საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • w03 4/15 გვ. 27
  • გახსოვთ თუ არა?

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • გახსოვთ თუ არა?
  • საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2003
  • მსგავსი მასალა
  • იცნობთ შაფანსა და მის ოჯახს?
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2002
  • შაფანი
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • ეცადე, სხვებს იეჰოვას თვალით უყურო
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2003
  • მკითხველთა შეკითხვები
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2003
იხილეთ მეტი
საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2003
w03 4/15 გვ. 27

გახსოვთ თუ არა?

ყურადღებით წაიკითხეთ „საგუშაგო კოშკის“ ბოლო ნომრები? თუ დიახ, შეამოწმეთ, რამდენად შეძლებთ შემდეგ კითხვებზე პასუხის გაცემას:

• რის სწავლა შეგვიძლია შაფანისა და მისი ოჯახის წევრების მაგალითიდან?

შაფანი იუდას მეფე იოშიას მწერალი და მდივანი იყო. ის, როგორც გავლენიანი მამაკაცი, მხარში ამოუდგა მეფეს, როდესაც ამ უკანასკნელმა ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის აღსადგენად რეფორმების გატარება დაიწყო. შაფანის ორი ვაჟი მხარს უჭერდა წინასწარმეტყველ იერემიას. შაფანის სხვა ვაჟმა და ორმა შვილიშვილმაც მსგავსადვე გამოიყენეს თავიანთი მაღალი მდგომარეობა ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის სასარგებლოდ. მათ მსგავსად, ჩვენც უნდა გამოვიყენოთ საკუთარი შესაძლებლობები და მდგომარეობა ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის მხარდასაჭერად (15.12, გვერდები 19—22).

• როგორ გადალახა ირენ ჰოხსტენბახმა დიდი სირთულე და როგორ შეძლო იეჰოვას მსახურება?

შვიდი წლის ასაკში ირენმა სმენა დაკარგა. მიუხედავად ამისა, მან ისწავლა სხვებთან ურთიერთობის დამყარება და ამჟამად მეუღლესთან ერთად, რომელიც ნიდერლანდებში მიმომსვლელ ზედამხედველად მსახურობს, კრებებს ინახულებს (01.01, გვერდები 23—26).

• რომელი ორი ახალი პუბლიკაციის გამოცემის შესახებ გამოცხადდა საოლქო კონგრესზე „სამეფოს შესახებ გულმოდგინე მაუწყებლები“?

მთელ მსოფლიოში ქრისტიანებს უდიდესი სიხარული მოუტანა წიგნის „თაყვანი ეცი ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს“ მიღებამ. ეს სახელმძღვანელო განკუთვნილია მათთან შესასწავლად, ვინც უკვე შეისწავლა წიგნი „მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვანი შემეცნება“. მეორე ახალი წიგნი კი იყო „დაუახლოვდი იეჰოვას“. მასში ყურადღება იეჰოვას თვისებებზე მახვილდება. ამ წიგნში აგრეთვე ნაჩვენებია, როგორ შეგვიძლია მივბაძოთ ღმერთს ამ თვისებების გამოვლენაში (15.01, გვერდები 23, 24).

• რა აზრია ჩადებული იგავების 12:5-ში ჩაწერილ სიტყვებში: „მართალთა ფიქრები სამართალია“?

კარგ ადამიანს გულშიც კი ზნეობრივად სუფთა ფიქრები უტრიალებს და ის მიუკერძოებელი და სამართლიანია. მართალ ადამიანს ღვთისა და მოყვასის სიყვარული ამოძრავებს და ამიტომაც ყოველთვის კარგი განზრახვა აქვს (15.01, გვერდი 30).

• რა შეიძლება დაეხმაროს ადამიანს სამუშაოსთან დაკავშირებით გაწონასწორებული თვალსაზრისის განვითარებაში?

შრომის სიყვარულის ბავშვობიდანვე ჩანერგვა ძალიან სასარგებლოა. ბიბლია მოგვიწოდებს, რომ გვიყვარდეს შრომა და მოვერიდოთ სიზარმაცეს (იგავები 20:4). ბიბლია იმასაც ურჩევს ქრისტიანებს, რომ არ გადააკლან თავი სამუშაოს. უნდა გვესმოდეს, რომ მთავარი ადგილი ჩვენს ცხოვრებაში ღვთის მსახურებას უნდა ეკავოს (1 კორინთელთა 7:29—31). ამავე დროს, ჭეშმარიტი ქრისტიანები დარწმუნებული არიან, რომ ღმერთი არ მიატოვებს მათ (01.02, გვერდები 4—6).

• პირველად სად არის ბიბლიაში მოხსენიებული სამსხვერპლო?

სამსხვერპლო პირველად მოხსენიებულია დაბადების 8:20-ში. იქ ლაპარაკია სამსხვერპლოზე, რომელიც ნოემ კიდობნიდან გამოსვლის შემდეგ ააგო. თუმცა, შესაძლოა, სამსხვერპლო კაენმა და აბელმაც გამოიყენეს მსხვერპლის შესაწირად (დაბადება 4:3, 4) (15.02, გვერდი 28).

• როგორ შეუძლით ქრისტიანებს ახალი მდგომარეობის საუკეთესოდ გამოყენება?

ზოგმა ისეთი სამუშაო აირჩია ან ისე შეცვალა სამუშაოს განრიგი, რომ უფრო მეტი დრო დაეთმო მსახურებისთვის. სხვებმა მსახურებაში დამატებითი პასუხისმგებლობების აღება და მისთვის უფრო მეტი დროის დათმობა მაშინ შეძლეს, როდესაც გარკვეული ოჯახური მოვალეობებისგან გათავისუფლდნენ. მაგალითად, როცა მათი შვილები სრულწლოვანები გახდნენ და დაქორწინდნენ (01.03, გვერდები 19—22).

• როგორ გვეხმარება იონასა და პეტრე მოციქულის მაგალითები, რომ სხვებს იეჰოვას თვალით ვუყუროთ?

კარგად არის ცნობილი, რა შეცდომები დაუშვეს იონამ და პეტრემ თავიანთი აზროვნებითა თუ რწმენისა და მორჩილების გამოცდის დროს. მიუხედავად ამისა, იეჰოვა ხედავდა მათ დადებით თვისებებს და ამ ერთგულ მამაკაცებს კვლავაც იყენებდა თავის მსახურებაში. როდესაც სხვები გულს გვტკენენ ან იმედს გვიცრუებენ, შეგვიძლია ყურადღება გავამახვილოთ მათ დადებით თვისებებზე, რომლებმაც წარსულში დაგვაახლოვა მათთან, ასევე დავინახოთ ის დადებითი მხარეები, რომლებსაც იეჰოვა ხედავს ამ ადამიანებში (15.03, გვერდები 16—19).

• რატომ განსხვავდება ფსალმუნების ნუმერაცია ბიბლიის სხვადასხვა თარგმანში?

ფსალმუნების ნუმერაცია ერთმანეთს არ ემთხვევა ებრაულ ტექსტსა და მის ბერძნულ თარგმანში, სეპტუაგინტაში. უფრო გვიანდელ თარგმანებში ფსალმუნების ნუმერაცია იმის მიხედვით განსხვავდება, თუ რაზეა დაფუძნებული ეს თარგმანი — ებრაულ ტექსტზე თუ სეპტუაგინტაზე (01.04, გვერდი 31).

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება