ნერგალ-შარეცერი
[აქად-დან, ნიშნავს: ნერგალმა დაიფაროს მეფე].
1. ბაბილონის მთავარი ნაბუქოდონოსორის მეფობის დროს (იერ. 39:3).
2. კიდევ ერთი გავლენიანი მთავარი, რომელიც ნაბუქოდონოსორის ლაშქარში მსახურობდა მაშინ, როცა ბაბილონელებმა იერუსალიმი აიღეს. №1-გან განსხვავებით, ის რაბმაგის წოდებითაა მოხსენიებული. ეს ის რაბმაგია, რომელმაც იერემიას გათავისუფლებას შეუწყო ხელი (იერ. 39:3, 13, 14).
სახელი ნერგალ-შარეცერი ძლიერ ჰგავს ბაბილონურ წარწერებზე აღმოჩენილ სახელ ნერგალ-შარ-უსურს, რის გამოც ზოგი მეცნიერი ფიქრობს, რომ ეს მთავარი იგივე ნერიგლისარი (ბერძ. ფორმა) იყო, რომელიც, როგორც მიჩნეულია, ევილ-მეროდაქის (აველ-მარდუქი) შემდეგ გამეფდა (Ancient Near Eastern Texts, ჯ. პრიჩარდის რედაქციით, 1974, გვ. 308).