საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • w00 10/15 გვ. 30-31
  • მკითხველთა შეკითხვები

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • მკითხველთა შეკითხვები
  • საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2000
  • მსგავსი მასალა
  • სათანადოდ დააფასეთ თქვენთვის ბოძებული ძღვენი — სიცოცხლე
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2004
  • სისხლი — სასიცოცხლო სითხე
    როგორ შეუძლია სისხლს სიცოცხლის ხსნა?
  • სისხლს ნამდვილად შეუძლია სიცოცხლის ხსნა
    როგორ შეუძლია სისხლს სიცოცხლის ხსნა?
  • სისხლი
    მსჯელობა წმინდა წერილების საფუძველზე
საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2000
w00 10/15 გვ. 30-31

მკითხველთა შეკითხვები

სისხლის სათანადოდ გამოყენების შესახებ ბიბლიური მცნებებიდან გამომდინარე, რა თვალსაზრისი აქვთ იეჰოვას მოწმეებს სამედიცინო პროცედურებში საკუთარი სისხლის გამოყენებაზე?

თითოეული ქრისტიანი სერიოზულად უნდა დაფიქრდეს იმის შესახებ, თუ რას ამბობს ბიბლია, ნაცვლად იმისა, რომ მხოლოდ თავის შეხედულებაზე ან ექიმის ამა თუ იმ რეკომენდაციაზე დაყრდნობით მიიღოს გადაწყვეტილება. ეს საკითხი იეჰოვასა და მას შორის არის გადასაწყვეტი.

იეჰოვამ, რომელსაც უნდა ვუმადლოდეთ სიცოცხლეს, ბრძანა, რომ სისხლი არ მივიღოთ (დაბადება 9:3, 4). ძველი ისრაელისთვის მიცემულ რჯულში ღმერთი ზღუდავდა სისხლის გამოყენებას, რადგან ის სიცოცხლეს წარმოადგენს. მან ბრძანა: „სისხლშია ხორციელის სული [ანუ სიცოცხლე]. მე დაგიწესეთ იგი სამსხვერპლოსთვის თქვენი სულის შესანდობლად“. მაგრამ რა შეიძლება ითქვას იმ შემთხვევაში, თუ ვინმე საკვებად კლავდა ცხოველს? ღმერთმა თქვა: „სისხლი უნდა გამოუშვას და მიწით დაფაროს“a (ლევიანნი 17:11, 13). იეჰოვამ ეს ბრძანება რამდენჯერმე გაიმეორა (მეორე რჯული 12:16, 24; 15:23). ებრაული „სონსინო ხუმაში“ აღნიშნავს: „სისხლი არ უნდა იქნეს შენახული, არამედ მიწაზე უნდა დაიღვაროს და ამრიგად გამოუსადეგარი გახდეს მოხმარებისთვის“. არც ერთ ისრაელს არ უნდა მიეთვისებინა, შეენახა ან გამოეყენებინა სხვა ქმნილების სისხლი, რომელთა სიცოცხლეც იეჰოვას ეკუთვნოდა.

მოსეს რჯული მაშინ გაუქმდა, როცა მესია მოკვდა, მაგრამ სისხლის სიწმინდეზე ღვთის შეხედულება კვლავ ძალაში დარჩა. ღვთის სულიწმიდით აღძრული მოციქულები ქრისტიანებს მოუწოდებდნენ, ‘თავი შეეკავებინათ სისხლისგან’. ამ გაფრთხილებას ზერელედ არ უნდა მოკიდებოდნენ. ეს ისევე მნიშვნელოვანი იყო, როგორც სქესობრივი უზნეობისა და კერპთაყვანისმცემლობისგან თავის შეკავება (საქმეები 15:28, 29; 21:25). XX საუკუნეში, როდესაც სისხლის დონორობა და გადასხმა გავრცელდა, იეჰოვას მოწმეები მიხვდენენ, რომ ეს ღვთის სიტყვას ეწინააღმდეგებოდაb.

ხანდახან ექიმი ურჩევს პაციენტს, ოპერაციამდე რამდენიმე კვირით ადრე თავისი სისხლი ჩააბაროს, რათა სისხლის გადასხმის საჭიროების შემთხვევაში ექიმმა პაციენტს მისივე შენახული სისხლი გადაუსხას. მაგრამ ასეთი სახით სისხლის შეგროვება, შენახვა და გადასხმა პირდაპირ ეწინააღმდეგება წიგნებში „ლევიანნსა“ და „მეორე რჯულში“ ჩაწერილს. სისხლი არ უნდა შეინახონ; ის უნდა დაიღვაროს — ასე ვთქვათ, დაუბრუნდეს ღმერთს. მართალია, ახლა მოსეს რჯული ძალაში აღარ არის, მაგრამ იეჰოვას მოწმეები პატივისცემით ეკიდებიან ამ რჯულში მოცემულ ღვთის პრინციპებს და გადაწყვეტილი აქვთ, ‘თავი შეიკავონ სისხლისგან’. მაშასადამე, არ ვართ სისხლის დონორები და არც შესანახად ვაბარებთ იმას, რაც უნდა ‘დაიღვაროს’. ერთიცა და მეორეც ღვთის რჯულს ეწინააღმდეგება.

სხვა პროცედურები ან გამოკვლევები, როდესაც პაციენტის სისხლის აღება ხდება საჭირო, ასე აშკარად არ ეწინააღმდეგება ღვთის მიერ დადგენილ პრინციპებს. მაგალითად, ბევრი ქრისტიანი აბარებს სისხლს ანალიზისთვის, რის შემდეგაც მას ღვრიან. სისხლთან დაკავშირებული სხვა უფრო რთული პროცედურებიც შეიძლება იყოს ექიმებისგან შემოთავაზებული.

მაგალითად, გარკვეული ქირურგიული პროცედურების დროს, როდესაც სისხლის ჰემოდილუციას ახდენენ, სისხლის გარკვეული ნაწილი სხეულიდან გამოჰყავთ. სისხლი, რომელიც პაციენტის სხეულში რჩება, ძალიან თხელდება. მოგვიანებით მის სისხლს, რომელიც სხეულის გარეთ არის, მიმოქცევაში ორგანიზმს უბრუნებენ და, ამგვარად, პაციენტის სისხლის ანალიზი ნორმის ფარგლებში დგება. მსგავსად ამისა, სისხლი, რომელიც ჭრილობაში ჩადის, შეიძლება აიღონ და გაფილტრონ, ისე რომ წითელი უჯრედები პაციენტს დაუბრუნდეს; ამას ჰქვია სისხლის დაზოგვა. სხვადასხვა პროცესის დროს სისხლი შეიძლება გაშვებულ იქნეს აპარატში, რომელიც დროებით ასრულებს სხეულის ორგანოების (მაგალითად, გულის, ფილტვებისა და თირკმელების) ფუნქციას. შემდეგ აპარატიდან სისხლს პაციენტის ორგანიზმში აბრუნებენ. სხვა პროცედურის დროს, სისხლი გამოჰყავთ სეპარატორში (ცენტრიფუგაში), რომელიც მას საზიანო ან დაზიანებული ელემენტებისგან წმენდს, შეიძლება ეს გააკეთონ სისხლის ზოგიერთი კომპონენტის გამოსაყოფად და ის სხეულის სხვა ადგილში გამოიყენონ. არსებობს აგრეთვე შემოწმებები, რომლის დროსაც გარკვეული რაოდენობის სისხლს იღებენ ანალიზისთვის ანდა მას რაიმე მედიკამენტს ურევენ, რის შემდეგაც პაციენტს უკან უბრუნებენ.

დეტალები შეიძლება განსხვავდებოდეს ერთმანეთისგან, და, რა თქმა უნდა, ახალი პროცედურები, მკურნალობისა და ანალიზის მეთოდები შეიცვლება და გაუმჯობესდება. ჩვენ არ შეგვიძლია განვიხილოთ და ვისაუბროთ მკურნალობის თითოეულ ვარიანტზე და გადაწყვეტილება მივიღოთ. ქრისტიანმა თვითონ უნდა გადაწყვიტოს, როგორ მოეპყრობა თავის სისხლს ოპერაციის, სამედიცინო შემოწმებისა თუ მკურნალობის პროცესში. მან წინასწარ უნდა გაიგოს ექიმისგან ან ლაბორანტისგან, თუ რას უზამენ მის სისხლს პროცედურის დროს. შემდეგ კი სინდისის კარნახით უნდა მიიღოს გადაწყვეტილება (იხილეთ ჩარჩო).

ქრისტიანებს უნდა ახსოვდეთ ღვთისადმი თავიანთი მიძღვნა და ის ვალდებულება, რომ ‘უყვარდეთ ღმერთი მთელი გულით, მთელი სულით, მთელი ძალითა და მთელი გონებით’ (ლუკა 10:27). უმეტესობისგან განსხვავებით იეჰოვას მოწმეები დიდად აფასებენ ღმერთთან კარგ ურთიერთობას. ღმერთი, რომელმაც სიცოცხლე გვიბოძა, მოგვიწოდებს, რომ გვწამდეს იესოს დაღვრილი სისხლი. ჩვენ ვკითხულობთ: „[იესო ქრისტეს] მიერ გვაქვს გამოსყიდვა მისი სისხლით, ცოდვების მოტევება მისივე მადლის სიმდიდრით“ (ეფესელთა 1:7).

[სქოლიოები]

a პროფესორი ფრანკ გორმანი წერს: „სისხლის გადაღვრა გამოხატავს ღრმა პატივისცემას, რომელიც ცხოველის სიცოცხლისადმი ვლინდება და, ამგვარად, ღვთისადმი პატივისცემასაც გამოხატავს, რომელმაც შექმნა ისინი და კვლავ განაგრძობს მათზე ზრუნვას“.

b 1951 წლის 1 ივლისის „საგუშაგო კოშკმა“ უპასუხა ამ საკითხთან დაკავშირებულ ძირითად კითხვებს; ნათელყო, თუ რატომ არ არის მართებული დონორის სისხლის გადასხმა.

[ჩარჩო⁄სურათები 31 გვერდზე]

შეეკითხეთ საკუთარ თავს

თუ ჩემი სისხლის გარკვეულ რაოდენობას სხეულიდან გამოიყვანენ და, თუ მისი ცირკულაცია დროებით მაინც შეჩერდება, დამრთავს ჩემი სინდისი იმის ნებას, რომ ეს სისხლი კვლავ ჩემი სხეულის ნაწილად მივიჩნიო და არ მოვითხოვო, რომ ის ‘მიწაზე იქნეს დაღვრილი’?

შემაწუხებს ბიბლიით განსწავლული სინდისი, თუ დიაგნოსტიკის ან მკურნალობის დროს სისხლს ამიღებენ, მის მოდიფიცირებას მოახდენენ და კვლავ ჩემს სხეულში დააბრუნებენ?

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება