საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • w94 6/1 გვ. 8-14
  • იპოვე თუ არა სწორი რელიგია?

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • იპოვე თუ არა სწორი რელიგია?
  • საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 1994
  • ქვესათაურები
  • მსგავსი მასალა
  • როგორ შეგვიძლია გავიგოთ ღმერთის თვალსაზრისი?
  • მართალია კი ყველა, ვინც იყენებს ბიბლიას?
  • ჭეშმარიტი რელიგიის ამოსაცნობი ნიშნები
  • ღვთისთვის მოსაწონი თაყვანისმცემლობა
    რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?
  • როგორ განვსაზღვრო, რომელია ჭეშმარიტი რელიგია?
    პასუხები ბიბლიურ კითხვებზე
  • ჭეშმარიტი რელიგიის ამოცნობა
    შენ შეგიძლია იცხოვრო მარადიულად სამოთხეში დედამიწაზე
  • რელიგია
    მსჯელობა წმინდა წერილების საფუძველზე
იხილეთ მეტი
საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 1994
w94 6/1 გვ. 8-14

იპოვე თუ არა სწორი რელიგია?

„წმინდა და შეუბილწავი სამსახური ღმერთის და მამის წინაშე: ისაა“ (იაკობი 1:27).

1, 2. ა) მრავალი ადამიანის აზრით, რა განსაზღვრავს სწორია თუ არა მათი რელიგია? ბ) რას უნდა ვითვალისწინებდეთ სერიოზულად, სანამ განვსჯით რელიგიას?

ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ დროში, როცა, მრავალ ადამიანს მიაჩნია, რომ რელიგია შედარებით, მცირე ადგილს უნდა იკავებდეს მათ ცხოვრებაში. შესაძლოა, ისინი ესწრებიან ზოგიერთ წირვა-ლოცვას, მაგრამ რეგულარულად მხოლოდ მცირე ნაწილი აკეთებს ამას. ადამიანთა უმრავლესობა არ ემხრობა იმ თვალსაზრისს, რომ მათი რელიგია სწორია, სხვა კი — ცრუ. შესაძლოა, ისინი უბრალოდ ფიქრობენ, რომ მათი რელიგია მათთვის სწორია.

2 ამის გათვალისწინებით, შეკითხვა: იპოვე თუ არა სწორი რელიგია? ნიშნავს კი უბრალოდ იმას: იპოვე თუ არა რელიგია, რომელიც შენ მოგწონს? რას შეუძლია დაადგინოს, თუ რა მოგწონს? შენს ოჯახს? შენს მეგობრებს? შენს პირად გრძნობებს? რამდენად სერიოზულად გაითვალისწინე ღმერთის თვალსაზრისი ამ საკითხზე?

როგორ შეგვიძლია გავიგოთ ღმერთის თვალსაზრისი?

3. ა) რომ ვიცოდეთ ღმერთის თვალსაზრისი, რა უნდა იყოს ხელმისაწვდომი ჩვენთვის? ბ) რა შეკითხვები უნდა დაგვბადებოდა იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ გვწამს პირადად ჩვენ, რომ ბიბლია ღმერთისგან არის?

3 ღმერთის თვალსაზრისი შეგვიძლია ვიცოდეთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გამოგვიცხადებს საკუთარი თავის შესახებ. ბიბლია — უძველესი წიგნი, სამართლიანად აღიარებს, რომ ღმერთისგანაა ინსპირირებული (2 ტიმოთე 3:16, 17). მაგრამ სწორი იქნებოდა, გვეთქვა, რომ ყველა სხვა წიგნის საპირისპიროდ, ეს წიგნი შეიცავს ღმერთის ცნობას მთელი კაცობრიობისთვის? როგორ უპასუხებდი ამ კითხვაზე და რატომ? დამოკიდებულია კი შენი პასუხი მშობლების თვალსაზრისზე? თუ შენი მეგობრების ამ საკითხთან დამოკიდებულებაზე? შეამოწმე კი ეს მტკიცებები პირადად? იქნებ გაგეკეთებინა ეს ახლა, ფაქტების მომდევნო ოთხი საფეხურის გამოყენებით?

4. რა მიუთითებს, რომ სხვა ნებისმიერზე უფრო ხელმისაწვდომი წიგნი, ბიბლია, ღმერთისგან არის?

4 ხელმისაწვდომობა: ცნობა, რომელიც ნამდვილად ღმერთისგანაა, და რომელიც მთელი კაცობრიობისთვის არის განკუთვნილი, ყველასთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს. მართლდება თუ არა ეს ბიბლიასთან დაკავშირებით? გამოიკვლიე შემდეგი ფაქტი: დღეს, ბიბლია, მთლიანად თუ ნაწილობრივ, 2 000-ზე მეტ ენაზე არის გამოცემული. „ამერიკის ბიბლიური საზოგადოების“ მიერ მოწოდებული მონაცემების თანახმად, დაახლოებით ათი წლის წინ, ენების რაოდენობამ, რომლებზეც გამოქვეყნდა ბიბლია, მსოფლიოს მოსახლეობის დაახლოებით 98 პროცენტისთვის ის ხელმისაწვდომი გახადა. როგორც „გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნი“ აღნიშნავს, ბიბლია, უეჭველად, „მსოფლიოში ყველაზე ფართოდ გავრცელებული წიგნია“. ზუსტად ეს არის მოსალოდნელი ღმერთისგან გამომდინარე ცნობისგან, რომელიც გათვალისწინებულია ხალხისთვის, ყოველი ერისა და ტომისგან და ენისგან (შეადარე გამოცხადება 14:6). მსოფლიოში არ არსებობს მსგავსი რეკორდის მქონე სხვა წიგნი.

5. რატომ არის ბიბლიის ისტორიული დასაბუთება დიდად მნიშვნელოვანი?

5 ისტორიულობა: ბიბლიური მოთხრობების გულმოდგინე გამოკვლევა კიდევ ერთი მხრიდან აშუქებს ბიბლიის სხვაობას სხვა წიგნებისგან, რომლებიც სიწმინდის უფლებას აცხადებენ. ბიბლია შეიცავს ისტორიულ ფაქტებს და არა დაუმტკიცებელ ლეგენდებს. იურისტმა, ერვენ ლინტონმა, რომელიც სასამართლოში დასამტკიცებლად აუცილებელი მტკიცებების გაანალიზებას იყო გაცნობილი, დაწერა: „იმ დროს, როცა რომანებს, ლეგენდებსა და ცრუ ჩვენებებს გულმოდგინებით გადააქვთ მათში აღწერილი მოვლენები სადღაც შორეულ ადგილებში და რომელიღაც გაურკვეველ დროში. . . ბიბლიური მოთხრობები უდიდესი სიზუსტით გვთავაზობენ მოცემული მოვლენების თარიღსა და ადგილმდებარეობას“ (მაგალითისთვის იხილე მესამე მეფეთა 14:25; ესაია 36:1; ლუკა 3:1, 2). ადამიანებისთვის, რომლებიც რელიგიას რეალობისგან გასაქცევად კი არ მიმართავენ, არამედ ჭეშმარიტების მოსაძებნად, ეს დიდად მნიშვნელოვანი განხილვაა.

6. ა) სინამდვილეში როგორ ეხმარება ბიბლია ნებისმიერ პიროვნებას, გადაწყვიტოს ცხოვრების პრობლემები? ბ) რომელი სამი საშუალებით ეხმარება ბიბლია პიროვნებას ულმობელ რეალობასთან გამკლავებაში?

