საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • it „ლაბანი“
  • ლაბანი

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • ლაბანი
  • წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • მსგავსი მასალა
  • იაკობი ხარანში
    ბიბლიური მოთხრობები
  • იაკობისთვის ძვირფასი იყო სულიერი ფასეულობები
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2003
  • გალაადი
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • იაკობი
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
იხილეთ მეტი
წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
it „ლაბანი“

ლაბანი

[თეთრი].

1. აბრაამის ძმის, ნახორის შვილიშვილი; ის იყო ბეთუელის ვაჟი, რებეკას ძმა (დბ. 24:15, 29; 28:5) და ლეასა და რახელის მამა (დბ. 29:16). ლაბანი ცხოვრობდა შუამდინარეთის ფადან-არამში, ქალაქ ხარანში (დბ. 24:10; 27:43; 28:6; 29:4, 5).

ლაბანს „სირიელი [სიტყვასიტყვით, არამელი] ბეთუელის ვაჟს“ უწოდებდნენ. მას აგრეთვე მოიხსენიებდნენ, როგორც „სირიელ ლაბანს“ (დბ. 28:5; 25:20; 31:20, 24). ეს სახელწოდება შესაფერისია, რადგან ის ცხოვრობდა ფადან-არამში, რაც ნიშნავს არამის (სირია) ველს (ვაკე). ლაბანი სემიტი იყო და არამეულზე (სემიტური ენა) მოლაპარაკე ხალხით დასახლებულ ტერიტორიაზე ცხოვრობდა.

ისაკისთვის ცოლის მოსაყვანად ხანდაზმულმა აბრაამმა თავისი მსახური ზემოთ მოხსენიებული ადგილის მახლობლად გაგზავნა (დბ. 24:1—4, 10). როცა ლაბანმა გაიგო, რომ რებეკა აბრაამის მსახურს შეხვდა, და მისთვის მირთმეული საჩუქრები ნახა, მსახურთან შესაგებებლად გაიქცა, იეჰოვას კურთხეული უწოდა და სტუმართმოყვრულად მიიღო (დბ. 24:28—32). შემდეგ ლაბანმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა რებეკას ქორწინების მოლაპარაკებებში. ამ ქორწინებაზე დათანხმდა ორივე — ლაბანიც და მამამისი ბეთუელიც (დბ. 24:50—61).

წლების შემდეგ ესავის შურისძიებისგან თავის დასაღწევად და ცოლის მოსაყვანად იაკობი ბიძამის ლაბანთან გაემგზავრა ხარანში (დბ. 27:41—28:5). ამ დროისთვის ლაბანს ჰყავდა ორი ქალიშვილი, ლეა და რახელი (დბ. 29:16), და ალბათ ვაჟებიც (დბ. 31:1). ლაბანი შეუთანხმდა იაკობს, რომ შვიდი წლის სამსახურის სანაცვლოდ თავის უმცროს ქალიშვილს, რახელს მიათხოვებდა. მაგრამ ლაბანმა მოატყუა იაკობი და ქორწინების ღამეს რახელის ნაცვლად უფროსი ქალიშვილი, ლეა მიუყვანა. იაკობის პროტესტზე მან ადგილობრივი წეს-ჩვეულებით იმართლა თავი და უთხრა, რომ რახელს მეორე ცოლად გაატანდა, თუ კიდევ შვიდ წელიწადს მოემსახურებოდა (დბ. 29:13—28).

როცა იაკობმა საბოლოოდ გადაწყვიტა წასვლა, ლაბანმა სთხოვა, დარჩენილიყო და გასამრჯელოს სანაცვლოდ ემუშავა (დბ. 30:25—28). იაკობი დასთანხმდა და გასამრჯელოდ დაწინწკლული, ხალიანი, მუქი ყავისფერი ბატკნები და ხალიანი და დაწინწკლული დედალი თხები მოითხოვა (დბ. 30:31—34). მაგრამ იაკობის მიერ ლეასა და რახელის, აგრეთვე ლაბანის მიმართ ნათქვამი სიტყვებიდან ჩანს (დბ. 31:4—9, 41), რომ ამ წლების მანძილზე ლაბანი ხშირად ცვლიდა თავდაპირველ შეთანხმებას, როცა ხედავდა, რომ იაკობის ფარა ძალიან იზრდებოდა. ლაბანის დამოკიდებულება იაკობის მიმართ შეიცვალა, ამიტომ იეჰოვას ხელმძღვანელობით იაკობმა ოჯახთან და ფარებთან ერთად სამშობლოში დაბრუნება გადაწყვიტა (დბ. 31:1—5, 13, 17, 18).

