კვარტუსი
[ლათ-დან, ნიშნავს მეოთხეს]
კორინთში მცხოვრები ქრისტიანი, რომლის მოკითხვებიც პავლემ რომაელ ქრისტიანებს გადასცა დაახლოებით ახ. წ. 56 წელს მათთვის მიწერილ წერილში (რმ. 16:23). ის, რომ მას რომაული სახელი ჰქონდა და იცნობდა რომაელ ძმებს, შესაძლოა იმაზე მიანიშნებდეს, რომ ადრე რომის კრებაში მსახურობდა.