საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • it „ფერეცი“
  • ფერეცი

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • ფერეცი
  • წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • მსგავსი მასალა
  • მკითხველთა შეკითხვები
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2004
  • ათაია
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • თამარი
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • რამი
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
იხილეთ მეტი
წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
it „ფერეცი“

ფერეცი

[განხეთქილება, შორისის გარღვევა]

იუდას ტყუპ ვაჟთაგან ერთ-ერთი, რომლებიც რძლისგან, თამარისგან შეეძინა. მშობიარობის დროს ჯერ ფერეცის ძმამ, ზერახმა დაიწყო გამოსვლა, მაგრამ უკან დაიხია და ფერეცი პირველი დაიბადა, რის შედეგადაც მოხდა თამარის შორისის ჩახევა (დბ. 38:24—30). ფერეცი ყოველთვის უპირატესობდა ძმაზე, მასზე წინ მოიხსენიებოდა და მისი სახლი უფრო ცნობილი იყო, ვიდრე მისი ძმისა (რთ. 4:12). ფერეცი და მისი ორი ვაჟი, ხეცრონი და ხამული, მოხსენიებულნი არიან ეგვიპტეში იაკობთან ერთად ჩასულთა საგვარეულო ნუსხაში. იუდას ტომში სამივენი ცალკეული საგვარეულოების თავკაცები გახდნენ (დბ. 46:8, 12). ბიბლიაში ფერეცზე სხვა ინფორმაცია არ მოიპოვება.

ფერეცი უმეტესწილად გენეალოგიურ ჩამონათვალში გვხვდება და, ძირითადად, მისგან წამოვიდა იუდას საგვარეულოები (1მტ. 2:4, 5, 9—55; 4:1—20). უდაბნოში მეორე აღწერის დროს იუდას ტომის უდიდეს ნაწილს ფერეცისა და მისი ორი ვაჟის საგვარეულოები შეადგენდა (რც. 26:20—22). დავითის მეფობის დროს ფერეცის შთამომავალთაგან ზოგი პირველ თვეს მომსახურე დანაყოფში იყო (1მტ. 27:3). მის ვაჟთაგან ბევრი ბაბილონის გადასახლებიდან დაბრუნდა და მათგან 468 იერუსალიმში დასახლდა (1მტ. 9:3, 4; ნემ. 11:4, 6). ფერეცის გენეალოგიურ ხაზში დაიბადნენ ბოაზი, დავითი და ბოლოს მესია, იესო (რთ. 4:18—22; 1მტ. 2:4—15; მთ. 1:3; ლკ. 3:33).

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება