საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • w24 თებერვალი გვ. 26-27
  • სიხარულით დაელოდეთ იეჰოვას!

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • სიხარულით დაელოდეთ იეჰოვას!
  • საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2024
  • ქვესათაურები
  • მსგავსი მასალა
  • ᲠᲐᲢᲝᲛ ᲛᲝᲔᲚᲘᲡ ᲘᲔᲰᲝᲕᲐ, ᲠᲝᲛ ᲛᲝᲗᲛᲘᲜᲔᲑᲘᲗ ᲓᲐᲕᲔᲚᲝᲓᲔᲑᲘᲗ
  • ᲠᲐ ᲓᲐᲒᲕᲔᲮᲛᲐᲠᲔᲑᲐ, ᲡᲘᲮᲐᲠᲣᲚᲘᲗ ᲓᲐᲕᲔᲚᲝᲓᲝᲗ ᲘᲔᲰᲝᲕᲐᲡ
  • სიხარულით დაველოდოთ იეჰოვას
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2007
  • მზად ხართ, მოთმინებით დაელოდოთ იეჰოვას?
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2017
  • იცით თუ არა, როგორ ელოდოთ?
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2000
  • მზად ხართ, მოთმინებით დაელოდოთ იეჰოვას?
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2021
იხილეთ მეტი
საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2024
w24 თებერვალი გვ. 26-27

სიხარულით დაელოდეთ იეჰოვას!

მეფე დავითი სასახლის სარკმლიდან იყურება და ფიქრობს იმ დროზე, როცა იეჰოვას ყველა განზრახვა შესრულდება.

ᲐᲚᲑᲐᲗ, მოუთმენლად ელით იმ დროს, როცა იეჰოვა ბოლოს მოუღებს ბოროტებას და შექმნის „ყოველივე ახალს“ (გამოცხ. 21:1—5). თუმცა ზოგჯერ შეიძლება ლოდინი რთული აღმოჩნდეს, განსაკუთრებით კი მაშინ, როცა სირთულეებს ვხვდებით. ბიბლიაშიც ნათქვამია, რომ „ხანგრძლივი მოლოდინი გულს ასნეულებს“ (იგავ. 13:12).

თუმცა, ფაქტია, იეჰოვა მაინც მოელის, რომ მოთმინებით დაველოდებით მის მიერ დანიშნულ დროს. მოდი გავიგოთ, რატომ აქვს მას ამის მოლოდინი და რა დაგვეხმარება, ლოდინის დროს სიხარული შევინარჩუნოთ.

ᲠᲐᲢᲝᲛ ᲛᲝᲔᲚᲘᲡ ᲘᲔᲰᲝᲕᲐ, ᲠᲝᲛ ᲛᲝᲗᲛᲘᲜᲔᲑᲘᲗ ᲓᲐᲕᲔᲚᲝᲓᲔᲑᲘᲗ

ესაიას 30:18-ში ვკითხულობთ: „იეჰოვა მოთმინებით იცდის, რომ წყალობა გიყოთ და წამოიმართება, რომ შეგიბრალოთ, რადგან იეჰოვა სამართლიანი ღმერთია. ბედნიერია ყველა, ვინც ელის მას“. მართალია, 30-ე თავი, ძირითადად, ჯიუტი ებრაელების მისამართით იყო დაწერილი, მაგრამ ზემოხსენებული მუხლი ღვთის ერთგულ ებრაელებს ეხებოდა და მათ იმედს უსახავდა (ეს. 30:1). ამ მუხლში ჩაწერილი აზრები დღესაც ამხნევებს იეჰოვას ერთგულ მსახურებს.

იეჰოვა ჩვენგან მოთმინებით ლოდინს მოელის, რადგან თავადაც მოთმინებით უცდის იმ „დღესა და საათს“, როცა ბოლოს მოუღებს ბოროტ ქვეყნიერებას (მათ. 24:36). მაშინ ყველასთვის ცხადი გახდება, რომ იეჰოვასა და მისი მსახურებისთვის წაყენებული სატანის ბრალდებები ცრუა. იმ დროს იეჰოვა წერტილს დაუსვამს სატანის მმართველობას და გაანადგურებს მის მომხრეებს, ჩვენ მიმართ კი წყალობას გამოიჩენს.

მართალია, ამ დროის დადგომამდე განსაცდელების ატანა მოგვიწევს, მაგრამ იეჰოვა გვარწმუნებს, რომ სირთულეების მიუხედავად შევძლებთ სიხარულის შენარჩუნებას. ესაიამაც აღნიშნა, რომ „ბედნიერია ყველა, ვინც ელის მას“ (ეს. 30:18).a მოდი ახლა ვიმსჯელოთ, რა დაგვეხმარება სიხარულის შენარჩუნებაში.

