საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • w00 9/1 გვ. 3-5
  • იცით თუ არა, როგორ ელოდოთ?

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • იცით თუ არა, როგორ ელოდოთ?
  • საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2000
  • ქვესათაურები
  • მსგავსი მასალა
  • სიცოცხლის ტყუილად დახარჯული დღეები
  • იმის სწავლა, თუ როგორ ველოდოთ
  • მოთმინება დაჯილდოვდება
  • სიხარულით დაველოდოთ იეჰოვას
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2007
  • მზად ხართ, მოთმინებით დაელოდოთ იეჰოვას?
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2017
  • დაე თქვენმა აზროვნებამ აირეკლოს, რომ ლოდინი შეგიძლიათ!
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2000
  • სიხარულით დაელოდეთ იეჰოვას!
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2024
იხილეთ მეტი
საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2000
w00 9/1 გვ. 3-5

იცით თუ არა, როგორ ელოდოთ?

შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, ყოველწლიურად რამდენ დროს ხარჯავს ადამიანი ლოდინში? ლოდინი გვიწევს მაღაზიაში ან ბენზინის ჩასასხმელად რიგში დგომისას. რესტორანში შესვლისას ველოდებით, თუ როდის მოგვემსახურებიან. რიგში დგომა გვიწევს ექიმის ან დანტისტის კაბინეტთანაც. ვუცდით ავტობუსსა თუ მატარებელს. დიახ, ადამიანი ცხოვრების საოცრად დიდ ნაწილს რაღაცის მოლოდინში ატარებს. ერთი გამოკვლევის თანახმად, გერმანელები მხოლოდ მანქანების ჭედვაში მოყოლისას ლოდინში 4,7 მილიარდ საათს კარგავენ! როგორც გამოთვლილია, ეს დრო 7 000 ადამიანის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობის ტოლია.

ლოდინმა შეიძლება გუნება გაგვიფუჭოს. დღეს, როდესაც ყველაფრის გასაკეთებლად დრო არასოდეს არ გვყოფნის, და ვფიქრობთ იმ საქმეებზე, რომელთა გაკეთებაც უნდა მოვასწროთ, ლოდინი ნამდვილი წამებაა. მწერალმა ალექსანდრ როზემ ერთხელ თქვა: „ცხოვრებაში ემოციური დაძაბულობის ნახევარი ლოდინით არის გამოწვეული“.

ამერიკელ სახელმწიფო მოღვაწეს, ბენჯამინ ფრანკლინს ესმოდა, რომ ლოდინის დროს დაკარგული დრო შეიძლება ძვირადაც ფასობდეს. 250-ზე მეტი წლის წინათ მან აღნიშნა: „დრო ფულია“. ამიტომაც არის, რომ ბიზნესმენები ყოველთვის ეძებენ საშუალებებს, რათა სამუშაო პროცესში ზედმეტი დაყოვნებები თავიდან აირიდონ. ნაკლებ დროში მეტი პროდუქციის გამოშვება მეტად მომგებიანია. ბიზნესმენები, რომლებსაც უშუალოდ ხალხის მომსახურებასთან აქვთ კავშირი, ცდილობენ, სწრაფად მოემსახურონ მათ — სწრაფად შესთავაზონ საკვები; მომხმარებელს საბანკო საქმიანობა და სხვა მსგავსი რამეები მანქანიდან გადაუსვლელად მოაგვარებინონ — რადგან იციან, რომ მომხმარებლის სიამოვნებაში ლოდინის დროის შემცირებაც შედის.

სიცოცხლის ტყუილად დახარჯული დღეები

მე-19 საუკუნის ამერიკელმა პოეტმა რალფ უოლოუ ემერსონმა ერთხელ გულისტკივილით აღნიშნა: „ადამიანის ცხოვრების რამხელა ნაწილი იკარგება ლოდინში!“. მოგვიანებით მწერალმა ლანს მოროუმ ლოდინით გამოწვეულ მოწყენილობასა და დისკომფორტზე დაიჩივლა. შემდეგ მან „ლოდინით გამოწვეული ყრუ ტკივილი“ მოიხსენია. რა არის ეს? „ცოდნა იმისა, რომ ვიღაცის უძვირფასესი შესაძლებლობა, დრო, ცხოვრების ნაწილი ქრება, სამუდამოდ იკარგება“. ეს სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია. ლოდინში დაკარგული დრო, სამუდამოდ დაკარგული დროა.

რა თქმა უნდა, ცხოვრება ასე მოკლე რომ არ იყოს, ლოდინი ნაკლებად შემაწუხებელი იქნებოდა, მაგრამ ცხოვრება ხანმოკლეა. საუკუნეების წინათ ფსალმუნმომღერალი ამბობდა: „ჩვენს წელთა რიცხვი სამოცდაათი წელიწადია, ხოლო ჯანმაგრობის დროს ოთხმოცი წელიწადი; და ამათგან უმეტესი ჯაფა და უსამართლობაა, რადგანაც სწრაფად გაივლიან და ჩვენ მივფრინავთ“ (ფსალმუნი 89:10). სადაც უნდა ვცხოვრობდეთ და ვინც უნდა ვიყოთ, ჩვენი ცხოვრება — დღეები, საათები, წუთები, რომლებიც დაბადებისას ჯერ კიდევ წინა გვაქვს — შეზღუდულია. მიუხედავად ამისა, შეუძლებელია თავიდან ავიცილოთ სიტუაციები, რომლებიც იძულებულს გვხდის, რომ ამ ძვირფასი დროიდან გარკვეული ნაწილი რაღაცის ან ვიღაცის მოლოდინში დავკარგოთ.

იმის სწავლა, თუ როგორ ველოდოთ

უმეტესობას გამოგვიცდია მანქანაში ისეთ მძღოლთან ჯდომა, რომელიც გამუდმებით ცდილობს, გაუსწროს წინ მიმავალ მანქანას. ხშირად ამის აუცილებლობა სულაც არ არსებობს — მძღოლს არავითარი გადაუდებელი საქმე არა აქვს. უბრალოდ, ის ვერ ეგუება იმას, რომ წინ მიმავალ მძღოლზე იყოს დამოკიდებული. ასეთი მოუთმენლობა ცხადყოფს, რომ მას არ უსწავლია, თუ როგორ ელოდოს. უსწავლია?! დიახ, იმას, თუ როგორ ველოდოთ, სწავლა სჭირდება. ამის ცოდნა დაბადებიდან არავის დაჰყვება თან. ბავშვებს, როდესაც მოშივდებათ ან რამე აწუხებთ, მაშინვე, დაუყოვნებლივ ყურადღებას ითხოვენ. მხოლოდ მას შემდეგ, რაც წამოიზრდებიან, იგებენ, რომ ზოგჯერ თავიანთი სურვილის დასაკმაყოფილებლად უნდა მოიცადონ. მართლაც, მაშინ როდესაც ლოდინი ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, იმის ცოდნა, თუ აუცილებლობის შემთხვევაში, როგორ უნდა ველოდოთ, მოწიფულობის მაჩვენებელია.

რა თქმა უნდა, არსებობს სიტუაციები, რომლებიც დაუყოვნებლივ მოქმედებას მოითხოვს და ასეთ შემთხვევებში მოუთმენლობა გასაგებიცაა. თუ ახალგაზრდა ქმარი ცოლს, რომელმაც ეს-ესაა უნდა იმშობიაროს, საავადმყოფოსკენ მიაქანებს, მისი დაუყოვნებლივ მოქმედება გამართლებულია. როდესაც ანგელოზები ლოტს აჩქარებდნენ, სოდომიდან გამოსულიყო, მაშინ დაყოვნების დრო უკვე აღარ იყო. განადგურება გარდაუვალი იყო და ლოტისა და მისი ოჯახის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა (დაბადება 19:15, 16). მაგრამ უმეტეს შემთხვევაში, როდესაც ადამიანები იძულებული არიან, მოიცადონ, არავის სიცოცხლეს არ ემუქრება საფრთხე. ასეთ შემთხვევებში ატმოსფერო ბევრად უფრო სასიამოვნო იქნებოდა, თუ ყველას ექნებოდა ნასწავლი მოთმინება — მაშინაც კი, თუ ლოდინის მიზეზი ვიღაცის უმოქმედობა ან დაუდევრობა იქნებოდა. გარდა ამისა, ლოდინს ისიც გააადვილებდა, თუ ყველას ეცოდინებოდა, როგორ გამოეყენებინა სასარგებლოდ ლოდინში გატარებული დრო. მე-5 გვერდზე მოცემულია რამდენიმე რჩევა, რომელიც ლოდინს არა მარტო ასატანს, არამედ სასარგებლოსაც კი გახდიდა.

შეუძლებელია შეუმჩნეველი დარჩეს ის, რომ მოუთმენლობის მიზეზი სიამაყეა — იმის გრძნობა, რომ ესა თუ ის ადამიანი მეტისმეტად მნიშვნელოვანი პიროვნებაა და შეუძლებელია, მოიცადოს. ასეთი აზროვნების მქონე ნებისმიერი ადამიანისთვის ურიგო არ იქნებოდა, დაფიქრებულიყო ბიბლიის სიტყვებზე: „სულგრძელი კაცი სჯობს ამპარტავანს“ (ეკლესიასტე 7:8). ქედმაღლობა ანუ ამპარტავნობა სერიოზული ნაკლია. ბიბლიური იგავი ამბობს: „ყველა გულზვიადი სიბილწეა უფლის წინაშე“ (იგავნი 16:5). მოთმინების სასწავლად — იმის სასწავლად, თუ როგორ უნდა ველოდოთ — შეიძლება საკუთარი თავის გამოკვლევა და ჩვენს ირგვლივ მყოფთა მიმართ ჩვენი ურთიერთობების ყურადღებით გაანალიზება დაგვჭირდეს.

მოთმინება დაჯილდოვდება

მოთმინება, ჩვეულებრივ, უფრო გვიადვილდება მაშინ, როდესაც დარწმუნებული ვართ, რომ, ღირს იმის გადადება, რასაც ველოდებით ან კიდევ, თუ დარწმუნებული ვართ, რომ ტყუილად არ ვიცდით. ამასთან დაკავშირებით კარგი იქნებოდა, დავფიქრებულიყავით იმ ფაქტზე, რომ ღვთის ყველა გულწრფელი თაყვანისმცემელი ელოდება ბიბლიაში მოცემული დიდებული დაპირებების შესრულებას. მაგალითად, ღვთის შთაგონებით დაწერილი ფსალმუნი გვეუბნება: „მართალნი დაიმკვიდრებენ ქვეყანას და იარსებებენ მასზე უკუნისამდე“. ამ დანაპირებს შეესატყვისება მოციქული იოანეს სიტყვებიც: „ღვთის ნების აღმსრულებელი . . . რჩება უკუნისამდე“ (ფსალმუნი 36:29; 1 იოანე 2:17). ცხადია, მარადიულად რომ ვცხოვრობდეთ, ლოდინი დიდ სირთულეს არ შეგვიქმნიდა, მაგრამ დღესდღეობით მარადიულად არ ვცხოვრობთ. არის კი რეალურად შესაძლებელი მარადიული ცხოვრება?

ამ კითხვაზე პასუხის გაცემამდე დავფიქრდეთ იმაზე, რომ ღმერთმა ჩვენი პირველი წინაპრები მარადიული სიცოცხლის პერსპექტივით შექმნა. მხოლოდ შეცოდების გამო დაკარგეს მათ ეს პერსპექტივა როგორც თავიანთთვის, ისე თავიანთი შთამომავლობისთვის და მათ შორის ჩვენთვისაც. მაგრამ ამ წყვილის შეცოდებისთანავე ღმერთმა განაცხადა თავისი განზრახვა იმასთან დაკავშირებით, რომ აღმოეფხვრა მათი დაუმორჩილებლობის შედეგები. ის დაგვპირდა, რომ მოვიდოდა „თესლი“. ეს თესლი კი იესო ქრისტე აღმოჩნდა (დაბადება 3:15; რომაელთა 5:18).

მივიღებთ თუ არა სარგებლობას პირადად ჩვენ ღვთის დანაპირებიდან, ჩვენსავე გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული. სარგებლობის მისაღებად კი მოთმინებაა საჭირო. ასეთი მოთმინების სწავლაში ჩვენს დასახმარებლად ბიბლია მოგვიწოდებს, დავფიქრდეთ მიწათმოქმედის მაგალითზე. ის თესავს თესლს და სხვა არჩევანი არა აქვს გარდა იმისა, რომ მოთმინებით დაელოდოს — შესაძლებლობის ფარგლებში ყველაფერს აკეთებს ყანის დასაცავად — ვიდრე მკის დრო დადგება. მაშინ მისი მოთმინება ჯილდოვდება და მიწათმოქმედი ხედავს თავისი შრომის ნაყოფს (იაკობი 5:7). მოციქულ პავლეს მოთმინების სხვა მაგალითი მოჰყავს; ის ძველი დროის ერთგული მამაკაცებისა და ქალების შესახებ მოგვითხრობს: ისინი მოელოდნენ ღვთის განზრახვების შესრულებას, მაგრამ ღვთის მიერ დანიშნულ დროს უნდა დალოდებოდნენ. პავლე მოგვიწოდებს, მივბაძოთ მათ, «ვინც რწმენით და სულგრძელობით [„მოთმინებით“, აქ] იმკვიდრებენ აღთქმებს» (ებრაელთა 6:11, 12).

დიახ, ლოდინი ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, მაგრამ ის არ უნდა გახდეს გაუთავებელი უსიამოვნებების მიზეზი. ღვთის დანაპირებების შესრულების მომლოდინეთათვის ის შეიძლება სიხარულის მიზეზი იყოს; მათ შეუძლიათ ლოდინში გატარებული დრო იეჰოვასთან ახლო ურთიერთობის დამყარებასა და რწმენის გამომვლენი საქმეების შესრულებას მოახმარონ. ლოცვით, შესწავლითა და დაფიქრებით მათ შეუძლიათ განივითარონ ურყევი რწმენა იმისა, რომ ღვთის ყველა დანაპირები, დანიშნულ დროს აუცილებლად შესრულდება.

[ჩარჩო⁄სურათები 5 გვერდზე]

შეამცირეთ ლოდინით გამოწვეული უსიამოვნება!

წინასწარ დაგეგმეთ! თუ იცით, რომ ლოდინი მოგიწევთ, თან გქონდეთ რამე, რათა იკითხოთ, წეროთ, ქსოვოთ, ქარგოთ ან სხვა სასარგებლო საქმით დაკავდეთ.

გამოიყენეთ დრო ფიქრისთვის, რადგან ფიქრისთვის დროის გამონახვა ამ წუთისოფლის ორომტრიალში სულ უფრო და უფრო რთული ხდება.

ტელეფონთან ყოველთვის გქონდეთ რაღაც საკითხავი; თუ აბონენტი სხვასთან არის გადაერთებული და ლოდინი გიწევთ, ხუთი ან ათი წუთის განმავლობაში რამდენიმე გვერდს წაიკითხავდით.

როდესაც ლოდინისას ხალხში ყოფნა გიწევთ, გამოიყენეთ შესაძლებლობა — თუ ის სათანადოა — დაიწყეთ სხვებთან საუბარი და გაუზიარეთ გამამხნევებელი აზრები.

ავტომობილში ყოველთვის გქონდეთ ბლოკნოტი ან რამე საკითხავი, გაუთვალისწინებელ შემთხვევებში ლოდინის დროისთვის.

დახუჭეთ თვალები, მოდუნდით ან ილოცეთ.

ლოდინთან წარმატებით გამკლავება ძირითადად აზროვნების ტიპისა და წინდახედულობის საქმეა.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება