ზენა
პავლეს ნაცნობი, რომლის შესახებაც მან ტიტეს მისწერა: „ზენა ... და აპოლოსი კარგად გაამზადე სამგზავროდ“ (ტიტ. 3:13). როგორც ჩანს, იმ დროს ზენა კრეტაზე იმყოფებოდა, მაგრამ კონკრეტულად სად მიდიოდნენ ის და აპოლოსი, მოხსენიებული არ არის. შესაძლოა ეს ნიკოპოლისი იყო, სადაც პავლეს ტიტესთან შეხვედრის იმედი ჰქონდა (ტიტ. 3:12). პავლე ზენაზე ამბობს, რომ ის იყო „კანონში ჩახედული“, რაც შესაძლოა იმაზე მიანიშნებდეს, რომ იგი ან ებრაელი იყო, ან იუდეველი პროზელიტი, რომელიც ქრისტიანი გახდა. მისი ბერძნული სახელი ამ ბოლო მოსაზრების სასარგებლოდ მეტყველებს, თუმცა გადაჭრით ვერაფერს ვიტყვით, რადგან ახ. წ. პირველ საუკუნეში ბევრ იუდეველს ჰქონდა ბერძნული ან რომაული სახელი, მაგალითად, იუსტუსს, ქურციკსა და მარკოზს (სქ. 1:23; 9:36; 12:25).