ლო-ამი
[არა ჩემი ხალხი]
ოსიას ცოლის, გომერის მეორე ვაჟის სახელი; ეს სიმბოლური სახელი ბავშვს იეჰოვას ბრძანებით დაარქვეს იმის დასანახვებლად, რომ მან უარყო ორგული ისრაელი (ოს. 1:8, 9). არსებობს მოსაზრება, რომ ლო-ამი გომერმა მრუშობის შედეგად გააჩინა და ის ოსიას შვილი არ იყო (ოს. 1:2), რადგან იზრეელის დაბადების შესახებ ბიბლიაში ნათქვამია, რომ გომერმა „ვაჟი გაუჩინა მას [ოსიას]“, მაშინ როცა ლო-ამზე უბრალოდ ნათქვამია, რომ „კვლავ დაორსულდა [გომერი] და ვაჟი გააჩინა“ (ოს. 1:3, 8).