საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • it „სიდონი, სიდონელები“
  • სიდონი, სიდონელები

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • სიდონი, სიდონელები
  • წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • მსგავსი მასალა
  • ფინიკია
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • ტვიროსი
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • იეჰოვა დაამცირებს ამაყ ტვიროსს
    ესაიას წინასწარმეტყველება — სინათლე მთელი კაცობრიობისთვის I
  • სარეფთა [განთავსდება მოგვიანებით]
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
იხილეთ მეტი
წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
it „სიდონი, სიდონელები“

სიდონი, სიდონელები

სიდონელები ქანაანის პირმშოსგან, სიდონისგან წარმოიშვნენ. ზღვისპირა ქალაქ სიდონის სახელწოდებაც სიდონელთა წინაპრისგან მომდინარეობს. მრავალი წლის განმავლობაში სიდონი ფინიკიელთა (სიდონელთათვის ბერძნების მიერ შერქმეული სახელი) მთავარი ქალაქი იყო. დღესდღეობით სიდონს საიდა ეწოდება.

სიდონის სამხრეთით 35 კმ-ში სიდონელებმა დააარსეს კოლონია, რომელსაც ტვიროსი უწოდეს. დროთა განმავლობაში ტვიროსმა სიდონი მრავალმხრივ უკან ჩამოიტოვა, თუმცა იგი მაინც სიდონელთა დასახლებად დარჩა. ტვიროსის მეფეს ზოგან „სიდონის მეფე“ ეწოდება (1მფ. 16:31). ბიბლიურ წინასწარმეტყველებებში ეს ორი ქალაქი ხშირად ერთად არის მოხსენიებული (იერ. 25:22; 27:3; 47:4; იოლ. 3:4; ზქ. 9:2). მათ შორის მდებარეობდა სარეფთა, რომელიც სიდონს ეკუთვნოდა. ხანგრძლივი შიმშილობის დროს ელიას სარეფთაში ერთი ქვრივი ქალი კვებავდა (1მფ. 17:9; ლკ. 4:25, 26).

თავდაპირველად სიდონი ქანაანის მიწის ჩრდილოეთ საზღვრად ითვლებოდა (დბ. 10:19). მას შემდეგ, რაც იესო ნავეს ძემ ჩრდილოეთით მცხოვრები ქანაანელი მეფეები დაამარცხა (იესომ მათ ჩრდილოეთით „ხალხმრავალ სიდონამდე“ სდია), მათი მიწა უმიწოდ დარჩენილ ისრაელის ცხრა-ნახევარ ტომს დაუნაწილეს. თავად სიდონის ტერიტორიები კი დასაპყრობი დარჩა (იეს. 11:8; 13:2, 6, 7; რც. 32:33). აშერის ტომს უშუალოდ სიდონის სამხრეთით მდებარე სანაპირო ვაკე ერგო, ხოლო ზებულონს, როგორც ნაწინასწარმეტყველები იყო — სიდონისკენ მიმართული შორეული მხარე აღთქმული მიწის ჩრდილოეთით (იეს. 19:24, 28; დბ. 49:13). აშერისტომელებს არ განუდევნიათ სიდონელები ღვთის მიერ მათთვის ბოძებული მიწიდან. ისინი მათ გვერდით დასახლდნენ (მსჯ. 1:31, 32; 3:1, 3). მსაჯულების დროს დანელებმა ხელთ იგდეს ლაიში, სავარაუდოდ, სიდონის კოლონია, და მას დანი უწოდეს. მათ გამარჯვება ადვილად მოიპოვეს, რადგან ლაიშში „წყნარი და უზრუნველი“ ხალხი ცხოვრობდა და ისინი თავდასხმისთვის მოუმზადებლები აღმოჩნდნენ (მსჯ. 18:7, 27—29). სიდონი მოხსენიებულია დავითის მიერ ჩატარებული აღრიცხვის კონტექსტშიც (2სმ. 24:6).

ფინიკიის სანაპიროს რამდენიმე ნავსადგურიდან ორი სიდონს ეკუთვნოდა, რის გამოც სიდონი სავაჭრო ცენტრად იქცა. იქ თავს იყრიდნენ ქარავნები; ვაჭრები თავიანთ საქონელს ხმელთაშუა ზღვით შემოტანილ საქონელში ცვლიდნენ. სიდონში შეხვდებოდით მდიდარ ვაჭრებს, მარჯვე ზღვაოსნებსა და ძლიერ მენიჩბეებს (ეს. 23:2; შდრ. ეზკ. 27:8, 9). სიდონელებს სახელი ჰქონდათ განთქმული შუშის წარმოებით, ქსოვილების ქსოვითა და ღებვით, აგრეთვე, ხე-ტყის დამზადებით (1მფ. 5:6; 1მტ. 22:4; ეზრ. 3:7).

სიდონელთა რელიგია და მისი გავლენა. სიდონელები ზნედაცემული კულტის თაყვანისმცემლები იყვნენ. მათი ქალღმერთის, აშთორეთის კულტი თავაშვებულ ორგიებს მოიცავდა. ისრაელებმა სიდონელებს მათ გვერდით ცხოვრების ნება მისცეს, რის გამოც ბოლოს მათ ცრუღმერთებს დაუწყეს თაყვანისცემა (მსჯ. 10:6, 7, 11—13). სოლომონის უცხოტომელ ცოლებს შორის სიდონელებიც იყვნენ. სწორედ სიდონელი ცოლების გამო გაჰყვა სოლომონი მათ სისაძაგლეს, ნაყოფიერების ქალღმერთ აშთორეთს (1მფ. 11:1, 4—6; 2მფ. 23:13). მეფე ახაბმაც ბოროტება ჩაიდინა იეჰოვას თვალში, როცა ცოლად შეირთო სიდონელთა მეფის ასული იზებელი, რომელიც აქტიურად შეუდგა ისრაელში ცრუღმერთების კულტის დამკვიდრებას (1მფ. 16:29—33; 18:18, 19).

სიდონელებს იეჰოვას მრისხანების სასმისის შესმა მოუწევდათ: ისინი ჯერ ღვთის წინასწარმეტყველთა მიერ გაცხადებულ განაჩენს მოისმენდნენ, შემდეგ კი მათ ბაბილონელთა თუ სხვა დამპყრობელთა ჯარები გაანადგურებდნენ (ეს. 23:4, 12; იერ. 25:17, 22; 27:1—8; 47:4; ეზკ. 28:20—24; 32:30; იოლ. 3:4—8; ზქ. 9:1—4). ისტორიაც ადასტურებს იმ ფაქტს, რომ სიდონი სხვადასხვა დროს ბაბილონის, სპარსეთის, საბერძნეთისა და რომის იმპერიების ქვეშევრდომი იყო.

სიდონი ახ. წ. I ს-ში. თავიანთი გახრწნილი თაყვანისმცემლობის მიუხედავად სიდონელები ჯიუტ ისრაელებზე მეტად არ იმსახურებდნენ გაკიცხვას. ამიტომაც თქვა იესომ, რომ სასამართლოს დღე სიდონელებისთვის უფრო ადვილი ასატანი იქნებოდა, ვიდრე ქორაზინსა და ბეთსაიდაში მცხოვრები ებრაელებისთვის, რომლებმაც იესო, როგორც მესია, უარყვეს (მთ. 11:20—22; ლკ. 10:13, 14). მოგვიანებით, როცა იესო სიდონის მხარეში იმყოფებოდა, ერთმა ფინიკიელმა ქალმა ირწმუნა ის (მთ. 15:21—28; მრ. 7:24—31). თუმცა იესოს მიერ მანამდე განკურნებული უამრავი ხალხიდან, რომელთა შორის ტვიროსისა და სიდონის მხარეებიდანაც იყვნენ მოსული, უმეტესობა უდავოდ ებრაელი და პროზელიტი იქნებოდა (მრ. 3:7, 8; ლკ. 6:17). პავლეს, რომელიც პირველად მიჰყავდათ რომში, როგორც პატიმარი, სიდონში ძმებთან შეხვედრის ნება დართეს (სქ. 27:1, 3).

უცნობი მიზეზის გამო ჰეროდე აგრიპა I გულმოსული იყო სიდონელებზე, რომლებიც მისი სამფლობელოდან საზრდოობდნენ. მოსარიგებლად დათქმულ დღეს ჰეროდეს სიდონელებმა ხოტბა ასე შეასხეს: „ღვთის ხმაა და არა კაცისა!“. მაშინ იეჰოვას ანგელოზმა დასცა ჰეროდე და მალე ის მატლებისგან შეჭმული მოკვდა (სქ. 12:20—23).

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება