‘წარმოვადგენ რამეს ღმერთისთვის?’
„წარმოვადგენ რამეს? ზრუნავს ღმერთი ჩემზე?“ ამ სათაურით იწყება ჟურნალში „ქრისტიანობა დღეს“ (Christianity Today) გამოქვეყნებული სტატია. „როგორც მწერლის, ჩემი კარიერის უმეტესი ნაწილი ტკივილთან დაკავშირებული პრობლემის გარშემო ტრიალებდა, — ამბობს ამ სტატიის ავტორი ფილიპ იანსი. — კვლავ და კვლავ ვუბრუნდები ერთსა და იმავე კითხვას, თითქოს ძველ ჭრილობას ვეხები, რომელიც ბოლომდე არასდროს ხორცდება. ჩემი წიგნების მკითხველებისგან ტკივილის გამომხატველ მოთხრობებს ვისმენ და ისინი საკმაოდ ამტკიცებენ ჩემს ეჭვებს“.
შესაძლოა, შენც გსურს იცოდე, რამდენად არის ღმერთი დაინტერესებული შენი სიცოცხლით. მაგრამ იქნებ მოსმენილი გაქვს იოანეს 3:16, სადაც ნათქვამია: „ისე შეიყვარა ღმერთმა წუთისოფელი, რომ მისცა თავისი მხოლოდშობილი ძე“. ან, შესაძლოა, წაგიკითხავს მათეს 20:28, რომელიც იტყობინება, რომ იესო მოვიდა, რათა ‘თავი შეეწირა მრავალთა გამოსასყიდად’. და მაინც შეიძლება იკითხო: „მაქცევს თუ არა ღმერთი ყურადღებას? ზრუნავს თუ არა ის ჩემზე, როგორც ცალკეულ პიროვნებაზე?“ არსებობს საფუძვლიანი მიზეზი, ვირწმუნოთ, რომ ის ზრუნავს ჩვენზე, რასაც შემდეგ დავინახავთ.