ᲡᲣᲤᲐ
ძირითადი თარგმანების მიხედვით, ესაა მხარე ან ხეობა, რომელიც შესაძლოა არნონთან ახლოს მდებარეობდა (რც. 21:14). ზოგიერთები ამ ებრაულ სიტყვას თარგმნიან როგორც „გრიგალს“ და „ქარიშხალს“ (სსგ, Ro). თუმცა თანამედროვე თარგმანების უმეტესობიდან ჩანს, რომ სუფა იყო მხარე ან ხეობა, რადგან ერთ-ერთ გეოგრაფიულ წერტილთან, კერძოდ კი ვაჰებთან დაკავშირებით წერია, რომ ვაჰები მდებარეობდა სუფასთან (JB) ან სუფაში (აქ, ბსგ, AT, JP, NW, RS).