საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • it „პროკონსული“
  • პროკონსული

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • პროკონსული
  • წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • მსგავსი მასალა
  • პროვინცია [განთავსდება მოგვიანებით]
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • პავლუსი
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • აქაია
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • გალიონი
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
იხილეთ მეტი
წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
it „პროკონსული“

პროკონსული

რომის სენატის დაქვემდებარებაში მყოფი პროვინციის მმართველი.

ძვ. წ. 27 წელს რომის იმპერატორმა ავგუსტუსმა ხელთ იგდო ყველა იმ პროვინციათა მართვის სადავეები, სადაც სამხედრო გარნიზონების ჩაყენება იყო აუცილებელი. ათი პროვინცია სენატის დაქვემდებარებაში დარჩა და მათ პროკონსულები მართავდნენ. არსებობდნენ ორი ჯგუფის პროკონსულები: პირველს მიეკუთვნებოდნენ ყოფილი კონსულები, რომლებიც აზიისა და აფრიკის პროვინციებში იგზავნებოდნენ, კერძოდ, იქ, სადაც ლეგიონის ჯარისკაცები მსახურობდნენ, და ყოფილი პრეტორები, რომელთაც სენატის დაქვემდებარებაში მყოფ დანარჩენ პროვინციებში ამწესებდნენ.

პროკონსულის მოვალეობაში შედიოდა კონკრეტულ პროვინციაში სამოქალაქო საქმის მართვა, სასამართლო გადაწყვეტილებების მიღება, აგრეთვე, წესრიგისა და კანონის დაცვა. პროვინციაში უმაღლესი ძალაუფლება პროკონსულს ეპყრა, რომელიც მხოლოდ რომის სენატის წინაშე იყო ანგარიშვალდებული. ხაზინის გამგის მოვალეობას კვესტორი ასრულებდა. პროკონსულს არ ეცვა სამხედრო ფორმა და არც ხმალს ატარებდა.

საქმეების 13:7, 12-ში მოხსენიებულია კვიპროსის გაქრისტიანებული პროკონსული სერგიუს პავლუსი. საქმეების 18:12-ში ვხვდებით აქაიის პროვინციის პროკონსულის სახელს, გალიონს. ორივე შემთხვევაში ლუკამ მართებულად უწოდა მათ „პროკონსული“, რადგან ცნობილია, რომ აქაია ძვ. წ. 27—ახ. წ. 15 წლებში სენატის პროვინცია იყო, და იგივე სტატუსი ახ. წ. 44 წლის შემდეგ მოიპოვა, კვიპროსი კი სენატის პროვინცია ძვ. წ. 22 წელს გახდა. კვიპროსში აღმოჩენილია მონეტა, რომლის წინა მხარეს გამოსახულია კლავდიუსის თავი და ლათინურ ენაზე მითითებულია მისი ტიტული, ხოლო მონეტის უკანა მხარეს ბერძნულად გაკეთებულია წარწერა: „კვიპროსელთა პროკონსული კომინიუს პროკლუსი“.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება