თავი 22
ჭეშმარიტი რელიგიის ამოცნობა
1. ვინ იყო პირველ საუკუნეში ჭეშმარიტი რელიგიის მიმდევარი?
ეჭვს არ ექვემდებარება, ვინ იყო პირველ საუკუნეში ჭეშმარიტი რელიგიის მიმდევარი. ესენი იყვნენ იესო ქრისტეს მოწაფეები. ყველა მიეკუთვნებოდა ქრისტიანთა ერთ ორგანიზაციას. მაგრამ რა შეიძლება ითქვას ჩვენს დროზე? როგორ შეიძლება იმის გაგება, თუ ვინ არის ჭეშმარიტი რელიგიის მიმდევარი?
2. როგორ შეგვიძლია გავიგოთ, თუ ვინ არის ჭეშმარიტი რელიგიის მიმდევარი?
2 იესომ აგვიხსნა, თუ როგორ შეგვიძლია ამის გაგება: „მათი ნაყოფით იცნობთ მათ. . . ყოველი კარგი ხე ნაყოფსაც კარგს იძლევა, ხოლო ცუდი ხე ნაყოფსაც ცუდს იძლევა. . . ასე რომ, მათი ნაყოფით იცნობთ მათ“ (მათე 7:16–20). როგორ შესანიშნავ ნაყოფებს მოელოდი შენ ღმერთის ჭეშმარიტი თაყვანისმცემლებისგან? ამჟამად რა უნდა ილაპარაკონ და აკეთონ მათ?
ღმერთის სახელის წმინდად დაცვა
3, 4. ა) რომელი თხოვნა იყო პირველი იესოს ლოცვის ნიმუშში? ბ) როგორ იცავდა იესო წმინდად ღმერთის სახელს?
3 ღმერთის ჭეშმარიტი მსახურები მოქმედებენ იესოს ლოცვასთან შეთანხმებულად, რომელიც ნიმუშად მისცა მან თავის მოწაფეებს. პირველი, რაც იესომ ლოცვაში მოიხსენია იყო შემდეგი: „მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყოს სახელი შენი“ (მათე 6:9). რას ნიშნავს განვწმინდოთ, ანუ წმინდად დავიცვათ ღმერთის სახელი? როგორ ასრულებდა ამას იესო?
4 იესომ ცხადყო ეს მამის მიმართ ლოცვაში: „შენი სახელი გამოვუცხადე ადამიანებს, რომლებიც შენ მომეცი წუთისოფლისგან“ (იოანე 17:6). დიახ, იესო ამცნობდა სხვებს ღმერთის სახელს, იეჰოვას. ის არ უშვებდა შესაძლებლობას, გამოეყენებინა ეს სახელი. იესომ იცოდა, რომ მამის განზრახვაა, განადიდოს თავისი სახელი მთელ დედამიწაზე. ამიტომ, მან მაგალითი მოგვცა იმით, რომ განადიდებდა და წმინდად იცავდა ღმერთის სახელს (იოანე 12:28; ესაია 12:4, 5).
5. ა) როგორ არის დაკავშირებული ღმერთის სახელთან ქრისტიანთა კრება? ბ) რა უნდა ვაკეთოთ, რომ მივაღწიოთ გადარჩენას?
5 ბიბლიაში ნაჩვენებია, რომ თვით ქრისტიანთა კრების არსებობაც კი ღმერთის სახელთანაა დაკავშირებული. მოციქულმა პეტრემ ახსნა, თუ „როგორ მოხედა ღმერთმა პირველად წარმართებს, რომ წარმართთაგან გამოეკრიბა ხალხი თავისი სახელისათვის“ (საქმეები 15:14). ამიტომ, ღმერთის ჭეშმარიტმა ხალხმა წმინდად უნდა დაიცვას და ამცნოს მისი სახელი მთელ დედამიწაზე. სინამდვილეში, ამ სახელის ცოდნა აუცილებელია ჩვენი გადარჩენისთვის, რადგან ბიბლია ამბობს: „ყოველი, ვინც უფლის [იეჰოვას, აქ] სახელს მოუხმობს, გადარჩება“ (რომაელთა 10:13, 14).
6. ა) ჩვეულებრივ, იცავენ თუ არა ეკლესიები ღმერთის სახელს წმინდად? ბ) არსებობს თუ არა ვინმე, ვინც ამოწმებს ღმერთის სახელის შესახებ?
6 მაგრამ დღეს ვინ იცავს წმინდად ღმერთის სახელს და ვინ ამცნობს მას მთელ დედამიწაზე? ჩვეულებრივ, ეკლესიები ერიდებიან ღმერთის სახელის, იეჰოვას, გამოყენებას, ზოგიერთებმა კი საერთოდ ამოიღეს იგი ბიბლიის თავიანთი თარგმანებიდან. რომელ ორგანიზაციას მიგაკუთვნებდნენ, თუ მეზობლებთან საუბრისას ხშირად გამოიყენებდი ღმერთის სახელს? არის მხოლოდ ერთი ხალხი, რომელიც ამ მხრივ ნამდვილად მისდევს იესოს მაგალითს. მათი ცხოვრების უმთავრესი მიზანია, ემსახურონ ღმერთს და დაამოწმონ მისი სახელის შესახებ ისე, როგორც ამას აკეთებდა იესო. ამიტომაც მიიღეს მათ ბიბლიური სახელი „იეჰოვას მოწმეები“ (ესაია 43:10–12).
ღმერთის სამეფოს შესახებ ქადაგება
7. როგორ ამახვილებდა ყურადღებას იესო ღმერთის სამეფოს მნიშვნელობაზე?
7 იესომ ლოცვის ნიმუშში ასევე ხაზი გაუსვა ღმერთის სამეფოს მნიშვნელობას. ის ასწავლიდა ადამიანებს ელოცათ: „მოვიდეს სუფევა [სამეფო, აქ] შენი“ (მათე 6:10). იესო ისევ და ისევ ყურადღებას ამახვილებდა სამეფოზე, როგორც კაცობრიობის პრობლემების ერთადერთ გადამწყვეტ საშუალებაზე. ის და მისი მოციქულები ამას აკეთებდნენ სამეფოს შესახებ ქადაგებით „ქალაქიდან ქალაქში, დაბიდან დაბაში“ და „კარდაკარ“ (ლუკა 8:1; საქმეები 5:42, „ახალი აღთქმა და ფსალმუნი“, 1990 წლის გამოცემა; 20:20). ღმერთის სამეფო იყო მათი ქადაგებისა და მოძღვრების თემა.
8. იესოს სიტყვების თანახმად, რომელი მნიშვნელოვანი ცნობა უნდა ექადაგათ მის ერთგულ მიმდევრებს „უკანასკნელ დღეებში“?
8 როგორია საქმის ვითარება დღეს? რა არის ღმერთის ჭეშმარიტი ქრისტიანული ორგანიზაციის ძირითადი სწავლება? როდესაც წინასწარმეტყველებდა უკანასკნელი დღეების შესახებ, იესომ თქვა: „ექადაგება ეს სახარება სასუფეველზე მთელს მსოფლიოს ყველა ხალხისთვის დასამოწმებლად. აი, მაშინ დადგება აღსასრული“ (მათე 24:14). ასე რომ, დღეს სასუფეველი, ანუ სამეფო უნდა იყოს ღმერთის ხალხის მთავარი ცნობა.
9. ვინ ქადაგებს დღეს ცნობას სამეფოს შესახებ?
9 შეეკითხე საკუთარ თავს: „რომელ ორგანიზაციას მივაკუთვნებდი იმ პიროვნებას, რომელიც მოვიდოდა კართან და მეტყოდა, რომ ღმერთის სამეფო არის კაცობრიობის ჭეშმარიტი იმედი?“ იეჰოვას მოწმეების გარდა, თუ უსაუბრია შენთან რომელიმე რელიგიის წარმომადგენელს ღმერთის სამეფოს შესახებ? სხვა რელიგიების წარმომადგენლების უმეტესობამ არც კი იცის რა არის სამეფო! ისინი დუმან ღმერთის მთავრობის შესახებ. ეს კი წარმოადგენს ქვეყნიერების შემძრავ ცნობას. დანიელმა იწინასწარმეტყველა, რომ ეს სამეფო „შემუსრავს, და დააქცევს ყველა სამეფოს, თავად კი უკუნისამდე იდგება“ (დანიელი 2:44).
ღმერთის სიტყვისადმი პატივისცემა
10. როგორ ავლენდა იესო ღმერთის სიტყვისადმი პატივისცემას?
10 შემდგომი ნიშანი, რომლის მიხედვითაც შეგვიძლია ამოვიცნოთ ჭეშმარიტი რელიგიის მიმდევრები, არის ბიბლიისადმი მათი დამოკიდებულება. იესო ყოველთვის ავლენდა პატივისცემას ღმერთის სიტყვის მიმართ და რეგულარულად მიმართავდა მას, როგორც უმაღლეს ავტორიტეტს (მათე 4:4, 7, 10; 19:4–6). ბიბლიისადმი პატივისცემას იესო იმითაც ავლენდა, რომ ცხოვრობდა მის სწავლებებთან შეთანხმებულად. ის არასოდეს შეურაცხყოფდა ბიბლიის ავტორიტეტს. პირიქით, იესო განსჯიდა მათ, რომლებიც არ ქადაგებდნენ ბიბლიასთან შეთანხმებულად და ცდილობდნენ საკუთარი იდეებით შეესუსტებინათ ბიბლიის სწავლებების ძალა (მარკოზი 7:9–13).
11. ხშირად, რა პოზიცია უკავიათ ეკლესიებს ღმერთის სიტყვის მიმართ?
11 შეესაბამებიან თუ არა ამ მხრივ ეგრეთ წოდებული ქრისტიანობის ეკლესიები ქრისტეს მაგალითს? თუ აქვთ მათ ბიბლიისადმი ღრმა პატივისცემა? დღეს მრავალ სასულიერო პირს არ სწამს ბიბლიური ცნობა ადამის შეცოდების შესახებ, ნოეს დღეებში მომხდარი მსოფლიო წარღვნის, იონასა და დიდი თევზის და მრავალი სხვა რამის შესახებ. ისინი ასევე ამბობენ, რომ ადამიანი შექმნა არა უშუალოდ ღმერთმა, არამედ წარმოიშვა ევოლუციის შედეგად. ხელს უწყობენ კი ამით ღმერთის სიტყვის პატივისცემას? ასევე ზოგიერთი ეკლესიის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ქორწინების გარეშე სქესობრივი კავშირი, თვით ჰომოსექსუალიზმი და მრავალცოლიანობაც კი სავსებით მისაღებია. შეგიძლია თუ არა იმის თქმა, რომ ასეთი პირები აღძრავენ ადამიანებს, გამოიყენონ ბიბლია, როგორც სახელმძღვანელო? რა თქმა უნდა, არა. რასაკვირველია, ისინი არ მისდევენ იესოსა და მისი მოციქულების მაგალითს (მათე 15:18, 19; რომაელთა 1:24–27).
12. ა) მიუხედავად იმისა, რომ უმრავლესობას აქვს ბიბლია, რატომ არ იწონებს ღმერთი მათ თაყვანისმცემლობას? ბ) რა დასკვნამდე უნდა მივიდეთ, თუ ღმერთის კანონის განზრახ დამრღვევი, მაინც კარგი რეპუტაციით სარგებლობს თავის ეკლესიაში?
12 არიან ეკლესიის წევრები, რომლებსაც აქვთ ბიბლია და სწავლობენ კიდეც მას, მაგრამ თავიანთი ცხოვრებით ისინი არ შეესაბამებიან ღმერთის სიტყვას. ასეთი ადამიანების შესახებ ბიბლიაში ნათქვამია: „ისინი სიტყვით აღიარებენ ღმერთს, საქმეებით კი უარყოფენ“ (ტიტე 1:16; 2 ტიმოთე 3:5). როგორ დასკვნამდე მივდივართ, როცა ეკლესიის წევრები მონაწილეობენ აზარტულ თამაშებში, თვრებიან, სჩადიან სხვა უზნეო საქციელს და მიუხედავად ამისა, თავიანთ ეკლესიებში მაინც კარგი რეპუტაციით სარგებლობენ? ცხადია, ღმერთი არ იწონებს მათ რელიგიურ ორგანიზაციას (1 კორინთელთა 5:11–13).
13. როგორი სერიოზული გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ადამიანმა, როცა აღმოაჩენს, რომ მისი ეკლესიის მოძღვრება მთლიანად არ ეთანხმება ბიბლიას?
13 თუ იმსჯელე ამ წიგნის წინამდებარე თავების შესახებ და განიხილე იქ მოცემული ბიბლიური მუხლები, მაშინ შენ გაეცანი ღმერთის სიტყვის ძირითად სწავლებებს. მაგრამ როგორ მოიქცევი, თუ იმ რელიგიური ორგანიზაციის მოძღვრება, რომელთანაც შენ ხარ დაკავშირებული, არ შეესაბამება ღმერთის სიტყვას? შენ სერიოზული პრობლემის წინაშე დგახარ. საჭიროა გადაწყვიტო: ბიბლიის სამართლიანობას აღიარებ, თუ უარს აცხადებ მასზე იმ მოძღვრების სასარგებლოდ, რომელსაც ბიბლია არ იწონებს. რას გააკეთებ, რა თქმა უნდა, შენი ნებაა, მაგრამ გმართებს გულდასმით აწონ-დაწონო ეს საკითხი, რადგან გამოტანილი გადაწყვეტილება იმოქმედებს ღმერთთან შენს ურთიერთობაზე და იმედზე — სამოთხეში, დედამიწაზე მარადიული სიცოცხლის შესახებ.
