საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • it „სალამინი“
  • სალამინი

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • სალამინი
  • წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • მსგავსი მასალა
  • „გასცურეს კვიპროსზე“
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2004
  • კვიპროსი [განთავსდება მოგვიანებით]
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • პაფოსი [განთავსდება მოგვიანებით]
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • ქსერქსეს სასტიკი მარცხი
    გამოიღვიძეთ! — 1999
იხილეთ მეტი
წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
it „სალამინი“

ᲡᲐᲚᲐᲛᲘᲜᲘ

მნიშვნელოვანი ქალაქი კვიპროსზე. პავლეს პირველი მისიონერული მოგზაურობის დასაწყისში (დაახლ. ახ. წ. 47) პავლემ, ბარნაბამ და მარკოზად წოდებულმა იოანემ იქ ღვთის სიტყვა იქადაგეს. ცნობილი არ არის, რამდენ ხანს დარჩნენ ისინი სალამინში. როგორც ჩანს, ამ ქალაქში ბევრი იუდეველი ცხოვრობდა, რადგან იქ ერთზე მეტი სინაგოგა იყო (სქ. 13:2–5).

ქალაქ სალამინს აიგივებენ თანამედროვე ქალაქ ფამაგუსტას ჩრდ.-ით დაახლ. 5 კმ-ში აღმოჩენილ ნანგრევებთან. თუ ეს ასეა, მაშინ სალამინი მდებარეობდა უზარმაზარი ნაყოფიერი ველის აღმ. კიდესთან, მდინარე პედიას (პედიაევსი) ჩრდ.-ით. ამგვარად, ქალაქი დას.-სამხრ.-დას.-ით დაახლ. 200 კმ-ით იქნებოდა დაშორებული სელევკიიდან, რომელიც სირიის ტერიტორიაზე მდებარეობდა, და საიდანაც პავლემ განაგრძო გზა. მართალია, ბიბლია კონკრეტულად არ ამბობს, რომ გემი, რომელშიც პავლე იმყოფებოდა, სალამინის ნავსადგურში გაჩერდა, მაგრამ აღსანიშნავია, რომ ქალაქს ერთ დროს კარგი ნავსადგური ჰქონდა, რომელიც დროთა განმავლობაში შლამმა დაფარა.

როგორც ჩანს, სალამინი პაფოსს, კუნძულის მეორე ბოლოს, სულ მცირე, ერთი გზით უკავშირდებოდა. ეს მოგზაურობას გაუადვილებდა პავლესა და მის თანამსახურებს, რომლებმაც „მთელი კუნძული შემოიარეს; ბოლოს [კი] პაფოსში ჩავიდნენ“ (სქ. 13:4–6).

ბარნაბა და იოანე, რომელსაც მარკოზსაც ეძახდნენ, სავარაუდოდ ისევ ჩავიდნენ სალამინში დაახლოებით ახ. წ. 49 წელს (სქ. 15:36–39).

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება