მითრედათი
[სპარს-დან, ნიშნავს მითრას ძღვენს]
1. მეფე კიროსის საგანძურის მცველი, რომელმაც მისი ბრძანებით ტაძრის ოქრო-ვერცხლის 5 400 ნივთი დაუბრუნა ისრაელებს იერუსალიმში წასაღებად (ეზრ. 1:7, 8, 11).
2. ერთ-ერთი მათგანი, ვინც ბაბილონის ტყვეობის შემდეგ ხელს უშლიდა იერუსალიმის ტაძრის აღდგენის საქმეს, და ამასთანავე, ერთ-ერთი ავტორი სპარსეთის მეფე არტაქსერქსესთვის მიწერილი წერილისა, რომელშიც იუდეველებს ცრუ ბრალდებას უყენებდნენ (ეზრ. 4:7).