საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • it „ონისიფორე“
  • ონისიფორე

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • ონისიფორე
  • წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • მსგავსი მასალა
  • ონისიფორე — მამაცი ნუგეშისმცემელი
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 1997
  • მიიღეთ პასუხები ქვემოთ მოცემულ კითხვებზე
    2024—2025 წლის სარაიონო კონგრესის პროგრამა — ფილიალის წარმომადგენელთან ერთად
  • ტიმოთესთვის მიწერილი წერილები
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • ნურაფრის გამო ნუ ჩამოშორდებით იეჰოვას!
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2022
იხილეთ მეტი
წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
it „ონისიფორე“

ონისიფორე

[სარგებლის მომტანი]

ქრისტიანი, რომელსაც პავლე ტიმოთესთვის მიწერილ მეორე წერილში მოიხსენიებს (2ტმ. 4:19). მცირე აზიაში მცხოვრები სხვა ქრისტიანებისგან განსხვავებით, რომელთაც ზურგი აქციეს პავლეს, ონისიფორე ერთგულად ედგა მოციქულს მხარში და რომში ყოფნისას მის მოსაძებნად სიცოცხლეც კი ჩაიგდო საფრთხეში. მას არ რცხვენოდა პავლეს ბორკილების და, როგორც ეფესოში, ისე რომში, კარგ სამსახურს უწევდა მას. პავლე ძალიან აფასებდა ონისიფორეს ერთგულების გამო და ლოცულობდა, რომ მას და მის სახლეულობას იეჰოვასგან წყალობა მიეღოთ (2ტმ. 1:15—18).

ის, რომ პავლე ონისიფორეს ოჯახს უთვლის მოკითხვას და არა თავად ონისიფორეს (2ტმ. 4:19), მაინცდამაინც იმას არ ნიშნავს, რომ ონისიფორე იმ დროისთვის აღარ იყო ცოცხალი, თუმცა ამის ხელაღებით უარყოფა შეუძლებელია. გამორიცხული არ არის, რომ ონისიფორეს იმ პერიოდში უბრალოდ სხვაგან უწევდა ყოფნა ან პავლემ მხოლოდ საერთო მოკითხვა გადასცა მის ღვთისმოშიშ ოჯახის წევრებს და მათში თავად ონისიფორეც იგულისხმა.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება