იაშუბი-ლეხემი
სახელი გვხვდება იუდას გენეალოგიაში. შესაძლოა იყო შელას შთამომავალი. თუმცა ზოგი მთარგმნელი ფიქრობს, რომ ეს არის არა ადამიანის, არამედ ადგილის სახელი და შემდეგნაირად ითარგმნება: „დაბრუნდა ლეხემში“ ანუ „ბეთლემში“ (1მტ. 4:21, 22; აქ, ბსგ, RS, AT, JB, Mo).