საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • it „შალმანი“
  • შალმანი

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • შალმანი
  • წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • მსგავსი მასალა
  • არბელის სახლი [განთავსდება მოგვიანებით]
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • სალმანასარი [განთავსდება მოგვიანებით]
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • ოსია (ბიბლიის წიგნი)
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • ოსია
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
იხილეთ მეტი
წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
it „შალმანი“

შალმანი

[ნაწარმოებია ფუძიდან, რომელიც ნიშნავს დაზავებას, ანაზღაურებას, მიზღვას]

არბელის სახლის მძარცველი. ოსია მას მაშინ ახსენებს, როცა განაჩენს უცხადებს ისრაელის ათტომიან სამეფოს, რომელიც არ სცემდა თაყვანს იეჰოვას. მართალია, ბიბლიაში შალმანი და არბელი სხვაგან არსად არიან მოხსენიებული, მაგრამ ოსიას მიერ ამ მოვლენის გაკვრით, თუმცა ფაქტის სახით მოხსენიება, იმაზე მიანიშნებს, რომ ეს მოვლენა ჯერ კიდევ ნათლად ახსოვდათ მათ, ვისაც იგი მიმართავდა (ოს. 10:14).

ტიგლათფილესერ III-ის წარწერაზე, რომელიც კედელზეა შესრულებული, საუბარია მოაბის უფლისწულზე, სახელად სალამანუზე, თუმცა ისტორიული ცნობები არ იძლევა იმის საფუძველს, რომ იგი ისრაელში მომხდარ ძარცვას დავუკავშიროთ (Ancient Near Eastern Texts, ჯ. პრიჩარდის რედაქციით, 1974, გვ. 282).

გავრცელებული თვალსაზრისის თანახმად, „შალმანი“ ასურეთის ხუთი მეფის სახელის, კერძოდ „სალმანასარის“ შემოკლებული ფორმაა. როგორც ჩანს, ოსიას სალმანასარ V ჰყავდა მხედველობაში, რადგან მისი წინასწარმეტყველად მსახურების ბოლო პერიოდში სალმანასარ V შეიჭრა ისრაელში და ალყა შემოარტყა სამარიას.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება