ზებადია
1. ბენიამინელი, ბერიას ვაჟი ან შთამომავალი (1მტ. 8:1, 15, 16).
2. ბენიამინელი, ელფაალის ვაჟი ან შთამომავალი (1მტ. 8:1, 17, 18).
3. ბენიამინელი მეომარი, რომელიც დავითის რაზმს შეუერთდა ციკლაგში. გედორელი იეროხამის ვაჟი (1მტ. 12:1, 2, 7).
4. იოაბის ძმისშვილი და ყოველთვიურად მონაცვლე მეოთხე სამხედრო დანაყოფის მეთაური. მასზე ნათქვამია, რომ ის იყო მამამისის, ასაჰელის შემდეგ. როგორც ჩანს, ზებადიამ მამამისის, ასაჰელის სიკვდილის შემდეგ დაიკავა მისი ადგილი (2სმ. 2:23). თუ სამხედრო დანაყოფები ასაჰელის სიკვდილის შემდეგ ჩამოყალიბდა, მაშინ შესაძლოა ზებადია მამამისის სახელით წოდებულ დანაყოფს ჩაუდგა სათავეში (1მტ. 27:1, 7; იხ. ასაჰელი №1).
5. კარიბჭის მცველი, რომელიც მოხსენიებულია დავითის მიერ ორგანიზებულ ლევიანთა შორის. კორახელი მეშელემიას ვაჟი (1მტ. 26:1, 2).
6. ერთ-ერთი ლევიანი, რომელიც იეჰოშაფატმა თავისი მეფობის მესამე (ძვ. წ. 934) წელს გაგზავნა იუდას ქალაქებში ხალხისთვის იეჰოვას კანონის სასწავლებლად (2მტ. 17:7—9).
7. იუდას სახლის წინამძღოლი, ისმაელის ძე; ერთ-ერთი მათგანი, ვინც მეფე იეჰოშაფატმა სასამართლო საქმეების განსასჯელად დააყენა (2მტ. 19:8—11).
8. შეფატიას საგვარეულოს თავკაცი, მიქაელის ვაჟი; ზებადია თავის საგვარეულოს 80 კაცთან ერთად ძვ. წ. 468 წელს იერუსალიმში გაჰყვა ეზრას (ეზრ. 8:1, 8).
9. მღვდელი იმერის საგვარეულოდან, რომელსაც ეზრამ უცხოელი ცოლის გაშვება მოსთხოვა (ეზრ. 10:19, 20).