აშკარად არ ჩანს, რომ მათ შორის მშვიდობიანი ურთიერთობა იყო, შესაძლოა, ეს წინასწარმეტყველურად უკავშირდებოდეს სემის შთამომავლებისთვის — აბრაამისთვის, ისაკისა და იაკობისთვის ღვთის მიერ მოგვიანებით მიცემულ დაპირებას, რომ მათი შთამომავლის მეშვეობით იკურთხებოდა ყველა ერი (მათ შორის იაფეთის შთამომავლებიც) (დბ. 22:15—18; 26:3, 4; 28:10, 13, 14; შდრ. სქ. 10:34—36; გლ. 3:28, 29). წინასწარმეტყველება, რომ ქანაანი იაფეთის მონა გახდებოდა, პირველად მაშინ შესრულდა, როცა ქანაანის მიწაზე ბატონობდა მიდია-სპარსეთი (იაფეთური იმპერია), მოგვიანებით კი მაშინ, როცა ბერძნებმა და რომაელებმა დაიპყრეს ქანაანი, მათ შორის მისი სიმაგრეები — ტვიროსი და სიდონი.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება