იოიადა
[იეჰოიადას შემოკლებული ფორმა, რაც ნიშნავს: იეჰოვამ იცოდეს].
1. ფასეას ვაჟი, რომელიც მონაწილეობდა ძველი ქალაქის კარიბჭის აღდგენაში, როდესაც ნეემიას ხელმძღვანელობით იერუსალიმის კედლის აღდგენა მიმდინარეობდა (ნემ. 3:6).
2. იეშუას შვილთაშვილი და იოხანანის (იონათანი) მამა, მღვდელმთავართა გენეალოგიური ხაზიდან; ცხოვრობდა ბაბილონის ტყვეობიდან დაბრუნების შემდეგ (ნემ. 12:10, 11, 22). იოიადას ერთ-ერთმა ვაჟმა ცოლად მოიყვანა ხორონელი სანბალატის ქალიშვილი, რითაც წაიბილწა თავი და წაბილწა მღვდლობა. ამიტომ ნეემიამ ის თავიდან მოიშორა (ნემ. 13:28, 29).