ᲠᲐ ᲓᲐᲒᲕᲔᲮᲛᲐᲠᲔᲑᲐ, ᲡᲘᲮᲐᲠᲣᲚᲘᲗ ᲓᲐᲕᲔᲚᲝᲓᲝᲗ ᲘᲔᲰᲝᲕᲐᲡ

ყურადღება დადებითზე გადაიტანეთ. აი რა დაწერა მეფე დავითმა, რომელმაც ცხოვრებაში ბევრი ცუდი ნახა: „მდუმარედ იყავი იეჰოვას წინაშე და მოთმინებით დაელოდე მას. ნუ გაბრაზდები, თუკი ვინმე თავისი ხრიკებით წარმატებას აღწევს“ (ფსალმ. 37:7, 35). დავითი თავადაც ასე იქცეოდა და იმედს არ კარგავდა, რომ იეჰოვა იხსნიდა. მეტიც, მას არასდროს რჩებოდა მხედველობიდან ის, რასაც ზეციერი მამა მისთვის აკეთებდა (ფსალმ. 40:5). ჩვენც შევძლებთ სიხარულით დაველოდოთ იეჰოვას, თუ ვეცდებით, ნებისმიერ სიტუაციაში ყურადღება დადებითზე გადავიტანოთ.

ყველა შესაძლებლობა გამოიყენეთ იეჰოვას განსადიდებლად. 71-ე ფსალმუნის დამწერმა, სავარაუდოდ, დავითმა, იეჰოვას ასეთი სიტყვები უთხრა: „კვლავაც დაგელოდები და კიდევ უფრო განგადიდებ“ (ფსალმ. 71:14). როგორ მიაგებდა ის იეჰოვას დიდებას? დავითი ყოველთვის საუბრობდა მასზე და სიმღერით ხოტბას ასხამდა (ფსალმ. 71:16, 23). ჩვენც შევძლებთ სიხარულით დაველოდოთ იეჰოვას, თუ განვადიდებთ მას ჩვენი მსახურებით, ყოველდღიური საუბრებითა და სიმღერით. შემდეგ ჯერზე, როცა ჩვენს სიმღერას იმღერებთ, კარგი იქნება, თუ მის გამამხნევებელ ტექსტსაც დაუკვირდებით.

დაუახლოვდით და-ძმებს. რთულ ვითარებაში მყოფმა დავითმა იეჰოვას ასეთი რამ უთხრა: „შენს ერთგულთა თვალწინ შენს სახელზე ვიქნები დაიმედებული“ (ფსალმ. 52:9). და-ძმებთან ურთიერთობა ჩვენთვისაც გამამხნევებელია. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ მათ გვერდით მხოლოდ კრების შეხვედრებსა და მსახურებაში კი არ ვიყოთ, არამედ თავისუფალ დროსაც (რომ. 1:11, 12).

განიმტკიცეთ იმედი. ფსალმუნის 62:5-ში ნათქვამია: „ღმერთს ველოდები მდუმარედ, რადგან მასზე ვარ დაიმედებული“. მტკიცე იმედი განსაკუთრებით მაშინ დაგვჭირდება, თუ იმაზე დიდხანს მოგვიწევს აღსასრულის ლოდინი, ვიდრე წარმოგვედგინა. ჩვენ მტკიცედ უნდა გვწამდეს, რომ იეჰოვას დანაპირები აუცილებლად შესრულდება. ამაში კი ღვთის სიტყვის ღრმა გამოკვლევა დაგვეხმარება. როდესაც ვიკვლევთ წინასწარმეტყველებებს, ვუკვირდებით, რა ჰარმონიულად ერწყმის ბიბლიის სხვადასხვა მონაკვეთი ერთმანეთს და უკეთ ვეცნობით იეჰოვას, მაშინ ჩვენი იმედი სულ უფრო მტკიცდება (ფსალმ. 1:2, 3). იეჰოვასთან ახლო ურთიერთობა რომ შევინარჩუნოთ, არანაკლებ მნიშვნელოვანია, განვაგრძოთ „წმინდა სულით“ ლოცვა (იუდ. 20, 21).

ფოტოკოლაჟზე ნაჩვენებია ასაკოვანი და, რომელიც ბიბლიას კითხულობს და თან ფიქრობს. იქვე წამლებით სავსე კალათი ჩანს. პირველ პატარა სურათზე ჩანს, რომ ის სტენდთან ინვალიდის ეტლით მსახურობს და ერთ ქალბატონს ესაუბრება. მეორე სურათზე ვხედავთ, რომ და-ძმებთან ერთად სასიამოვნოდ ატარებს დროს. მესამე სურათზე კი ნაჩვენებია, როგორ ლოცულობს.

დავითი დარწმუნებული იყო, რომ იეჰოვა თვალყურს ადევნებდა მის მომლოდინეთ და სიკეთეს არ აკლებდა მათ. ჩვენც დარწმუნებული უნდა ვიყოთ ამაში (ფსალმ. 33:18, 22). ასე რომ, ეცადეთ, ნებისმიერ სიტუაციაში დაინახოთ დადებითი, განადიდოთ ზეციერი მამა, დაუახლოვდეთ და-ძმებს და განიმტკიცოთ იმედი. ეს ყოველივე დაგეხმარებათ, სიხარული არ დაკარგოთ და მოთმინებით დაელოდოთ იეჰოვას.

a „ლოდინად“ ნათარგმნი ებრაული სიტყვა „ნატვრის“ მნიშვნელობასაც ატარებს. ასე რომ, სავსებით ბუნებრივია, თუ ერთი სული გვაქვს, როდის დადგება ხსნის დღე.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება