ტრიფენა
[ბერძ-დან, ნაწარმოებია ფუძიდან, რომელიც ნიშნავს ფუფუნებაში ცხოვრებას]
რომში მცხოვრები ქრისტიანი ქალი, რომელსაც პავლე თავის წერილში მოკითხვას უთვლის და აქებს მუხლჩაუხრელი შრომისთვის (რმ. 16:12). ტრიფენა ტრიფოსასთან ერთად მოიხსენიება. ვინაიდან იმ დროს ოჯახის წევრების სახელები ხშირად ერთსა და იმავე ფუძიდან წარმოდგებოდა, ამ ქალების სახელების მსგავსება იმის ვარაუდის საფუძველს იძლევა, რომ ისინი შეიძლება დედმამიშვილები ყოფილიყვნენ. ეს ორივე სახელი გავრცელებული იყო კეისრის სახლეულობაში, თუმცა იმის დამადასტურებელი ცნობები, რომ ეს დები კეისრის სახლეულობიდან იყვნენ, არ მოგვეპოვება (ფლ. 4:22).