შეთარ-ბოზენაი
სახელმწიფო მოხელე, სავარაუდოდ, მდივანი, რომელიც მოიხსენიება მდინარისგაღმელ სპარს გამგებელთან, თათენაისთან, ერთად. ცხოვრობდა დარიოს I-ის (ჰისტასპი) მმართველობის დროს (ეზრ. 5:3, 6; 6:6, 13). შეთარ-ბოზენაი თათენაისთან და სხვებთან ერთად იერუსალიმში ჩავიდა, რათა უკმაყოფილება გამოეთქვა იმის თაობაზე, რომ არტაქსერქსეს ბრძანების მიუხედავად, იუდეველები ტაძრის აღდგენით სამუშაოებს ეწეოდნენ. იუდეველებს არც მაშინ შეუწყვეტიათ მშენებლობა, რის გამოც თათენაიმ შეთარ-ბოზენაისა და სხვა თანამოაზრეებთან ერთად მეფე დარიოსს ამის შესახებ წერილობით აცნობა. წერილში მათ ისიც აღნიშნეს, რომ მშენებლების მტკიცებით, მათ ტაძრის აღდგენის უფლება მეფე კიროსის მიერ გამოცემული ბრძანების საფუძველზე ჰქონდათ. შეთარ-ბოზენაიმ და მისმა თანამოაზრეებმა საქმის გამოძიება მოითხოვეს. საპასუხო წერილში დარიოსმა მათ ამცნო, რომ კიროსს ნამდვილად ჰქონდა გამოცემული უცვლელი ბრძანება და განკარგულება გასცა, რომ შეთარ-ბოზენაი და მისი თანამოაზრეები გასცლოდნენ იერუსალიმს. ამასთანავე, მათ მკაცრი სასჯელი ემუქრებოდათ, თუ იუდეველებს ტაძრის მშენებლობის გასაგრძელებლად და იქ მსახურების შესასრულებლად მატერიალურ დახმარებას სამეფო საგანძურიდან არ აღმოუჩენდნენ. შეთარ-ბოზენაი და მისი თანამოაზრეები მეფის ბრძანებისამებრ მოიქცნენ (ეზრ. 4:23—6:13).