საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • it „იოხანანი“
  • იოხანანი

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • იოხანანი
  • წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • მსგავსი მასალა
  • გედალია
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • კარეახი
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • ჰაკატანი
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • ისმაელი
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
იხილეთ მეტი
წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
it „იოხანანი“

იოხანანი

[იეჰოხანანის შემოკლებული ფორმა, რაც ნიშნავს: იეჰოვა წყალობას ავლენს, იეჰოვა მწყალობელია]

ქართული სახელი ივანე სწორედ ამ ებრაული სახელიდან წარმოდგება.

1. ბენიამინელი; ძლიერი ვაჟკაცი და მამაცი მებრძოლი, რომელიც ორივე ხელს მარჯვედ ხმარობდა. იგი ციკლაგში შეუერთდა დავითს (1მტ. 12:1—4).

2. გადელი ჯარის მეთაური; ერთ-ერთი იყო იმ თერთმეტ უბადლო მებრძოლს შორის, რომლებიც დავითს მიემხრნენ და მას უდაბნოში შეუერთდნენ (1მტ. 12:8, 12—15).

3. მღვდელმთავარი; როგორც ჩანს, სწორედ მისი ძე იყო აზარია, რომელიც მღვდელმთავრად მსახურობდა მაშინ, როცა მეფე უზია კადნიერად მოიქცა (1მტ. 6:9, 10; 2მტ. 26:19, 20).

4. მეფე იოშიას პირმშო (1მტ. 3:15). ვინაიდან თავისი სამი უმცროსი ძმისგან განსხვავებით, ის არსად მოიხსენიება როგორც იუდას ტახტის მემკვიდრე, იგი მამის გარდაცვალებამდე უნდა დაღუპულიყო (2მფ. 23:30, 34; 24:17; იერ. 22:11; იხ. იოშია №1).

5. კარეახის ძე; ჯარის მეთაური, რომელიც იუდაში დარჩა მაშინ, როდესაც იუდეველების უმეტესობა ბაბილონში გადაასახლეს (ძვ. წ. 607 წ-ის ზაფხული). ის მხარს უჭერდა გამგებლად დანიშნულ გედალიას. როცა გაიგო, რომ ისმაელი გედალიას მოსაკლავად შეთქმულებას გეგმავდა, გედალიასგან ისმაელის უჩუმრად მოკვლის უფლება ითხოვა, თუმცა უარი მიიღო (იერ. 40:7, 8, 13—16). ამის შემდეგ ისმაელმა გედალია მოკლა. იოხანანი სათავეში ჩაუდგა ჯარს, რომ შური ეძია. მან გაათავისუფლა ისმაელის მიერ დატყვევებული ხალხი, თუმცა ისმაელი ხელიდან დაუსხლტა, რადგან ამონის ძეებთან გაიქცა (იერ. 41:11—16). იოხანანს და მასთან მყოფ კაცებს ეშინოდათ, რომ ბაბილონელებს მკაცრად არ დაესაჯათ, ამიტომ იერემიას დაეკითხნენ, თუ როგორ მოქცეულიყვნენ. თუმცა არ გაითვალისწინეს მისი რჩევა და იუდას მიწაზე დარჩენის ნაცვლად ეგვიპტეს შეაფარეს თავი და იერემიაც თან წაიყვანეს (იერ. 42:1—43:7; 2მფ. 25:23—26).

6. ჰაკატანის ვაჟი; აზგადის საგვარეულოს თავკაცი. იგი ამ საგვარეულოს ას ათ მამაკაცს ხელმძღვანელობდა, რომლებიც ძვ. წ. 468 წელს იერუსალიმში ეზრასთან ერთად დაბრუნდნენ (ეზრ. 8:1, 12).

7. ნეემიას თანამედროვე მღვდელმთავრის, ელიაშიბის შვილიშვილი; ნეემიას 12:11-ში ის მოხსენიებულია როგორც იონათანი. ამის მიზეზი შესაძლოა გადამწერთა შეცდომა იყოს, რადგან ებრაულ ენაში ეს ორი სახელი ძალიან ჰგავს ერთმანეთს. იოხანანი მოიხსენიება ნეემიას 12:22, 23-ში და ელეფანტინის ერთ-ერთ პაპირუსზე, სადაც მას მღვდელმთავარი ეწოდება (იოსებ ფლავიუსის „იუდეველთა სიძველენი“, წ. XI, თ. 7, აბზ. 1).

8. ელიოენაის ვაჟი; იგი მოიხსენიება დავითის საგვარეულო ხაზში, რომელშიც შედიოდნენ ზერუბაბელი და მისი შთამომავლები (1მტ. 3:1, 10, 19, 24).

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება