იუდაიზმი
იუდეველთა რელიგია (გლ. 1:13, 14); ახ. წ. პირველ საუკუნეში იუდაიზმსა და მის სხვადასხვა მიმართულებას საფუძვლად მხოლოდ ებრაული წერილები არ ედო. სადუკეველები, იუდაიზმის ერთ-ერთი გავლენიანი მიმდინარეობის წარმომადგენლები, მკვდრეთით აღდგომის შესახებ ბიბლიურ სწავლებასა და ანგელოზების არსებობას უარყოფდნენ (მრ. 12:18—27; სქ. 23:8). ფარისევლები, რომლებიც იუდაიზმის კიდევ ერთ მნიშვნელოვან განშტოებას წარმოადგენდნენ, სასტიკად ეწინააღმდეგებოდნენ სადუკეველთა ამ შეხედულებას (სქ. 23:6—9), თუმცა თავიანთი უამრავი არაბიბლიური ადათ-წესებით ღვთის სიტყვას ძალას უკარგავდნენ (მთ. 15:1—11). ბევრს ქრისტესადმი რწმენის გამოვლენა კანონის გამო კი არ გაუჭირდა, რომელიც ქრისტემდე მიმყვანი აღმზრდელი იყო, არამედ არაბიბლიური ადათ-წესების გამო (გლ. 3:24). სინამდვილეში, კანონი წმინდა იყო და კარგი (რმ. 7:12), მაგრამ იუდეველები ადამიანთა ადათ-წესებს იყვნენ დამონებულნი (კლ. 2:8). სწორედ „მამების ადათ-წესებისადმი“ მოშურნეობამ სავლე (პავლე) ქრისტიანების სასტიკი მდევნელი გახადა (გლ. 1:13, 14, 23; იხ. სადუკეველები; ფარისევლები).