6 პრაქტიკულობა: ვინც სერიოზულად იკვლევს ბიბლიას, მოკლე ხანში შეიგნებს, რომ მასში მოცემული ბრძანებები და პრინციპები არ არის განზრახული ექსპლუატაციის გასაწევად. ნაცვლად ამისა, ისინი ყურადღებას ამახვილებენ ცხოვრების წესზე, რომელსაც სარგებლობა მოაქვს იმ პირებისთვის, ვინც ყურადღებით მიჰყვება მათ (ესაია 48:17, 18). ნუგეში, რომელსაც ბიბლია გასაჭირში მყოფ ადამიანებს სთავაზობს, არ არის ცარიელ ფილოსოფიებზე დამყარებული და უსაფუძვლო. უფრო მეტი, ის ეხმარება ადამიანებს, შეებრძოლონ ცხოვრების ულმობელ რეალობას. როგორ? სამი საშუალებით: 1) იძლევა ჯანსაღ რჩევას რომ, გაუმკლავდნენ სიძნელეებს, 2) განმარტავს, თუ როგორ მიიღონ სიყვარულით აღსავსე მხარდაჭერა, რომელსაც ღმერთი დღეს თავისი მსახურების მიმართ ავლენს და 3) გვიჩვენებს შესანიშნავ მომავალს, რომელიც ღმერთმა გაითვალისწინა თავისი მსახურებისთვის და იძლევა მყარ საფუძველს, რომ ის შეასრულებს თავის დანაპირებს.

7. ა) სქოლიოში მოცემული მუხლების გამოყენებით, ახსენი ბიბლიური პასუხი ერთ-ერთ მეტად გავრცელებულ საკითხზე, რომელიც დღეს ადამიანებს აინტერესებს. ბ) აჩვენე, როგორ გვეხმარება ბიბლია პრობლემების გამკლავებაში ან როგორ გვიცავს მათგან.

7 თუმცა ბიბლიის რჩევა ხშირ შემთხვევაში არ სარგებლობს პოპულარობით მათ შორის, ვინც უარყოფს ნებისმიერ ავტორიტეტს და მისდევს საკუთარი სურვილების დამაკმაყოფილებელ ცხოვრებას, მრავალმა შეიგნო, რომ ასეთ ცხოვრებას არ მოაქვს ნამდვილი ბედნიერება (გალატელთა 6:7, 8). ბიბლია პირდაპირ პასუხობს შეკითხვებზე აბორტის, განქორწინებისა და ჰომოსექსუალიზმის შესახებ. მისი რჩევა იცავს ნარკოტიკებისა და ალკოჰოლის ბოროტად გამოყენებისა და ინფიცირებული სისხლით ან სექსუალური თავაშვებულობით შიდს-ით დაავადებისგან. ის გვიჩვენებს, როგორ შეიძლება გვქონდეს ბედნიერი ოჯახი. ის იძლევა პასუხებს, რომლებიც შესაძლებლობას აძლევენ პიროვნებას, გაუმკლავდეს ცხოვრებაში ძალიან დაძაბულ მდგომარეობებს, როგორიცაა: ოჯახის ახლო წევრების მხრიდან უკუგდება, საშინელი დაავადებები და საყვარელი ადამიანის სიკვდილი. ბიბლია ისე გვეხმარება მნიშვნელოვანი საკითხების გარჩევაში, რომ ჩვენი ცხოვრება მწუხარების ნაცვლად აზრით ივსებაa.

8, 9. ა) პირადად შენზე, ბიბლიის ღვთივსულიერობის დასამტკიცებლად რომელი წინასწარმეტყველება ახდენს ღრმა შთაბეჭდილებას? ბ) რას ამტკიცებენ ბიბლიური წინასწარმეტყველებები თავის წარმოშობასთან დაკავშირებით?

8 წინასწარმეტყველება: როგორც წინასწარმეტყველებების წიგნი, ბიბლია უნიკალურია, ის არის წიგნი, რომელიც წვრილმანებში მოგვითხრობს მომავალში მოსახდენი ამბების შესახებ. მან იწინასწარმეტყველა ძველი ტვიროსის განადგურება, ბაბილონის დაცემა, იერუსალიმის აღდგენა, მიდიის, სპარსეთისა და საბერძნეთის მეფეების აღზევება და დაცემა და მთელი რიგი შემთხვევები იესო ქრისტეს ცხოვრებიდან. აგრეთვე, მან წვრილმანებში იწინასწარმეტყველა მსოფლიო პირობები, რომელიც ამ საუკუნეში ვითარდება და ხსნის მათ მნიშვნელობას. მასში ნაჩვენებია, თუ როგორ გადაიჭრება პრობლემები, რომლებსაც ვერ წყვეტენ ადამიანი-მმართველები და ირკვევა მმართველის პიროვნება, რომელიც კაცობრიობისთვის ხანგრძლივ მშვიდობასა და ჭეშმარიტ უსაფრთხოებას მოიტანსb (ესაია 9:5, 6; 11:1–5, 9; 53:4–6).

9 აღსანიშნავია, რომ მომავლის ზუსტად წინასწარმეტყველების უნარს ბიბლია წარმოგვიდგენს როგორც ღვთაების კრიტერიუმს (ესაია 41:1—46:13). პიროვნება, რომელსაც შეუძლია იწინასწარმეტყველოს მომავალი ან რომელსაც ძალუძს, ამის გასაკეთებლად შთააგონოს სხვები, არ არის უსიცოცხლო კერპი. ის არც უბრალოდ ღვთისმოშიში ადამიანია. ის არის ჭეშმარიტი ღმერთი და წიგნი, რომელიც შეიცავს ასეთ წინასწარმეტყველებებს — მისი სიტყვაა (1 თესალონიკელთა 2:13).

მართალია კი ყველა, ვინც იყენებს ბიბლიას?

10, 11. იესოს სიტყვების თანახმად, რა ხდის უვარგისად რელიგიას, რომელსაც იცავს სასულიერო პირი ბიბლიის გამოყენების შესაძლებლობის მიუხედავად?

10 ნუთუ გონივრულია — და რაც უფრო მნიშვნელოვანია, ეთანხმება კი წმინდა წერილებს — თუ დავასკვნით, რომ ყველა რელიგიური ჯგუფი, რომელიც აცხადებს უფლებას ბიბლიის გამოყენებაზე, ასწავლის ჭეშმარიტ რელიგიას? მისდევს კი სწორ რელიგიას ყოველი, ვისაც აქვს ბიბლია ან მის მუხლებს ციტირებს?

11 მიუხედავად იმისა, რომ სამღვდელოების მრავალ წარმომადგენელს აქვს ბიბლია, ისინი საკუთარი თავის განსადიდებლად იყენებენ რელიგიას. ისინი აზავებენ წმინდა ჭეშმარიტებას ტრადიციებითა და ადამიანთა ფილოსოფიებით. მისაღებია კი ღმერთისთვის მათი თაყვანისცემა? პირველი საუკუნის იერუსალიმში მცხოვრები რელიგიური ბელადების მიმართ, რომლებიც ზუსტად ასე იქცეოდნენ, იესო ქრისტემ დროულად გამოიყენა ესაია წინასწარმეტყველის მეშვეობით ღმერთის მიერ გამოცხადებული სიტყვები, როცა თქვა: „ეს ხალხი პატივს მცემს ბაგეებით, მათი გული კი შორს არის ჩემგან. ამაოდ მექცევიან მოწიწებით, რაკი მოძღვრებებს — ადამიანთა განკარგულებებს ასწავლიან“ (მათე 15:8, 9; 23:5–10). ნათელია, რომ ასეთი რელიგია ჭეშმარიტი არ არის.

12, 13. ა) როგორ შეიძლება, ეკლესიის წევრთა ქცევა დაეხმაროს ადამიანს, დაადგინოს სწორია თუ არა მათი რელიგია? ბ) რა თვალსაზრისი ექნება ღმერთს ჩვენს თაყვანისცემაზე, თუ ავირჩევთ შევუერთდეთ მათ, ვისაც უარყოფს? (მეორე ნეშტთა 19:2).

12 რა იქნება, თუ ნაყოფი, რომელსაც გარკვეული რელიგიების სწავლებები გამოყოფს და რომელიც თვალნათლივ ჩანს ამ რელიგიების კარგი მდგომარეობის მქონე წევრების ცხოვრებაში, ცუდია? მთაზე ქადაგების დროს იესო აფრთხილებდა: „მოერიდეთ ცრუწინასწარმეტყველებს. . . მათი ნაყოფით იცნობთ მათ. . . ყოველი კარგი ხე ნაყოფსაც კარგს იძლევა, ხოლო ცუდი ხე ნაყოფსაც ცუდს იძლევა“ (მათე 7:15–17). მართალია, რომ ცალკეული პიროვნებები, შესაძლოა, ცდებიან და საჭიროებენ გამოსწორებას. მაგრამ, მდგომარეობა განსხვავებულია, როცა ეკლესიის მრევლი და თვით სამღვდელოებაც კი, ნებას რთავს საკუთარ თავს, დატკბეს მრუშობითა და სიძვით, იჩხუბოს, ილოთოს, გამოავლინოს სიხარბე, იცრუოს, იყოს დაკავებული სპირიტიზმითა და კერპებისადმი თაყვანისმცემლობით — ამის მოქმედთაგან ან რამდენიმე, ან ყველა — მიუხედავად ყოველივე ამისა არ ისჯება, და ვინც აგრძელებს ასე მოქმედებას, საკრებულოდან არ ირიცხება. ბიბლია ნათლად გვიჩვენებს, რომ ის, ვინც ასეთ ცხოვრებას ეწევა, უნდა განიდევნოს კრებიდან; მათ არ ექნებათ ადგილი ღმერთის სამეფოში (გალატელთა 5:19–21). მათი თაყვანისცემა არ სიამოვნებს ღმერთს და თუ ვირჩევთ ურთიერთობას მათთან, ვისაც ღმერთი უარყოფს, ის არც ჩვენს თაყვანისცემას მოიწონებს (1 კორინთელთა 5:11–13; 6:9, 10; გამოცხადება 21:8).

13 ნათელია, რომ ყველა დაჯგუფება, რომელიც ბიბლიის გამოყენებაზე უფლებას აცხადებს არ მისდევს ჭეშმარიტ რელიგიას, რომელიც მასშია აღწერილი. მაშინ, ჭეშმარიტი რელიგიის ამოსაცნობად რომელ ნიშნებს გვიჩვენებს ბიბლია?

ჭეშმარიტი რელიგიის ამოსაცნობი ნიშნები

14. ა) რაზეა დამყარებული ჭეშმარიტი რელიგიის ყველა სწავლება? ბ) რამდენად უძლებს შემოწმებას ქრისტიანული სამყაროს სწავლებები ღმერთთან და სულთან დაკავშირებით?

14 მისი სწავლებები მტკიცედ დამყარებულია ღვთივსულიერ წერილებზე. „მთელი წერილი ღვთივსულიერია და სასარგებლოა სასწავლებლად, სამხილებლად, გამოსასწორებლად“ (2 ტიმოთე 3:16). მაგრამ, სად წერია წმინდა ბიბლიაში ქრისტიანული სამყაროს სამების შესახებ? და სად ასწავლის ბიბლია, როგორც ამას აკეთებს სამღვდელოება, რომ ადამიანებს აქვთ სული, რომელიც ფიზიკური სხეულის სიკვდილის შემდეგ ცოცხალი რჩება? თუ გითხოვია ოდესმე სასულიერო პირისთვის, ეჩვენებინა ეს სწავლებები შენს ბიბლიაში? „ბრიტანეთის ახალი ენციკლოპედია“ (ინგლ.) აცხადებს: «არც სიტყვა „სამება“, არც გარკვეული სწავლება არ გვხვდება „ახალ აღთქმაში“ » (1992 წლის, „მიკროპედია“, ტომი მე-11, გვერდი 928). ასევე, „ახალი კათოლიკური ენციკლოპედია“ (ინგლ.) აღიარებს: „წმინდა მამებს არაფერი ჰქონდათ, რაც ოდნავ მაინც უახლოვდებოდა ასეთ აზროვნებას ან თვალსაზრისს“ (1967 წელი, ტომი XIV, გვერდი 299). რაც შეეხება ქრისტიანული სამყაროს საერთო წარმოდგენას სულის შესახებ, რომელიც სიკვდილის დროს ცილდება სხეულს, ეკლესიის სწავლულები აღიარებენ, რომ ეს იდეა ბერძნული ფილოსოფიიდან გადმოიღეს. მაგრამ, ჭეშმარიტი რელიგია არ უგულებელყოფს ბიბლიის ჭეშმარიტებას ადამიანთა ფილოსოფიის მიზეზით (დაბადება 2:7, „ძველი აღთქმის ორტომეული“, 1884 წლის გამოცემა; მეორე რჯული 6:4; ეზეკიელი 18:4; იოანე 14:28).

15. ა) როგორ ახასიათებს ბიბლია ერთადერთ თაყვანსაცემ პიროვნებას? ბ) რას გრძნობენ ჭეშმარიტი თაყვანისმცემლები იეჰოვასთან დაახლოებასთან დაკავშირებით?

15 ჭეშმარიტი რელიგია იცავს მხოლოდ ერთი ჭეშმარიტი ღმერთისადმი, იეჰოვასადმი თაყვანისცემას (მეორე რჯული 4:35; იოანე 17:3). მეორე რჯულის 5:9-ის პერეფრაზირებით, იესო ქრისტემ მტკიცედ განაცხადა: „უფალს, შენს ღმერთს ეცი თაყვანი და მხოლოდ მას ემსახურე“ (მათე 4:10). ამის შესაბამისად, იესომ ამცნო მამის სახელი თავის მოწაფეებს (იოანე 17:26). თუ გასწავლა შენმა რელიგიამ იეჰოვასადმი თაყვანისცემა? შეიცანი კი პიროვნება, რომელსაც განსაზღვრავს ეს სახელი — მისი განზრახვები, საქმეები, თვისებები — ისე, რომ შეგიძლია მასზე მინდობით მასთან დაახლოვების სურვილი იგრძნო? თუ შენი რელიგია ჭეშმარიტია, პასუხი არის — დიახ (ლუკა 10:22; 1 იოანე 5:14).

16. რას ნიშნავს რწმენა ქრისტესადმი მათთვის, ვინც მისდევს ჭეშმარიტ რელიგიას?

16 ღმერთისადმი მოსაწონი თაყვანისცემის მნიშვნელოვანი ნაწილი არის რწმენა მისი ძის, იესო ქრისტეს მიმართ (იოანე 3:36; საქმე 4:12). ეს არ ნიშნავს მხოლოდ გწამდეს, რომ ის ცხოვრობდა ან გამოჩენილი პიროვნება იყო. ეს შეიცავს მადლიერებას იმისთვის, რასაც გვასწავლის ბიბლია იესოს სრულყოფილი ადამიანური სიცოცხლის მსხვერპლად შეწირვის ფასეულობასთან და დღეს მისი მდგომარეობის, როგორც ზეციერი მეფის, აღიარებასთან დაკავშირებით (ფსალმუნი 2:6–8; იოანე 3:16; გამოცხადება 12:10) თუ უერთდები მათ, ვინც ცხოვრებაში ჭეშმარიტ რელიგიას მისდევს, მაშინ იცი, რომ ყოველდღიურ ცხოვრებაში ისინი კეთილსინდისიერად ცდილობენ დაემორჩილონ იესოს, მიბაძონ მის მაგალითს და პირადად მიიღონ გულმოდგინე მონაწილეობა საქმიანობაში, რომელიც მან თავის მოწაფეებს დაავალა (მათე 28:19, 20; იოანე 15:14; 1 პეტრე 2:21). თუ შენი თანამორწმუნეები არ აკეთებენ ამას, მაშინ ჭეშმარიტება სხვაგან უნდა ეძებო.

17. რატომ ცდილობენ ჭეშმარიტი თაყვანისმცემლები ქვეყნიერებისგან შეურყვნელად დარჩენას და რას შეიცავს ეს?

17 ჭეშმარიტი რელიგია არ არის გარყვნილი პოლიტიკასა და ქვეყნიურ კონფლიქტებში ჩარევით (იაკობი 1:27). რატომ? იმიტომ, რომ თავისი მიმდევრების შესახებ, იესომ თქვა: „ისინი არაამქვეყნიურნი არიან, როგორც მე ვარ არაამქვეყნიური“ (იოანე 17:16). იესო არ ერეოდა პოლიტიკაში და თავისი მიმდევრებიც შეაკავა იარაღის გამოყენებისგან (მათე 26:52). ვისაც გულთან მიაქვს, რასაც ამბობს ღმერთის სიტყვა, ის ‘აღარ სწავლობს ომს’ (ესაია 2:2–4). თუ რომელიმე რელიგია, რომლის თუნდაც ფორმალური წევრი ხარ, არ შეესაბამება ამ აღწერილობას, დროა გაწყვიტო მასთან კავშირი (იაკობი 4:4; გამოცხადება 18:4, 5).

18. ა) რას გვამცნობს იოანეს 13:35, როგორც ჭეშმარიტი რელიგიის აღსანიშნავ თავისებურებას? ბ) როგორ შეძლებდი აღმოგეჩინა ვინმესთვის დახმარება, რომ დაედგინა რომელი ჯგუფი შეესაბამება იოანეს 13:35-ს?

18 ჭეშმარიტი რელიგია ასწავლის და ამჟღავნებს უანგარო სიყვარულს (იოანე 13:35; 1 იოანე 3:10–12). ასეთი სიყვარული მხოლოდ ქადაგების თემა არ არის. ის ნამდვილად აახლოვებს ერთმანეთთან ჭეშმარიტ ძმობაში ადამიანებს ყოველი რასიდან, ყოველი სოციალური ფენიდან, ყოველი ენიდან, ყოველი ერიდან (გამოცხადება 7:9, 10). ის ჭეშმარიტ ქრისტიანებს მათი გარემომცველი ქვეყნიერებისგან განცალკევებით აყენებს. თუ ჯერ არ ყოფილხარ, დაესწარი იეჰოვას მოწმეთა შეხვედრებს „სამეფო დარბაზში“ და ასევე, უფრო დიდ შეხვედრებს, კონგრესებს. ერთ-ერთი „სამეფო დარბაზის“ აშენების დროს შეხედე, როგორ მუშაობენ ერთად. დაუკვირდი, როგორ ეპყრობიან ხანში შესულ (ქვრივების ჩათვლით) და ახალგაზრდა ადამიანებს (მათი ჩათვლით, ვისაც მშობლებიდან მხოლოდ ერთი ჰყავს ან საერთოდ არ ჰყავს) (იაკობი 1:27). შეადარე შენი დაკვირვება იმას, რაც ნახე ნებისმიერ სხვა რელიგიაში. შემდეგ შეეკითხე საკუთარ თავს: „ვინ ცხოვრობს ჭეშმარიტი რელიგიის თანახმად?“

19. ა) კაცობრიობის პრობლემების რომელ გადაჭრას ემხრობა ჭეშმარიტი რელიგია? ბ) რას უნდა აკეთებდნენ იმ ჯგუფის წევრები, რომლებიც მისდევენ ჭეშმარიტ რელიგიას?

19 ჭეშმარიტი რელიგია ღმერთის სამეფოს აცხადებს ადამიანთა პრობლემების ერთადერთ გადამჭრელად (დანიელი 2:44; 7:13, 14; 2 პეტრე 3:13; გამოცხადება 21:4, 5). აკეთებს კი ამას ქრისტიანული სამყაროს რომელიმე ეკლესია? უკანასკნელად, როდის მოისმინე, რომ მღვდელს აეხსნა ღმერთის სამეფოსა და იმის შესახებ, რასაც გვიჩვენებს საღვთო წერილი სამეფოს მომავალ მიღწევებთან დაკავშირებით? გამხნევებს კი ორგანიზაცია, რომელსაც მიეკუთვნები, ესაუბრო სხვებს ღმერთის სამეფოს შესახებ და თუ ასეა, იღებს კი მონაწილეობას ამის გაკეთებაში მთელი მრევლი? იესო აკეთებდა ასეთ დამოწმებას; მისი ადრინდელი მოწაფეებიც ამოწმებდნენ. შენც შეგიძლია გქონდეს ამ მოღვაწეობაში მონაწილეობის მიღების უპირატესობა. ეს მეტად მნიშვნელოვანი სამსახურია, რომელიც დღეს მთელი დედამიწის ზურგზე მიმდინარეობს (მათე 24:14).

20. რა უნდა ვაკეთოთ ჭეშმარიტი რელიგიის გამოცნობასთან ერთად?

20 თუმცა ათასობით რელიგია არსებობს, ბიბლია უმალ გვეხმარება გავერკვეთ გაუგებრობაში და გამოვიცნოთ ჭეშმარიტი. მაგრამ საჭიროა ვაკეთოთ მეტი, ვიდრე მხოლოდ გამოვიცნოთ ის. არსებითად მნიშვნელოვანია, რომ ის ცხოვრებაში გამოვიყენოთ. მომდევნო სტატიაში უფრო ფართოდ განიხილება, თუ რა შედის ამაში.

[სქოლიოები]

a აბორტი: საქმე 17:28; ფსალმუნი 138:1, 16; გამოსვლა 21:22, 23. განქორწინება: მათე 19:8, 9; რომაელთა 7:2, 3. ჰომოსექსუალიზმი: რომაელთა 1:24–27; 1 კორინთელთა 6:9–11. ნარკოტიკებისა და ალკოჰოლის ბოროტად გამოყენება: 2 კორინთელთა 7:1; ლუკა 10:25–27; იგავნი 23:20, 21; გალატელთა 5:19–21. სისხლი და თავაშვებულობა: საქმე 15:28, 29; იგავნი 5:15–23; იერემია 5:7–9. ოჯახი: ეფესელთა 5:22—6:4; კოლასელთა 3:18–21. უკუგდება: ფსალმუნი 26:10; მალაქია 2:13–16; რომაელთა 8:35–39. ავადმყოფობა: გამოცხადება 21:4, 5; 22:1, 2; ტიტე 1:2; ფსალმუნი 22:1–4. სიკვდილი: ესაია 25:8; საქმე 24:15. პრიორიტეტები: მათე 6:19–34; ლუკა 12:16–21; 1 ტიმოთე 6:6–12.

b ამ წინასწარმეტყველებებისა და მათი შესრულების მაგალითებისთვის იხილე წიგნები: „ბიბლია — ღმერთის სიტყვაა თუ ადამიანის?“, გვერდები 117–161; და „მსჯელობა წერილების საფუძველზე“, გვერდები 60–62, 225–232, 234–240. ორივე პუბლიკაცია გამოცემულია ინგლისურ ენაზე „საგუშაგო კოშკის“ საზოგადოების მიერ (ნიუ-იორკი).

როგორ უპასუხებდი?

□ ჭეშმარიტი რელიგიის გამოცნობაში ვისი თვალსაზრისია მეტად მნიშვნელოვანი?

□ რომელი ოთხი მტკიცება ამოწმებს ბიბლიაზე, როგორც ღმერთის სიტყვაზე?

□ რატომ არ არის მისაღები ღმერთისთვის ყველა რელიგია, რომელიც იყენებს ბიბლიას?

□ რომელია ერთადერთი სწორი რელიგიის ექვსი გამოსაცნობი ნიშანი?

[ჩარჩო მე-12 გვერდზე]

იეჰოვას მოწმეები:

◆ ყველა თავის სწავლებას ამყარებენ ბიბლიაზე.

◆ თაყვანს სცემენ ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს, იეჰოვას.

◆ ცხოვრობენ იესო ქრისტეს მიმართ რწმენასთან შეთანხმებულად.

◆ არ მონაწილეობენ პოლიტიკასა და ქვეყნიურ კონფლიქტებში.

◆ ცდილობენ გამოავლინონ უანგარო სიყვარული ყოველდღიურ ცხოვრებაში.

◆ ემხრობიან ღმერთის სამეფოს, როგორც კაცობრიობის პრობლემების სამუდამო გადამჭრელს.

[სურათი მე-10 გვერდზე]

ბიბლია — რა მიუთითებს, რომ ის შეიცავს ღმერთის ცნობას მთელი კაცობრიობისთვის?

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება