საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • it „საგანძური“
  • საგანძური

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • საგანძური
  • წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • მსგავსი მასალა
  • ტაძარი
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • ბოლო დღე ტაძარში
    იესო ქრისტე — გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე
  • ოქრო
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • იცოდით თუ არა?
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2014
იხილეთ მეტი
წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
it „საგანძური“

საგანძური

ადგილი (შენობა ან ოთახი), სადაც ფული ან ძვირფასეულობა ინახება. რიცხვების 31:54-დან ვიგებთ, რომ თავიდან „შეხვედრის კარავი“ წმინდა საგანძურის მოვალეობასაც ასრულებდა, რადგან მასში შეწირული ოქრო ინახებოდა. იერიხონიდან წამოღებული განძი, რომელიც იეჰოვას ეკუთვნოდა, „იეჰოვას სახლის საგანძურში მიიტანეს“, რაც იმაზე მეტყველებს, რომ კარავს საგანძური ჰქონდა (იეს. 6:17, 24). შეწირულ ძვირფასეულობასა და ღვთისთვის განწმენდილ ნადავლს ლევიანები მეთვალყურეობდნენ (1მტ. 26:20—28). საგანძური სოლომონის ტაძარშიც იყო, სადაც ოქრო-ვერცხლი და ტაძრის ძვირფასი ნივთები ინახებოდა (1მფ. 7:51; 2მტ. 5:1).

ისრაელში საგანძური სამეფო კარსაც ჰქონდა (2მფ. 20:13; 24:13; 2მტ. 32:27, 28; იერ. 38:11). სამეფო საგანძური და იეჰოვას სახლის საგანძური არაერთხელ გაუძარცვავთ მტრებს. ზოგჯერ საგანძურის ძვირფასეულობით წარმართ ერებს ქრთამავდნენ (1მფ. 14:26; 15:18; 2მფ. 12:18; 14:14; 16:8; 18:15; 24:13).

დანიელის 1:2-ში ვკითხულობთ, რომ ნაბუქოდონოსორმა იეჰოვას სახლის ძვირფასეულობა „თავისი ღვთის საგანძურში მიიტანა“. ერთი ბაბილონური წარწერის თანახმად, ნაბუქოდონოსორი მეროდაქის ტაძარზე ამბობს: „იქ მოვაგროვე ოქრო-ვერცხლი და ძვირფასი ქვები ... და იქ შევინახე ჩემი სამეფოს საგანძური“ (შდრ. ეზრ. 1:8). სავსებით შესაძლებელია ბაბილონელებს თავიანთი იმპერიის სხვადასხვა ნაწილში სხვა საგანძურებიც ჰქონოდათ (დნ. 3:2). ცნობილია, რომ სპარსეთის იმპერიაშიც არსებობდა საგანძურები, სადაც სატრაპების მიერ შეგროვებული გადასახადები ინახებოდა (ეზრ. 7:20, 21). სპარსეთის მთავარი საგანძურები სამეფო არქივის როლსაც ასრულებდა. მათში ოქროსა და სხვა ძვირფასეულობასთან ერთად მნიშვნელოვანი საბუთები ინახებოდა (ეზრ. 6:1, 2; ესთ. 3:9).

ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებში. დედამიწაზე იესოს მსახურების დროს იერუსალიმის ტაძრის ერთ ნაწილს „საგანძურს“ უწოდებდნენ (ინ. 8:20). როგორც ჩანს, იგი ე. წ. ქალთა ეზოში მდებარეობდა. რაბინული წყაროების თანახმად, ჰეროდეს მიერ აგებული ტაძრის ამ ეზოში, კედლის გასწვრივ 13 ფულის ჩასაყრელი იდგა (შეკალიმი 2:1; 6:1, 5, მიშნა). ეს ფულის ჩასაყრელები საყვირის ფორმისა იყო — თითოეულს ზემოდან პატარა ჭრილი ჰქონდა გაკეთებული, რომელშიც ხალხი შესაწირავს ყრიდა (მრ. 12:41). ამ წმინდა საგანძურში არ ჩაყარეს მღვდლებმა იუდას მიერ ტაძარში დაყრილი ვერცხლის მონეტები, რადგან იცოდნენ, რომ ეს „სისხლის საფასური“ იყო (მთ. 27:6). როგორც ვარაუდობენ, ტაძარს ჰქონდა მთავარი საგანძურიც, სადაც ფულის ჩასაყრელებიდან ამოღებული ფული ინახებოდა.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება