შიმშაი
[ნაწარმოებია ფუძიდან, რომელიც ნიშნავს მზეს]
სპარსეთის სამთავროს (შედიოდა იერუსალიმიც) უმაღლესი მდინარისგაღმელი მოხელის, რეხუმის გადამწერი. შიმშაიმ სხვებთან ერთად წერილი მისწერა სპარსელ მმართველს, არტაქსერქსეს, იუდეველთა მიერ იერუსალიმში წარმოებული აღდგენითი სამუშაოების შესაჩერებლად. არტაქსერქსეს ბრძანებით მართლაც შეჩერდა სამუშაოები, თუმცა მომდევნო მეფის, დარიოს ჰისტასპესის (დარიოს I) დროს განახლდა (ეზრ. 4:8—24).