ურიელი
[ღმერთი სინათლეა].
1. ლევიანი, კეჰათის შთამომავალი, თახათის ვაჟი (1მტ. 6:22, 24).
2. კეჰათელთა მთავარი იმ პერიოდში, როცა დავითმა შეთანხმების კიდობანი იერუსალიმში გადმოატანინა (1მტ. 15:5, 11, 12, 15).
3. მეფე რობოამის ცოლისა და აბიას დედის, მიქაიას (მააქა) მამა (2მტ. 13:1, 2; 11:21). მააქა აბესალომის შვილიშვილი იყო. ვინაიდან აბესალომს სამივე ვაჟი ადრეულ ასაკში უშვილოდ დაეღუპა (2სმ. 14:27; 18:18), მიქაია, სავარაუდოდ, აბესალომის ასულის, თამარისა და მისი ქმრის, ურიელის, ასული იყო.