საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • w99 11/1 გვ. 3-4
  • 2000 — განსაკუთრებული თარიღია?

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • 2000 — განსაკუთრებული თარიღია?
  • საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 1999
  • მსგავსი მასალა
  • როდის დაიწყება მესამე ათასწლეული?
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 1999
  • რამდენად მნიშვნელოვანი იქნება 2000 წელი?
    გამოიღვიძეთ! — 1998
  • 2000 წელი — თქვენც შეგეხებათ კომპიუტერების მწყობრიდან გამოსვლა?
    გამოიღვიძეთ! — 1999
  • მკითხველთა წერილები
    გამოიღვიძეთ! — 2001
იხილეთ მეტი
საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 1999
w99 11/1 გვ. 3-4

2000 — განსაკუთრებული თარიღია?

არის რაღაცით განსაკუთრებული 2000 წელი? დასავლეთის ქვეყნებში მცხოვრებნი, ჩვეულებრივ, მას მესამე ათასწლეულის პირველ წლად მიიჩნევენ. მიმდინარეობს დიდი მზადება, რათა ზარ-ზეიმით შეხვდნენ მას. ამონტაჟებენ უზარმაზარ ელექტრონულ საათებს, რომლებიც ახალი ათასწლეულის დადგომამდე დარჩენილ წამებს დაითვლის. მიმდინარეობს მუშაობა იმაზე, რომ ახალი წლის წინა დღეს საზეიმო მეჯლისები მოეწყოს. მაღაზიებსა და დიდი ქალაქების სავაჭრო ცენტრებში გამოფენილია მაისურები, რომლებზეც ათასწლეულის დასრულების აღმნიშვნელი ლოზუნგებია წარწერილი.

მთელი წლის განმავლობაში გამართულ დღესასწაულებს შეუერთდებიან როგორც დიდი, ისე პატარა ეკლესიები. მოელიან, რომ მომდევნო წლის დასაწყისში პაპი იოანე-პავლე II კათოლიკეებს ისრაელისკენ, ეგრეთ წოდებული, „რომაული კათოლიკური ეკლესიის მიერ ახალი ათასწლეულის აღსანიშნავად გამართული საიუბილეო ზეიმისკენ“, წარუძღვება. ვარაუდობენ, რომ მომდევნო წელს ორ-ნახევარი მილიონიდან ექვს მილიონამდე ადამიანი (როგორც მორწმუნე, ისე უბრალოდ ცნობისმოყვარე) ჩავა ისრაელში.

რატომ გეგმავს ამდენი ადამიანი ისრაელში ჩასვლას? ვატიკანის ოფიციალურმა პირმა, კარდინალმა როჯერ ეჩეგარაიმ, რომელიც პაპის სახელით გამოვიდა, აღნიშნა: „ეს თარიღი ამ ქვეყანაში ქრისტეს დაბადების 2000 წლისთავის აღმნიშვნელია. ამიტომაც არაფერია უჩვეულო იმაში, რომ ამ წელს პაპი ისრაელში ჩადის“. რა კავშირი აქვს 2000 წელს ქრისტესთან? საყოველთაოდ აღიარებულია, რომ ეს თარიღი ქრისტეს დაბადებიდან ზუსტად 2 000 წლის აღმნიშვნელია. მაგრამ ნამდვილად ასეა ეს? ვნახავთ.

ზოგი რელიგიური დაჯგუფებისთვის 2000 წელი კიდევ უფრო მნიშვნელოვანია. ისინი დარწმუნებული არიან, რომ მომდევნო წელს იესო დაბრუნდება ზეთისხილის მთაზე და, წიგნ „გამოცხადების“ თანახმად, მეგიდოს ველზე გამართავს ომს, არმაგედონს (გამოცხადება 16:14—16). ამ მოვლენების მოლოდინში შეერთებული შტატების ასობით მოსახლე ყიდის სახლს, თითქმის მთელ ქონებას და ისრაელში მიემგზავრება. საინფორმაციო წყაროების ცნობით, მათ კი, ვისაც ისრაელში წასვლა არ შეუძლია, შეერთებული შტატების გამოჩენილი ევანგელისტი დაჰპირდა, რომ ქრისტეს დაბრუნებასთან დაკავშირებით ფერად სატელევიზიო რეპორტაჟს მოუმზადებს.

დასავლეთის ქვეყნებში მესამე ათასწლეულთან შესახვედრად მზადება სულ უფრო და უფრო მეტ ინტენსივობას იძენს. მაგრამ სხვა ქვეყნებში ხალხი ჩვეულ ცხოვრებას განაგრძობს. ამ ხალხს — მსოფლიო მოსახლეობის უმეტესობას — არ სწამს, რომ იესო ნაზარეველი მესია იყო. ისინი არც იმის აუცილებლობას გრძნობენ, რომ წელთაღრიცხვა ქრისტეს შობიდან დაიწყონa. მაგალითად, მრავალ მუსლიმანს საკუთარი კალენდარი აქვს, რომლის თანახმადაც მომდევნო წელი 1420-ია და არა 2000. მუსლიმანები წელთაღრიცხვას წინასწარმეტყველ მაჰმადის მექადან მედინაში გაქცევის დროიდან იწყებენ. სულ კი მსოფლიოში დაახლოებით 40 კალენდარი არსებობს.

აქვს ქრისტიანებისთვის რაიმე მნიშვნელობა 2000 წელს? არის 2000 წლის 1 იანვარი ნამდვილად განსაკუთრებული თარიღი? ამ კითხვებზე მომდევნო სტატია გვიპასუხებს.

[სქოლიო]

a ზოგი მეცნიერი წელთაღრიცხვისთვის ძვ. წ-ს (ძველი წელთაღრიცხვით) ან ახ. წ.-ს (ახალი წელთაღრიცხვით) გამოყენებას ამჯობინებს.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება