იეჰოვას მოწმეები ატარებენ საერთაშორისო კონგრესებს
იეჰოვას მოწმეების ხელმძღვანელი საბჭო 1998 წელს გეგმავს საერთაშორისო კონგრესების ჩატარებას. ამ განცხადებას დიდი ენთუზიაზმით შეხვდნენ პენსილვანიის საგუშაგო კოშკის, ბიბლიისა და ტრაქტატების საზოგადოების ყოველწლიურ შეხვედრაზე, რომელიც 1996 წლის 5 ოქტომბერს, შაბათს ჩატარდა ჯერზი-სიტის საკონგრესო დარბაზში.
ჩვეულებრივ, საოლქო კონგრესებთან ერთად ჩრდილოეთ ამერიკაში 1998 წლის შუა პერიოდში ჩატარდება რამდენიმე საერთაშორისო კონგრესი. მოსალოდნელია, რომ ამ დროს მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან ასიათასობით იეჰოვას მოწმე შეიკრიბება. რაც შეიძლება ბევრი წარმომადგენელი რომ დაესწროს საგუშაგო კოშკის საზოგადოების 100-ზე მეტი ფილიალის ოფისებიდან, არჩეული იქნებიან დელეგატები ჩრდილოეთ ამერიკის ქალაქში საერთაშორისო კონგრესზე დასასწრებად.
ცხადია, ყველა მსურველი ვერ შეძლებს ჩრდილოეთ ამერიკაში გამგზავრებას. მაგრამ ათასობით მათგანი შეძლებს საკუთარ სახლთან უფრო ახლოს გამართულ საერთაშორისო კონგრესზე დასწრებას. ორგანიზება გაეწია იმას, რომ საერთაშორისო კონგრესები ჩატარდეს ევროპის ორ ან სამ ქვეყანაში, ასევე აფრიკაში, აზიაში, ლათინურ ამერიკასა და წყნარი ოკეანის სამხრეთ ნაწილში, კარიბის ზღვის ქვეყნებში.
საზოგადოების ფილიალის ოფისები დროულად მიაწოდებენ რჩევას კრებებს სათანადო ტერიტორიებზე თუ რომელ ქალაქსა თუ ქალაქებში არიან მიწვეული კონგრესზე. არჩეული დელეგატებისთვის გაიცემა ინფორმაციები კონგრესის დღეებსა და ღონისძიებებზე. მათ, რომლებიც ფიქრობენ, რომ ისურვებენ დელეგატობას, ახლავე უნდა დაიწყონ თანხების შეგროვება ამ განსაკუთრებული შემთხვევის მოლოდინში.
მთელი მსოფლიოს მასშტაბით ელის იეჰოვას ყველა მოწმე 1998 წლის საერთაშორისო შეკრებებს. საოლქო კონგრესები ყველა ქვეყანაში მსგავსი პროგრამით ჩატარდება.