საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • it „აღდგენა“
  • აღდგენა

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • აღდგენა
  • წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • მსგავსი მასალა
  • „ყველაფრის აღდგენის“ ხანა
    წმინდა თაყვანისმცემლობა აღდგა!
  • ყველაფრის ‘აღდგინების ჟამი’ ახლოსაა!
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2000
  • „მივცემ მათ გაუყოფელ გულს“
    წმინდა თაყვანისმცემლობა აღდგა!
  • აღმდგენი ძალა — „ვქმნი ყოველივე ახალს“
    დაუახლოვდი იეჰოვას
იხილეთ მეტი
წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
it „აღდგენა“

აღდგენა

წინანდელი სახის მიცემა. აღსანიშნავია, რომ ბიბლიაში ქრისტეს მოსვლასთან დაკავშირებით მოხსენიებულია ყველაფრის აღდგენა (ბერძ. აპოკატასტასისის ერთ-ერთი ფორმა), „რაზეც ღმერთი ლაპარაკობდა ძველ დროს თავის წმინდა წინასწარმეტყველთა პირით“ (სქ. 3:20, 21).

ბერძნული სიტყვა აპოკატასტასის შედგება ორი ნაწილისგან: აპო, რაც ნიშნავს „უკან“ ან „კვლავ“ და კათისტემი, რაც სიტყვასიტყვით ნიშნავს დადგმას. ამ სიტყვის მონათესავე ზმნა გვხვდება საქმეების 1:6-ში. გერჰარდ კიტელის ახალი აღთქმის თეოლოგიურ ლექსიკონში ნათქვამია, რომ ამ სიტყვის ძირითადი მნიშვნელობა არის „წინანდელი მდგომარეობის აღდგენა“ (Theological Dictionary of the New Testament, ჯ. ბრომილის თარგმანით, 1964, ტ. I, გვ. 389). ეს სიტყვა ებრაელმა ისტორიკოსმა, იოსებ ფლავიუსმა, იუდეველთა გადასახლებიდან დაბრუნების აღსანიშნავად გამოიყენა. პაპირუსებში ის გამოიყენება შენობების შეკეთებასთან, ნამდვილი მფლობელისთვის საკუთრების დაბრუნებასა და ანგარიშის გასწორებასთან.

ზემოხსენებულ მუხლში დაკონკრეტებული არ არის, რისი აღდგენა ხდება, ამიტომ იმის გასაგებად, თუ რა იგულისხმება „ყველაფერში“, საჭიროა ღვთის მიერ წინასწარმეტყველთა პირით ნათქვამი სიტყვების გამოკვლევა.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება