საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • it „ქრისტიანობის გავრცელება“
  • ქრისტიანობის გავრცელება

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • ქრისტიანობის გავრცელება
  • წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • მსგავსი მასალა
  • პავლე [განთავსდება მოგვიანებით]
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • კორნელიუსი
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • იუდეა [განთავსდება მოგოვიანებით]
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • მოციქული
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
it „ქრისტიანობის გავრცელება“

ქრისტიანობის გავრცელება

ახ. წ. 33 წელს ზეცად ამაღლებამდე იესო ქრისტემ თავის მიმდევრებს განშორებისას შემდეგი დავალება მისცა: „იქნებით ჩემი მოწმეები იერუსალიმში, მთელ იუდეასა და სამარიაში და დედამიწის კიდით კიდემდე“ (სქ. 1:8). მოწაფეებმა ეს დავალება პირნათლად შეასრულეს.

ათი დღის შემდეგ, ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე, წმინდა სული გადმოვიდა იერუსალიმში მყოფ 120 მოწაფეზე და მათ „ღვთის დიდებული საქმეების შესახებ“ დაიწყეს ლაპარაკი (სქ. 2:1—4, 11). იმავე დღეს დაახლოებით 3 000 ადამიანი მოინათლა (სქ. 2:37—41). ცოტა ხანში მოწაფეებმა თავიანთი სწავლებით „აავსეს იერუსალიმი“ (სქ. 5:27, 28, 40—42). რა მოჰყვა ამას? „იერუსალიმში მოწაფეების რიცხვი საოცრად იზრდებოდა“ (სქ. 6:7).

მოწაფეები იერუსალიმის ფარგლებს გასცდნენ. ვინაიდან იერუსალიმში წინააღმდეგობას შეხვდნენ, ისინი იუდეასა და სამარიაში მიმოიფანტნენ, რასაც კვლავ მათი რიცხობრივი ზრდა მოჰყვა (სქ. 8:1, 4, 14—17).

ახ. წ. 36 წელს მოციქულმა პეტრემ სასიხარულო ცნობა იქადაგა კესარეაში, სადაც პირველი წინადაუცვეთელი უცხოტომელები, კორნელიუსი და მისი ოჯახი, ქრისტიანობაზე მოიქცნენ და მოინათლნენ (სქ. თ. 10). ამის შემდეგ არაებრაელებთან ქადაგება, როგორც ჩანს, სირიის ანტიოქიიდან დაიწყო. შედეგად „დიდძალმა ხალხმა ირწმუნა და უფლისკენ მოიქცა“ (სქ. 11:20, 21). მას მერე სასიხარულო ცნობა სხვა ხალხებსაც მისწვდა და პირდაპირი გაგებით „დედამიწის კიდით კიდემდე“ გავრცელდა.

[სურათი]

პირველი საუკუნის ტაძრის მაკეტი, აღმოსავლეთ მხარეს ჩანს სოლომონის კოლონადა. მოციქულები აქტიურად ქადაგებდნენ ამ ადგილას (სქ. 3:11; 5:12)

[სურათი]

რომაული შენობების ნანგრევები სამარიაში. იუდეის საზღვრებს გარეთ პირველად სწორედ სამარიის მხარეში გავრცელდა სასიხარულო ცნობა ქრისტეს შესახებ (სქ. 8:1—5)

[სურათი]

საპორტო ქალაქი იოპე. აქ ეუწყა პეტრე მოციქულს ხილვაში, რომ წინადაუცვეთელ უცხოტომელებთან უნდა ექადაგა (სქ. 10:9—29)

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება