სარაფი
[ნაწარმოებია ფუძიდან, რომელიც ნიშნავს დაწვას]
შელას შთამომავალი იუდას ტომიდან; ერთ-ერთი იმ კაცებიდან, რომლებსაც მოაბელი ცოლი (ან ცოლები) ჰყავდათ. ზოგიერთი თარგმანის თანახმად, სარაფი შეიძლება მოაბის მმართველი იყო (1მტ. 4:21, 22; სსგ, ბსგ, AS, AT, KJ, Mo, Ro, RS).