ქვეყნიერებისგან განცალკევებით ყოფნა
14. ა) რა არის ჭეშმარიტი რელიგიის შემდეგი განმასხვავებელი ნიშანი? ბ) რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ ჭეშმარიტი თაყვანისმცემლები შეესაბამებოდნენ ამ მოთხოვნებს?
14 როგორც იესომ თქვა, ჭეშმარიტი რელიგიის მიმდევართა სხვა განმასხვავებელი ნიშანი ისაა, რომ ისინი „არ არიან წუთისოფლისანი“ (იოანე 17:14). ეს ნიშნავს, რომ ჭეშმარიტი თაყვანისმცემლები განცალკევებული უნდა იყვნენ გახრწნილი ქვეყნიერებისა და მისი საქმეებისგან. იესო ქრისტემ უარყო, გამხდარიყო პოლიტიკური მმართველი (იოანე 6:15). თუ გაიხსენებ ბიბლიის სიტყვებს, რომ სატანა ეშმაკი არის წუთისოფლის მთავარი, შენ მიხვდები, რატომ არის ასე მნიშვნელოვანი, რომ განცალკევებულად იდგე წუთისოფლისგან (იოანე 12:31; 2 კორინთელთა 4:4). თუ რამდენად სერიოზულია ეს, გამომდინარეობს ბიბლიის შემდგომი გამოთქმიდან: „ვისაც წუთისოფლის მეგობრობა უნდა, იგი ღვთის მტერი ხდება“ (იაკობი 4:4).
15. ა) ნამდვილად არ არიან შენთვის ცნობილი ეკლესიები „წუთისოფლისანი“? ბ) იცნობ თუ არა ისეთ რელიგიას, რომელიც შეესაბამება ამ მოთხოვნას?
15 გვიჩვენებს თუ არა ფაქტები, რომ შენს შემოგარენში არსებული ეკლესიები ითვალისწინებენ ამას? ნამდვილად არ არიან სამღვდელოება და რელიგიური საზოგადოების წევრები „წუთისოფლისანი“? თუ ისინი ღრმად არიან ჩაბმული ნაციონალიზმში, პოლიტიკასა და კლასობრივ ბრძოლაში? ამ კითხვებზე პასუხის გაცემა ძნელი არ არის, რადგან ეკლესიების მოღვაწეობა ფართოდაა ცნობილი. სხვა მხრივ, ასევე ადვილია იეჰოვას მოწმეების საქმიანობის შემოწმება. თუკი შეამოწმებ, დაადგენ, რომ ისინი ნამდვილად მისდევენ ქრისტესა და მისი ადრინდელი მიმდევრების მაგალითს იმით, რომ განცალკევებული არიან ქვეყნიერებისგან, მისი პოლიტიკური საქმეებისგან, ეგოისტური, ამორალური და მოძალადეობრივი გზებისგან (1 იოანე 2:15–17).
ურთიერთ შორის სიყვარული
16. რა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნიშანი, რომლითაც შეიძლება ქრისტეს მოწაფეების ამოცნობა?
16 ქრისტეს ჭეშმარიტი მოწაფეების ამოცნობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნიშანი არის სიყვარული, რომელიც მათ ურთიერთ შორის აქვთ. იესომ თქვა: „ჩემი მოწაფეები რომ ხართ, იმით გაიგებენ ყველანი, თუ სიყვარული გექნებათ ურთიერთს შორის“ (იოანე 13:35). ავლენენ თუ არა ასეთ სიყვარულს შენთვის ცნობილი რელიგიური ორგანიზაციები? მაგალითად, რას აკეთებენ ისინი, როცა მათ ქვეყნებს შორის მიმდინარეობს ომი?
17. რამდენად შეესაბამებიან რელიგიური ორგანიზაციები და მათი წევრები მოთხოვნას, ჰქონდეთ ურთიერთ შორის სიყვარული?
17 შენ იცი, თუ რა ხდება ჩვეულებრივ. ქვეყნიური ადამიანების ბრძანებით სხვადასხვა რელიგიური ორგანიზაციის წევრები მიდიან ბრძოლის ველზე და ხოცავენ სხვა ქვეყანაში მცხოვრებ თანამორწმუნე ძმებს. კათოლიკეები ხოცავენ კათოლიკეებს, პროტესტანტები — პროტესტანტებს და მუსულმანები — მუსულმანებს. მიგაჩნია თუ არა, რომ ასეთი მოქმედება ღმერთის სიტყვასთან არის შეთანხმებული და ნამდვილად ავლენს ღვთაებრივ სულისკვეთებას? (1 იოანე 3:10–12).
18. როგორ შეესაბამებიან იეჰოვას მოწმეები მოთხოვნას, გამოავლინონ სიყვარული ურთიერთ შორის?
18 იეჰოვას მოწმეები კი როგორ შეესაბამებიან მოთხოვნას, გამოამჟღავნონ ურთიერთსიყვარული? ისინი არ მისდევენ ამქვეყნიური რელიგიების გზებს. არ კლავენ ბრძოლის ველზე თანამორწმუნეებს. ისინი არ ცრუობენ, როგორც სხვები, რომლებიც ამბობენ: ‘მიყვარს ღმერთი’, ამავე დროს კი სძულთ თანამორწმუნე სხვა ერიდან, ტომიდან ან რასიდან (1 იოანე 4:20, 21). იეჰოვას მოწმეები სიყვარულს სხვაგვარადაც ამჟღავნებენ. როგორ? ახლობლებთან ურთიერთობით და ასევე სიყვარულით აღსავსე მცდელობით, დაეხმარონ სხვებს ღმერთის გაცნობაში (გალატელთა 6:10).
ერთი ჭეშმარიტი რელიგია
19. რატომ არის ლოგიკური და საღვთო წერილთან შეთანხმებული, რომ არსებობს მხოლოდ ერთი ჭეშმარიტი რელიგია?
19 სავსებით ლოგიკურია, რომ უნდა არსებობდეს მხოლოდ ერთი ჭეშმარიტი რელიგია. ეს შეესაბამება იმ ფაქტს, რომ ჭეშმარიტი „ღმერთი უწესრიგობის კი არ არის, არამედ მშვიდობისაა“ (1 კორინთელთა 14:33). ბიბლია ამბობს, რომ სინამდვილეში არსებობს მხოლოდ „ერთი რწმენა“ (ეფესელთა 4:5). მაშ ვინ წარმოადგენს დღეს ჭეშმარიტ თაყვანისმცემელთა საზოგადოებას?
20. ა) ვინ არიან ჭეშმარიტი თაყვანისმცემლები, ამ წიგნში მოცემული ფაქტების თანახმად? ბ) თუ გწამს ეს? გ) ყველაზე უკეთ როგორ შეიძლება იეჰოვას მოწმეთა გაცნობა?
20 უყოყმანოდ ვამბობთ, რომ ესენი იეჰოვას მოწმეები არიან. თვითონვე რომ დარწმუნდე ამაში, ჩვენ გიწვევთ უკეთესად გაეცნო მათ. ამის საუკეთესო შესაძლებლობაა, დაესწრო შეხვედრებს იეჰოვას მოწმეთა სამეფო დარბაზში. რამდენადაც ბიბლია ცხადყოფს, რომ ჭეშმარიტი რელიგიის მიმდევრობას დღესვე მოაქვს უდიდესი კმაყოფილება და გზას ხსნის სამოთხეში, დედამიწაზე მარადიული სიცოცხლით ტკბობისკენ, უსათუოდ ღირს ასეთი გამოკვლევა (მეორე რჯული 30:19, 20). ჩვენ მთელი გულით გიწვევთ, გააკეთო ეს. რატომ არ უნდა დაიწყო ახლავე?
[სურათი 185-ე გვერდზე]
რომელ რელიგიას მიგაკუთვნებენ ადამიანები, თუ მათთან იეჰოვასა და მისი სამეფოს შესახებ ლაპარაკობ?
[სურათები 186-ე გვერდზე]
ავლენს თუ არა პიროვნება ღმერთის სიტყვისადმი პატივისცემას, თუ არ ცხოვრობს მის ნორმებთან შეთანხმებულად?
[სურათი 188, 189 გვერდებზე]
იესომ უარყო, გამხდარიყო პოლიტიკური ხელისუფალი.
[სურათი 190-ე გვერდზე]
შენ გულითადად ხარ მოწვეული, რომ დაესწრო იეჰოვას მოწმეთა შეხვედრებს.