ფალტიელი
[ღმერთია ჩემი მხსნელი].
1. ისაქარის ტომის წარმომადგენელი, რომელიც ისრაელის ტომებისთვის აღთქმული მიწის დანაწილებაში იღებდა მონაწილეობას. აზანის ვაჟი (რც. 34:17, 18, 26).
2. გალიმელი ლაიშის ვაჟი. როცა დავითი საულისგან იდევნებოდა, საულმა თავისი ასული მიქალი, რომელიც დავითს ჰყავდა ცოლად, ფალტიელს (ფალტი) მიათხოვა (1სმ. 25:44). გამეფებისთანავე დავითმა აბნერსა და იშ-ბოშეთს მიქალის დაბრუნება მოსთხოვა. ამან ძალიან დაანაღვლიანა ფალტიელი. ის ტირილით მიჰყვებოდა უკან მიქალს, სანამ აბნერმა შინ დაბრუნება არ უბრძანა (2სმ. 3:13—16).