თოლა
[შინდისფერი (ალისფერი) ნაჭერი].
1. პირველი მოიხსენიება ისაქარის ვაჟებს შორის, რომლებიც ძვ. წ. 1728 წელს იაკობის დანარჩენ სახლეულობასთან ერთად ჩავიდნენ ეგვიპტეში (დბ. 46:8, 13). თოლას ვაჟებისა და მისი ზოგიერთი შვილიშვილისგან ისაქარის ტომში წარმოიშვა არაერთი დიდი საგვარეულო, რომლებიც თოლელების სახელით გახდნენ ცნობილი (რც. 26:23; 1მტ. 7:1—4).
2. ისრაელის მსაჯული; ფუას ვაჟი; მართალია, თოლა ისაქარის შთამომავალი იყო, მაგრამ ეფრემის მთიან მხარეში ცხოვრობდა და სიკვდილის შემდეგ იქ დაიმარხა. ბიბლიაში არაფერია ნათქვამი მისი 23-წლიანი მსაჯულობის პერიოდში მომხდარ მოვლენებზე (მსჯ. 10:1, 2).