იაკობის მალულად წასვლიდან მესამე დღეს ლაბანმა შეიტყო ეს ამბავი, დაედევნა იაკობს და გალაადის მთიან მხარეში დაეწია. მაგრამ ღმერთმა გააფრთხილა ლაბანი, არაფერი დაეშავებინა იაკობისთვის (დბ. 31:19—24). როცა ლაბანი მივიდა, იაკობმა დავა დაუწყო და უთხრა, რომ 20 წელიწადს ერთგულად ემსახურებოდა და მძიმედ შრომობდა, ლაბანი კი უსამართლოდ ექცეოდა და ათჯერ შეუცვალა გასამრჯელო (დბ. 31:36—42).

ლაბანს ძალიან უნდოდა, უკან დაებრუნებინა თერაფიმი, ოჯახის კერპები, რომლებიც რახელმა იაკობისგან უჩუმრად მოიპარა. ლაბანმა ვერ იპოვა ისინი, რადგან რახელმა დამალა. მისნობა და თერაფიმის საკუთრებაში ქონა იმაზე მიანიშნებს, რომ ლაბანი შესაძლოა მის გარშემო მცხოვრები მთვარის თაყვანისმცემელი ხალხის რელიგიური შეხედულებების გავლენაში იყო. მაგრამ აღსანიშნავია, რომ ლაბანს, როგორც ჩანს, რელიგიურ შეხედულებებზე მეტად სხვა მიზეზი ამოძრავებდა თერაფიმის მოსაძებნად და უკან დასაბრუნებლად. კირკუკთან ახლოს ქალაქ ნუზიში (ერაყი) აღმოჩენილი თიხის ფილებიდან ვიგებთ, რომ ამ ადგილებში პატრიარქატის დროინდელი კანონების თანახმად, ოჯახის კერპების ქონა სიძეს უფლებას აძლევდა, სასამართლოს ძალით მოეთხოვა მკვდარი სიმამრის ქონება. ამიტომ ლაბანმა ალბათ იფიქრა, რომ თერაფიმი იაკობმა მოიპარა ლაბანის ვაჟებისთვის ქონების წასართმევად. შესაძლოა, ამიტომ სურდა კერპების დაკარგვის შემდეგ ლაბანს იაკობთან შეთანხმების დადება იმაში დასარწმუნებლად, რომ მისი სიკვდილის შემდეგ იაკობი არ დაბრუნდებოდა უკან ოჯახის კერპებით და მის ვაჟებს მემკვიდრეობას არ წაართმევდა (დბ. 31:30—35, 41—52).

ლაბანმა მშვიდობის შეთანხმება დადო იაკობთან. მოწმობის ნიშნად ქვის სვეტი აღმართეს და მის გარშემო ქვები დაახვავეს. იაკობმა ამ ადგილს ებრაული სახელი „გალაადი“ უწოდა, რაც მოწმობის გროვას ნიშნავს, ლაბანმა კი — იმავე მნიშვნელობის არამეული ანუ სირიული სახელი „იეგარ-საჰადუთა“. მას აგრეთვე ეწოდა „საგუშაგო კოშკი“ (დბ. 31:43—53). ქალიშვილებთან და შვილიშვილებთან გამოთხოვების შემდეგ ლაბანი სახლში დაბრუნდა. მას შემდეგ ის ბიბლიაში მოხსენიებული აღარ არის (დბ. 31:54, 55).

2. კანონის 1:1-ში მოხსენიებული ადგილი, რომელიც „სუფის წინ გადაჭიმულ უკაცრიელ ველთან“ მდებარეობდა. ლაბანის ზუსტი ადგილმდებარეობა უცნობია.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2025)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება