საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • it „შექანია“
  • შექანია

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • შექანია
  • წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • მსგავსი მასალა
  • არახი
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • შემაია
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • იეხიელი
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • შებანია
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
იხილეთ მეტი
წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
it „შექანია“

შექანია

[იეჰოვას სამკვიდრო].

1. აარონის შთამომავალი, რომლის საგვარეულოც წილისყრით მღვდლების მეათე ჯგუფად აირჩიეს მაშინ, როდესაც დავითმა ოცდაოთხ ჯგუფად მღვდლების დაყოფას გაუწია ორგანიზება (1მტ. 24:1—3, 7, 11).

2. მამაკაცი, რომელსაც ხიზკიას მეფობის დროს მღვდელთა ქალაქებში მეათედების და სხვა შესაწირავების განაწილება ჰქონდა დავალებული (2მტ. 31:12, 15).

3. მღვდელი, რომელიც იერუსალიმში ზერუბაბელთან ერთად დაბრუნდა (ნემ. 12:1, 3, 7; იხ. შებანია №2).

4. საგვარეულო, რომლის წარმომადგენლებიც ძვ. წ. 468 წელს ეზრასთან ერთად დაბრუნდნენ (ეზრ. 8:1, 3).

5. იახაზიელის ძე; ზათუს საგვარეულოს თავკაცი; ამ საგვარეულოდან 300 მამაკაცი ეზრასთან ერთად დაბრუნდა სამშობლოში (ეზრ. 8:1, 5).

6. იეხიელის ვაჟი ელამის ძეთაგან, რომელმაც ეზრას ურჩია, რომ შეთანხმება დაედოთ. ამ შეთანხმების საფუძველზე აღდგენილ იუდაში მცხოვრებმა მამაკაცებმა, რომელთაც უცხოელი ცოლები ჰყავდათ, გაუშვეს ისინი (ეზრ. 10:2—4).

7. მამა შემაიასი, რომელიც იერუსალიმის გალავნის აღდგენით სამუშაოებს ასრულებდა (ნემ. 3:29).

8. ამონელი ტობიას სიმამრი; არახის ვაჟი (ნემ. 4:3; 6:17, 18).

9. დავითის შთამომავალი, რომელიც ბაბილონის გადასახლებიდან ისრაელის დაბრუნების შემდეგ იერუსალიმში ცხოვრობდა (1მტ. 3:5, 9, 10, 21, 22).

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება