ᲘᲔᲰᲝᲕᲐ-ᲜᲘᲡᲘ
ასე უწოდა მოსემ სამსხვერპლოს, რომელიც ააგო იმ გამარჯვების აღსანიშნავად, რომელიც ისრაელმა ამალეკელებთან რეფიდიმში გამართული ბრძოლის დროს მოიპოვა (გმ. 17:8, 13—16).
ეს სახელწოდება ასე ითარგმნება — „იეჰოვაა ჩემი ნიშანსვეტი“. სიტყვა „ნისი“ მომდინარეობს „ნეს“-იდან, რაც ნიშნავს ნიშანსვეტს. ბერძნული სეპტუაგინტის მთარგმნელების აზრით, სიტყვა „ნისი“ მომდინარეობდა „ნუსიდან“ (რაც თავშესაფარში გაქცევას ნიშნავს), და ამიტომ სამსხვერპლოს სახელწოდებას მიანიჭეს შემდეგი მნიშვნელობა — „იეჰოვაა ჩემი თავშესაფარი“. ხოლო ლათინური ვულგატის მთარგმნელებმა მიიჩნიეს, რომ „ნისი“ მომდინარეობდა „ნასას“-იდან (რაც ნიშნავს აწევას), და ამიტომ სამსხვერპლოს სახელწოდება თარგმნეს როგორც „იეჰოვაა ჩემი აღტაცება“ (გმ. 17:15, სქ.).