სიკეთე ბოროტების წინააღმდეგ — საუკუნეობრივი ბრძოლა
ადრეული წლების ფილმებში „კარგი ადამიანი“ ყოველთვის იმარჯვებდა ბოროტ ძალებზე. სინამდვილეში კი, ასე იოლად ეს არასოდეს არ ხდება, ადამიანთა ცხოვრებაში რატომღაც ბოროტება იმარჯვებს ძალიან ხშირად.
ბოროტების აჩრდილი გამუდმებით თავს დასტრიალებს ახალი ამბების, საღამოს საიმფორმაციო გადაცემებს. შეერთებული შტატების ჩრდილოეთში ერთი მამაკაცი, ქალაქ მილუოკიდან კლავს 11 ადამიანს, ხოლო მათი დასახიჩრებული სხეულის ნაწილებს თავისთან მალავს საყინულეში. სამხრეთით, ტეხასში, ვიღაც უცნობი იჭრება კაფეტერიაში და ათი წუთის განმავლობაში განურჩევლად ყველას ისე ცხრილავს, რომ კვდება 23 ადამიანი, შემდეგ იკლავს საკუთარ თავსაც. კორეაში მოსისხლე მტერი ცეცხლს უკიდებს იეჰოვას მოწმეთა სამეფო დარბაზს, როს შედეგადაც იღუპება იქ დამსწრე 14 ადამიანი.
მაგრამ ბოროტების გამოვლინების ეს ცალკეული შემთხვევები ერთეული როდია. არსებობს სხვა საშინელი ბოროტება, რომელიც ზეგავლენას ახდენს მსოფლიოზე — ეს არის გენოციდი. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით დადგინდა, რომ მხოლოდ ამ საუკუნეში რასობრივი და პოლიტიკური რეპრესიების დროს, განადგურდა ერთი მილიონი სომეხი, ექვსი მილიონი ებრაელი და ერთ მილიონზე მეტი კამბოჯიელი. ეგრეთწოდებულ ეთნიკურ გაწმენდას ბევრი ადამიანი დაექვემდებარა ყოფილ იუგოსლავიაში. არავისთვის არის ცნობილი, თუ რამდენი მილიონი უდანაშაულო ადამიანი იყო მთელს მსოფლიოში მხეცურად ნაწამები.
ასეთი ტრაგედიები აღგვძრავს დავსვათ საგანგაშო კითხვა: რატომ იქცევიან ადამიანები ასე? ჩვენ არ შეგვიძლია ყოველივე ეს სისასტიკე ფსიქიურად არანორმალურ მხოლოდ რამდენიმე ადამიანის გონების შედეგს მივაწეროთ. ჩვენს საუკუნეში ჩადენილი ბოროტების სიმრავლე უარყოფს ასეთ ახსნა-განმარტებას.
ბოროტი საქციელი განისაზღვრება, როგორც მორალურად არასწორი მოქმედება. ეს არის აქტი, ჩადენილი ვინმეს მიერ, ვისაც შეუძლია აირჩიოს სიბოროტის, ან სიკეთის გზა. როგორღაც მისი მორალური მსჯელობა მახინჯდება და ბოროტება იმარჯვებს. მაგრამ რატომ და როგორ ხდება ეს?
ხშირად არადამაკმაყოფილებელია ზოგიერთი რელიგიის მიერ ბოროტების ახსნა-განმარტება. კათოლიკი — ფილოსოფოსი, თომა აქვინელი, ამტკიცებდა, „ღმერთს რომ არ დაეშვა ბოროტების არსებობა, მაშინ არ იქნებოდა ბევრი კარგი რამ“. ბევრი პროტესტანტი ფილოსოფოსიც მსგავსი შეხედულებისაა, მაგალითად: „ბრიტანეთის ენციკლოპედიაში“ წერია, რომ პოტფრიდ ლეიბნიცის აზრით, „ბოროტება ეს მხოლოდ ქვეყნიერებაზე არსებული სიკეთის შელამაზებაა, რომელიც მის ღირებულებას ზრდის თავისი კონტრასტით“. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ლეიბნიცს სწამდა, ჩვენ რომ სიკეთე დავაფასოთ, ამისათვის აუცილებელია არსებობდეს ბოროტება. ასეთი მსჯელობა მსგავსია იმისა, კიბოთი დაავადებულისთვის რომ ეთქვათ: მისი დაავადება ზუსტად ისაა, რაც საჭიროა, რათა სხვა ვინმემ თავი იგრძნოს ნამდვილად ცოცხლად და ჯანმრთელად.
