ტაბეელი
[კარგია ღმერთი].
1. იმ კაცის მამა, რომლის გამეფებასაც აპირებდნენ იუდაში ისრაელის მეფე ფეკახი და სირიის მეფე რეცინი იერუსალიმის დაპყრობის შემთხვევაში. ამ კაცის სახელი ბიბლიაში მოხსენიებული არ არის. ეს მოხდა იუდას მეფე ახაზისა და ისრაელის მეფე ფეკახის თანადროული მმართველობის დროს (დაახლ. ძვ. წ. 762—759 წწ.) (ეს. 7:5, 6).
2. სპარსეთის მეფე არტაქსერქსესთვის არამეულად მიწერილი წერილის ერთ-ერთი ავტორი. წერილში გაპროტესტებული იყო იერუსალიმში მიმდინარე აღდგენითი სამუშაოები. შედეგად ტაძრის აღდგენა შეჩერდა (ეზრ. 4:7, 24).