ნაუმი
[ნუგეშისმცემელი, გამამხნევებელი].
1. ძვ. წ. მეშვიდე საუკუნეში მოღვაწე ებრაელი წინასწარმეტყველი და მისივე სახელით წოდებული წიგნის დამწერი. თავისი წინასწარმეტყველება ნაუმმა შესაძლოა იუდაში დაწერა (ნამ. 1:15). მას ელკოშელი ეწოდება. აქედან გამომდინარე, ის ელკოშის (იუდას ერთ-ერთი ქალაქი ან სოფელი) მკვიდრი უნდა ყოფილიყო (ნამ. 1:1; იხ. ელკოშელი).
2. იესო ქრისტეს წინაპარი დედის, მარიამის მხრიდან. ცხოვრობდა ბაბილონის ტყვეობის შემდგომ (ლკ. 3:25).