ბოროტი მიდრეკილებები საიდანღაც უნდა გამომდინარეობდეს. შეიძლება თუ არა ითქვას, რომ ღმერთია ამაში დამნაშავე? ბიბლია იძლევა პასუხს: „ნურავინ იტყვის განსაცდელში: ღმერთი მცდის, რადგან ღმერთი არ იცდება ბოროტით და არც ვინმეს ცდის“. ისმის კითხვა, თუ ღმერთი არ გვცდის, მაწ ვინღა? ამის პასუხი მოცემულია მომდევნო მუხლებში: „ყოველი იცდება თავისი გულისთქმით, რომელიც იტაცებს და აცდუნებს მას. შემდეგ ჩაისახება გულისთქმა და შობას ცოდვას“ (იაკობი 1:13–15). ასე რომ, ბოროტი საქციელი მაშინ წარმოიშობა, როცა ბოროტი სურვილი უკუგდებული კი არ არის, არამედ ფეხს იკიდებს. მაგრამ აქ უფრო მეტი რამ შედის.
საღვთო წერილი გვიხსნის, რომ ბოროტი სურვილები ჩნდება იმის გამო, რომ კაცობრიობას აქვს ძირფესვიანი ნაკლი — მემკვიდრეობით მიღებული არასრულყოფილება. მოციქული პავლე წერდა: „ამიტომ როგორც ერთი ადამიანის მიერ ცოდვა შემოვიდა ქვეყნიერებაზე, ხოლო ცოდვის მიერ — სიკვდილი, ასევე სიკვდილი გადავიდა ყველა ადამიანში, იმიტომ, რომ ყველამ შესცოდა ამაში“ (რომაელთა 5:12). მემკვიდრეოობით მიღებული ცოდვის გამო ეგოიზმმა შეიძლება სძლიოს სიკეთეს ჩვენს აზროვნებაში, ხოლო სისასტიკეს კი შეუძლია თანაგრძნობის დამარცხება.
ხალხთა უმეტესობა, რა თქმა უნდა, ანგარიშმიუცემლად აღიარებს, რომ არასწორია გარკვეული ყოფაქცევა. როგორც პავლე მოციქული უწოდებს, მათი სინდისი, ანუ „მათ გულებში ჩაწერილი კანონი“, არწმუნებს, არ ჩაიდინონ ბოროტი საქციელი (რომაელთა 2:15). მიუხედავად ამისა, ბოროტ გარემოცვას შეუძლია ასეთი გრძნობებისა და სინდისის ჩაკვლა და შეიძლება გახდეს უგრძნობი, თუ იგი არაერთხელ არის იგნორირებულიa. (შეადარე 1 ტიმოთე 4:2).
შეიძლება თუ არა ჩვენს დროში, განზრახ ჩადენილი ყოველგვარი ბოროტება აიხსნას, როგორც ადამიანური არასრულყოფილების შედეგი? ისტორიკოსმა ჯეფრი ბერტონ რასელმა შენიშნა: „ეს მართალია, რომ ყველა ჩვენთაგანში არის ბოროტება, მაგრამ მრავალ ადამიანში არსებული ბოროტებაც ვერა ხსნის ოსვენციმის არსებობას... როგორც ჩანს, ასეთი მასშტაბით არსებული ბოროტება უფრო სხვა რამ არის, როგორც თვისობრივად, ასევე რაოდენობრივად“. ყველაზე ზუსტად იესო ქრისტემ მიუთითა ბოროტების ამ თვისობრივად სხვა წყაროზე.
თავის სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე იესომ თქვა, რომ ის ადამიანები, რომლებიც გეგმებს აწყობდნენ მოეკლათ იგი, მოქმედებდნენ არა მხოლოდ თავიანთი ნებით, არამედ მათ ხელმძღვანელობდა უხილავი ძალა. იესომ უთხრა: „თქვენი მამა არის ეშმაკი და მამათქვენის გულისთქმის შესრულება გწადიათ. ის კაცისმკვლელი იყო თავიდან და ჭეშმარიტებაში ვერ დადგა“ (იოანე 8:44). ბოროტების გაჩაღებაში ნამდვილად მნიშვნელოვან როლს თამაშობს ეშმაკი, რომელსაც იესომ „ამ ქვეყნიერების მთავარი“ უწოდა (იოანე 16:11; 1 იოანე 5:19).
ათასეული წლებია, როგორც ადამიანური არასრულყოფილება, ასევე სატანური ზეგავლენა მძიმე ჭრილობების მომტანია. არც არაფერი მიუთითებს იმაზე, რომ შენელდება ჩვენზე მათი ზეგავლენა. იბადება კითხვა: იარსებებს თუ არა კვლავაც ბოროტება? თუ კეთილი ძალები ბოლოს და ბოლოს გაანადგურებენ ბოროტებას?
[სქოლიოები]
a სულ ახლახანს მკვლევარებმა ტელევიზიით ძალადობის თავისუფალ ჩვენებასა და ბავშვთა დამნაშავეობას შორის ჰპოვეს უდიდესი ურთიერთკავშირი. დიდი მასშტაბის დამნაშავეობით აღსავსე რაიონები და დანგრეული ოჯახებიც ანტისოციალური ყოფაქცევის ფაქტორებია. ნაცისტურ გერმანიაში რასიზმის გამუდმებითმა პროპაგანდამ ზოგიერთები აღძრა გაემართლებინათ, — და განედიდებინათ კიდეც — ყოველგვარი სისასტიკე ებრაელებისა და სლოვაკების მიმართ.