რაფა
[ნაწარმოებია ფუძიდან, რომელიც ნიშნავს განკურნებას]
ბენიამინის ვაჟი, რომელიც 1 მატიანის 8:1, 2-ში მეხუთე ვაჟად მოიხსენიება. მისი სახელი არ გვხვდება არც ეგვიპტეში საცხოვრებლად გადასულთა შორის (დბ. 46:21) და არც ბენიამინის საგვარეულოს ჩამონათვალში (რც. 26:38—40). ეს შესაძლოა იმაზე მიანიშნებს, რომ დაბადების ადგილის მიუხედავად, რაფა მალევე მოკვდა და შთამომავლობა არ დაუტოვებია, ან მისი შთამომავლობა შეიძლება სხვა საგვარეულოს შეერია.